• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სხვადასხვა დროს ჩაწერილი ვიდეოები იდენტური კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სხვადასხვა დროს ჩაწერილი ვიდეოები იდენტური კონტექსტით ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

23/07/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშმა „შიგ ევროპაში“  ზურაბ ჯაფარიძის ვიდეოები გამოაქვეყნა (იხილეთ დაარქივებული ვიდეო).

პირველ ვიდეოში, რომელიც ბრიფინგიდან ამოღებულ კადრებს აფიქსირებს, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს: „მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვებთ. მე მჯერა ამისი“.

მეორე ვიდეოში, რომელიც დახურულ შეხვედრას აღწერს, ჩანს კადრები, სადაც ის ამბობს: „არ მჯერა, რომ ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ, რამე შანსი გვაქვს, რომ 2024-ში მათ რამე ვუქნათ. არანაირი შანსი არა გვაქვს, ნული შანსია პროსტა, ფულიც აქვთ, ძალაც აქვთ“. 

ვიდეოებს თანდართული აქვს აღწერა  „ეტყობა როდის არის გულწრფელი“.

პოსტზე ვიდეოების გადაღების თარიღი და გამოქვეყნების კონტექსტი მითითებული არაა, რაც ქმნის წარმოდგენას, თითქოს 2024 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძის აზრი  საზოგადოებასთან საჯაროდ საუბრისას განსხვავებულია მისი დახურულ შეხვედრაზე დაფიქსირებული პოზიციისგან. 

„ფაქტ-მეტრმა“ ვიდეოების გადაღების დრო და კონტექსტი გადაამოწმა.

პირველი ვიდეო, სადაც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს „მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი, ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვებთ. მე მჯერა ამისი“, 2024 წლის 9 ივლისს არის გადაღებული. ამ დღეს გაიმართა ბრიფინგი, სადაც ცნობილი გახდა, რომ პარტია „ახალი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნოდ გაერთიანდნენ. ბრიფინგზე ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა „...მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი ახლა, რომ დაახლოებით 5 წელიწადში ეს ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ერთადერთი, რაც ახლა ბარიერად ეღობება ამას, ეს არის არსებული რუსული რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს ამ ქვეყანას, ამიტომ 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი, ისტორიული ამოცანა, ჩემი აზრით, და ამის მიღწევისთვის არის 3 რაღაც გასაკეთებელი. პირველი - ეს არის მაქსიმალური მობილიზაცია საქართველოს მოქალაქეების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ საარჩევნო ყუთებთან 26 ოქტომბერს. მეორე - ეს არის ხმების დაცვა მას შემდეგ, რაც ხალხი მოვა საარჩევნო ყუთებთან და მესამე - ეს არის ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც არ მისცემს საშუალებას რუსულ რეჟიმს, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თავის ყულაბაში. მე მჯერა, რომ, საბოლოო ჯამში, ოპოზიციურ ფლანგზე ძალების კონსოლიდაცია ეხმიანება ამ სამივე ამოცანას. თუ ამ ამოცანას შევასრულებთ, ოქტომბერში ჩვენ გავიმარჯვებთ. მე მჯერა ამისი და ამის შემდეგ 5 წელიწადში დავძლევთ ისეთ რაღაცას, რაც ვერ დაძლია ბევრმა თაობამ ამ ქვეყანაში. მე მჯერა, რომ ეს არის არამარტო ჩვენი პასუხისმგებლობა და ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ მარტო, თითოეულ მოქალაქეს, არამედ პრივილეგიაც იმ თაობის, რომელიც დღეს ცხოვრობს ამ ქვეყანაში და რომელსაც შეუძლია აასრულოს ოცნება ყველა წინა თაობის. ამიტომ გავერთიანდით დღეს ჩვენ“.

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშის „შიგ ევროპაში“ მიერ გავრცელებულ მეორე ვიდეოში პოლიტიკოსი ამბობს „მე არ მჯერა მართლა, ბო****ილი ვიყო, არ მჯერა რომ ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ რამე შანსი გვაქვს, რომ 2024-ში მათ რამე ვუქნათ. არანაირი შანსი არა გვაქვს, ნული შანსია პროსტა, ფულიც აქვთ, ძალაც აქვთ“. „ფაქტ-მეტრმა“ იგივე ვიდეო TikTok პლატფორმაზე იპოვა, სადაც ვიდეო ოდნავ უფრო ვრცელი სახით 2023 წლის 11 იანვარს გამოქვეყნდა. 

ვიდეოში ზურაბ ჯაფარიძე ამბობს: „...დაანახებ, რომ რაღაც ძალა არის და რაღაც მიმართულებით მიდიხარ, თან სიმართლე ჩვენს მხარეს არის. მე არ მჯერა მართლა [...] არ მჯერა მართლა, რომ ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ, რამე შანსი გვაქვს, რომ 2024-ში მათ რამე ვუქნათ. არანაირი შანსი არაა, ნული შანსია პროსტა. ფულიც აქვთ, ძალაც აქვთ და პლუს ხალხს რწმენა დაუკარგეს, ნიჰილიზმი გაუღვივეს ბოლომდე. ჩვენი გაფარჩაკებით, მათ შორის რასაც აკეთებენ, არის, რომ ხალხს რწმენა აღარ აქვს, რომ ჩვენ რამეს შევძლებთ საერთოდ“. შემდეგ ზურაბ ჯაფარიძე აგრძელებს „არც არავინ გამოჩნდება თეთრ ცხენზე და არაფერი ეგეთი არ იქნება, ხო გასაგებია. ტ***ში მიგვაქანებენ... 2024-ში მე მართლა მჯერა, რომ თქვენ ყველა გაიქცევით. გაიქცევით და რაციონალური იქნება, რომ გაიქცეთ....“

„ფაქტ-მეტრმა“ „Girchi • გირჩი - მეტი თავისუფლების“ Facebook-გვერდზე 2023 წლის 11 იანვრის პოსტიც იპოვა, სადაც მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო ხელმისაწვდომი აღარაა, პოსტის აღწერაში ციტირებულია ზურაბ ჯაფარიძის სიტყვები „რამე თუ არ შევცვალეთ, 2024-ში ყველანი გაიქცევით“. ციტატა შინაარსობრივად ემთხვევა Facebook-ანგარიშის „შიგ ევროპაში“ და TikTok პლატფორმაზე გავრცელებულ ვიდეოში პოლიტიკოსის მიერ დაფიქსირებულ აზრს და მას თარიღად მითითებული აქვს 2022 წლის 16 დეკემბერი (დაარქივებული პოსტი).

 

აღნიშნულ საკითხზე „ფაქტ-მეტრი“ თავად „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ სოციალური ქსელის ანგარიშს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს, რომ ვიდეო ნამდვილად 2022 წლის 16 დეკემბერს იყო ჩაწერილი.  

ამდენად, სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშის „შიგ ევროპისკენ“ გავრცელებული ვიდეოები ერთმანეთისგან მათი ჩაწერის დროით და ამდენად, კონტექსტით განსხვავდება. პირველი ვიდეო, სადაც ზურაბ ჯაფარიძე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების იმედს აფიქსირებს, 2024 წლის 9 ივლისსაა გადაღებული. მეორე ვიდეო კი, სადაც სკეპტიკურ დამოკიდებულებას გამოხატავს, 2022 წლის 16 დეკემბერს ჩაიწერა. 

ამდენად, Facebook-ანგარიშის „შიგ ევროპისკენ“ გავრცელებული ვიდეოები, რომლებზეც მითითებული არაა ვიდეოების გადაღების დრო, კონტექსტის გარეშეა წარმოდგენილი და Facebook-მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია.

-----------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ზურაბ ჯაფარიძე
მანიპულირება
არჩევნები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი... მოლაპარაკებების გახსნაზე

    არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა „გამარჯვებულ“ კომპანიას

    კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა