• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: სხვადასხვა ქვეყანამ  საკვები მოხმარების მიზნით ყალბი კვერცხების წარმოება დაიწყო

დეზინფორმაცია: სხვადასხვა ქვეყანამ საკვები მოხმარების მიზნით ყალბი კვერცხების წარმოება დაიწყო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

09/07/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში ვიდეოს ავრცელებს. პოსტის მტკიცებით, სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, ჩინეთსა და პაკისტანში ბაზარზე ყალბი კვერცხები გამოჩნდა: „ამიტომ იქმნება პროდუქციის ხელოვნური დეფიციტი! ნატურალური პროდუქციის „დეფიციტის“ გამო, დიდი ბრიტანეთის, პაკისტანისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე ხელოვნური კვერცხების მასიური გამოჩენაა. ყალბი კვერცხების უმეტესობა ჩინეთში იწარმოება, მაგრამ კვერცხზე გაძვირების გამო, 2023 წელს ალბანეთსა და ბანგლადეშში ახალი საწარმოების გახსნა დაიწყო. ხელოვნური კვერცხების ღირებულება რეალური კვერცხების დაახლოებით 20%-ია“, - წერია პოსტის აღწერაში. რეალურად, გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ამჟამად მსგავსი ტექნოლოგია არ არსებობს, შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყანაში ბაზარზეც საკვები მოხმარებისთვის შექმნილი ხელოვნური კვერცხი ვერ გამოჩნდებოდა. 

მტკიცება, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ხელოვნური კვერცხის წარმოება დაიწყო, უკვე მრავალი წელია ვრცელდება, რასაც არაერთი ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია, მათ შორის, ლიეტუვაში არსებული Delfi და ამერიკული Lead Stories, გამოეხმაურა.

პირველ რიგში, გავრცელებულ ვიდეოში ავტორი საუბრობს ინდოეთზე, რომელმაც თითქოს ჩინეთიდან საკვები მოხმარებისთვის შექმნილი ხელოვნური კვერცხი მიიღო დიდი რაოდენობით. უკვე რამდენიმე წელია, მსგავსი დეზინფორმაცია ვრცელდება, რასაც ინდოეთის სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების სამსახური გამოეხმაურა. მათი მტკიცებით, არ არსებობს რაიმე ტექნოლოგია ან ქიმიკატი, რომლის საშუალებითაც ხელოვნური კვერცხების წარმოება იქნებოდა შესაძლებელი. გარდა ამისა,  მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი პლასტმასის კვერცხების წარმოება ეკონომიკური სარგებელის მომცემი არ არის, რადგან ჩვეულებრივი ქათმის კვერცხი მეტად ხელმისაწვდომი და იაფი პროდუქტია.

ჯერ კიდევ  2017 წელს ჩინეთში აქტიურად ვრცელდებოდა ვიდეოები, სადაც თითქოს ქვეყანაში  ყალბი კვერცხების შექმნის პროცესი ჩანდა. აღნიშნულ მტკიცებას თავად ჩინეთის საინფორმაციო პორტალებიც გამოეხმაურნენ.  ერთ-ერთი ასეთი სტატია მოიცავს ოფიციალურ კომენტარს ნანკინის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ბიუროსაგან, რომელიც უარყოფს, რომ გავრცელებულ ვიდეოებში ხელოვნური კვერცხების წარმოება ჩანს, რომელსაც ადამიანები საკვებად მოიხმარენ. კომენტარში განმარტავენ, რომ ვიდეოში ნაჩვენებია სათამაშო კვერცხების წარმოება. მსგავსი გარეგნობის პროდუქტები ინტერნეტში ადვილად ხელმისაწვდომია. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FAD) სპიკერმა განუცხადა Lead Stories-ს, რომ აშშ-ის მარეგულირებელ სააგენტოს ამჟამად მსგავსი ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

ამდენად, მტკიცება, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ხელოვნური კვერცხის წარმოება და მისი გაყიდვა დაიწყეს, მცდარია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ხელოვნური კვერცხი
FAD
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

    თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

    6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა