• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში სატირული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც „ქართული ოცნების“ სლოგანი შეცვლილი სახით არის წარმოდგენილი

სოციალურ ქსელში სატირული ვიდეო ვრცელდება, რომელშიც „ქართული ოცნების“ სლოგანი შეცვლილი სახით არის წარმოდგენილი

ვერდიქტი: სატირა

09/09/2024
სატირა
ფაქტი შეიცავს გაზვიადებას, ირონიას, სარკაზმს ან სატირას, აბსურდულია და რიგითი ადამიანი მას სატირად ვერ აღიქვამს
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები (1,2), მათ შორის,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დათო დიღმელაშვილი,  ვიდეოს ავრცელებენ (დაარქივებული ბმული), რომელშიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ბანერზე პარტიის სლოგანი შეცვლილია, ბანერზე ვკითხულობთ: „მხოლოდ კორუფციით, ტენდერებით, ნეპოტიზმით, ევროპისკენ“. რეალურად, ვიდეო  სატირული ჟანრისაა და პროგრამულად დამუშავებულია, კერძოდ, ბანერზე შეცვლილია სლოგანი. 

აღნიშნული ვიდეო ქალაქ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავეჯის სახლ „ვერონასთან“ არის  გადაღებული, რისი დადგენაც „ფაქტ-მეტრმა“ რამდენიმე დეტალით შეძლო. კერძოდ, ვიდეოში ბანერის მარცხენა მხარეს  ავეჯის სახლის რეკლამა ჩანს. ამავდროულად, ბანერის უკანა ფონზე  თეთრი შენობაც შესამჩნევია. 

აღნიშნულ ბანერზე რეალურად  „ქართული ოცნების“ სლოგანია დატანილი: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით ევროპისკენ“ (იხილეთ ფოტო).

 

„ფაქტ-მეტრის“ ფოტო

ამდენად, გავრცელებული ვიდეო სატირული ჟანრისაა და მასში „ქართული ოცნების“ სლოგანი შეცვლილია.  

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სატირა
ბანერი
\"ქართული ოცნება\"
ბანერი
\"ქართული ოცნება\"
სატირა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უპირველეს ყოვლისა, პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში ქვეყანა, არის ის, რომ არ შეუქმნას საფრთხე ევროკავშირს მიგრაციული ნაკადების გაზრდის მხრივ, დანაშაულების გაზრდის მხრივ და ა.შ. ამ მხრივ, საქართველოს ძალიან კარგი მაჩვენებლები აქვს

    უპირველეს ყოვლისა, პირობები, რომლებსაც უ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • კახა კალაძე გვატყუებდა, რომ ლილოს ნაგავსაყრელზე ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდებოდა

    კახა კალაძე გვატყუებდა, რომ ლილოს ნაგავს...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხარჯზე იზრდება, საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა კი წლიდან წლამდე იკლებს

    საქართველოს მოსახლეობა უცხო ქვეყნის მოქა...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა