• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო არა იტალიას, არამედ ინდოეთს ასახავს

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო არა იტალიას, არამედ ინდოეთს ასახავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17/07/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-მომხმარებელი ვიდეოს ავრცელებს და ამტკიცებს, რომ კადრები იტალიაშია გადაღებული. ინფორმაციის გამავრცელებლის თანახმად, ეს იმ ხალხის მცირე ნაწილია, რომელიც „ყოველდღიურად შემოედინება იტალიაში და ალბათ, 10 წელიწადში ერი უმცირესობაში გადავა“, „ეს უბედურება გვიწერია ჩვენც, ევროკავშირის რეზოლუზიაში“. რეალურად, ვიდეო ინდოეთშია გადაღებული. 

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ასობით ზურგჩანთიანი ადამიანია ნაჩვენები, რომლებიც პანდუსზე დადგომას ცდილობენ. საბოლოოდ, ძლიერი ზეწოლის შედეგად, მოაჯირი და მასთან ერთად ხალხი ძირს ვარდება.

Google-ის ფოტოების ძიების ინსტრუმენტის (Image Reverse Search) გამოყენებით დადგინდა, რომ გავრცელებული ვიდეო არა იტალიაში, როგორც ამას ინფორმაციის გამავრცელებელი ამტკიცებს, არამედ ინდოეთში, ბჰარუჩის ოლქში არის გადაღებული. კადრებში კი აღბეჭდილია სამსახურის ასობით მაძიებელი. 

„ჩვენი ინფორმაციით, კომპანიამ მოაწყო გასაუბრება ხუთ სხვადასხვა როლზე გამოცხადებულ 40-მდე ვაკანსიისთვის. კომპანიამ დაჯავშნა დარბაზი ანკლეშვარში მდებარე სასტუმროში, 150 კანდიდატის მოლოდინში. თუმცა, 800 გამოცხადდა და კომპანიის წარმომადგენლებს ხალხის მასის გასაკონტროლებლად ინტერვიუს დარბაზის კარის ჩაკეტვა მოუწიათ, რამაც ვიდეოში ნაჩვენები სიტუაცია გამოიწვია“, - განაცხადა ბჰარუჩის პოლიციის ზედამხედველმა, მაიურ ჩავდამ.

გარდა ამისა, პოსტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში წევრობის შემთხვევაში საქართველოსაც მოუწევს დიდი რაოდენობით მიგრანტების მიღება. ევროკავშირში მიგრაციის საკითხზე ახალი პოლიტიკის შესახებ შეთანხმებას ქვეყნებმა 2023 წელს მიაღწიეს. ახალი პოლიტიკის თანახმად, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ეძლევათ არჩევანი, რომ გადანაწილების სქემის მიხედვით, ყოველწლიურად, გარკვეული რაოდენობის მიგრანტები მიიღონ ან თითოეულ მიგრანტზე, რომლის მიღებაზეც ქვეყანა უარს განაცხადებს, ევროკავშირის ფონდში გარკვეული თანხა (20 ათასი ევრო) გადაიხადოს. გადანაწილების სქემით, საქართველოზე გადასანაწილებელი მიგრანტების რაოდენობა ევროკავშირში მიგრანტების სრული რაოდენობის გარკვეული პროცენტით დაითვლება, ქვეყნის ზომის მიხედვით. ეს რიცხვი საქართველოსთვის მისი ზომიდან გამომდინარე, თეორიულად შედარებით მცირე იქნება. ევროკავშირის მიზანია, რომ ყოველ წელს 30 ათასი მიგრანტის გადანაწილება მოხდეს. ჰიპოთეზურად, აღნიშნული რაოდენობა, რომ მომავალში 30-ზე მეტ ევროკავშირის ქვეყანაზე პროპორციულად გადანაწილდეს, საქართველოსთვის დიდი რიცხვი მაინც არ გამოვა (თეორიულად, ათას კაცზე საკმაოდ ნაკლები). შედარებისთვის, 2022 წელს საქართველომ უცხო ქვეყნის, დაახლოებით, 125 ათასი მიგრანტი მიიღო. მეტიც, საქართველოს შეეძლება ალტერნატიული სოლიდარობის გზების გამოყენებით (უკვე დასახელებული ფინანსური კონტრიბუცია; ასევე მოიაზრება აღჭურვილობითა და პერსონალით დახმარებაც), რელოკაციის სქემით, მიგრანტების მიღება თავიდან აიცილოს.

ამდენად, გავრცელებული მტკიცება ყალბია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
იტალია
ინდოეთი
პაველ ჰერჩინსკი
მიგრაციის პოლიტიკა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა