• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: გავრცელებული ვიდეო გორში  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზეა გადაღებული

დეზინფორმაცია: გავრცელებული ვიდეო გორში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზეა გადაღებული

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/09/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები  ვიდეოს ავრცელებენ (1,2,3,4) (დაარქივებული ბმული) და აღწერაში წერენ: „ქოცების მხარდამჭერი კონცერტი ამჟამად გორში“;  „ოცნების კონცერტი გორში და გამოგეყვანა ქუჩაში რომ გხვდება ის 30 კაცი მაინც მამამარჩენალის შეხვედრაზე“.  სცენაზე ნუცა ბუზალაძე მღერის და მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი უსმენს.  შესაბამისად, კადრი და აღწერა ქმნის წარმოდგენას, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტს მხოლოდ რამდენიმე  ადამიანი ესწრებოდა.  რეალურად, აღნიშნული კადრები რეპეტიციის დროს არის გადაღებული და კონცერტს არ ასახავს. 

 

გორში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი 4 სექტემბერს საღამოს, 20:00 სთ-ზე  დაიწყო.  კონცერტიდან გავრცელებულ კადრებში, რომლებიც ტელეკომპანია „იმედისა“ და “რუსთავი 2“-ის Facebook-გვერდებზეა ხელმისაწვდომი, ჩანს, რომ მოსახლეობის წინაშე მომღერალი  ნუცა ბუზალაძე ბენდთან ერთად და „თეატრალური კვარტეტი“ წარდგნენ. კადრებში ის ადამიანებიც ჩანან, რომლებიც ღონისძიებას დაესწრნენ (იხილეთ ფოტოები). 

ამდენად, გავრცელებული  ვიდეო რეალურად რეპეტიციის კადრებს ასახავს. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
კონცერტი გორში
ბანერი
რეპეტიცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • თბილისში მოსახლეობის 40% ცხოვრობს და მშპ-ის 80% ფორმირდება

    თბილისში მოსახლეობის 40% ცხოვრობს და მშპ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • მორიგი ცვლილებები სისხლის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში - პროტესტის კრიმინალიზების ახალი ეტაპი

    მორიგი ცვლილებები სისხლის და ადმინისტრაც...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 2025 წლის მონაცემებით, აჭარის მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზარდა, თუმცა წლებია, შობადობა იკლებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა მზარდია

    2025 წლის მონაცემებით, აჭარის მოსახლეობი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა