• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უკრაინაში ჯარში 17 წლის გოგოების რეკრუტირება ხდება

დეზინფორმაცია: უკრაინაში ჯარში 17 წლის გოგოების რეკრუტირება ხდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/07/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი „მსოფლიო ამბები“, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ წარსულშიც გადაუმოწმებია (1; 2), ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ 17 წლის უკრაინელი გოგონები უკრაინის ჯარს უერთდებიან. რეალურად, სურათზე ჩანან სამხედრო ინსტიტუტის კადეტები, რომლებმაც დაღუპული კურსდამთავრებულების ხსოვნას პატივი მიაგეს. უკრაინაში  სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა გარდა ცალკეული  გამონაკლისებისა, ქალებს არ ეხება. ამავდროულად, სამხედრო სამსახურში გაწვევის მინიმალური ასაკი 18 წელია, შესაბამისად გაწვევა არასრულწლოვანებს არ ეხებათ. 

მიმდინარე წლის 11  ივნისს, კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სამხედრო ინსტიტუტმა დაღუპული კურსდამთავრებულების ხსოვნას პატივი მიაგო. უნივერსიტეტმა იმავე დღეს Facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ვკითხულობთ: „უნივერსიტეტის რექტორმა ვოლოდიმირ ბუგროვმა, სამხედრო ინსტიტუტის ხელმძღვანელობამ, ოფიცრებმა, სამხედრო კაპელანებმა, იუნკრებმა და ახლობლებმა პატივი მიაგეს დაღუპულ ჯარისკაცებს“. 

სწორედ აღნიშნულ პოსტშია ფოტო, რომელიც Facebook-ანგარიშის მიერ გავრცელდა. ხაზგასასმელია, რომ ფოტოზე სტუდენტების მაისურების მარჯვენა ნაწილში სამხედრო ინსტიტუტის ლოგოც არის გამოსახული.

 

ცნობისთვის, უკრაინაში  ჯარში სავალდებულო გაწვევა ქალებს არ ეხება. 11 აპრილს უმაღლესმა რადამ მობილიზაციის შესახებ ზოგადი კანონი მიიღო. კანონის თანახმად, 18-დან 25 წლამდე მამაკაცებმა უნდა გაიარონ ძირითადი სამხედრო სამსახური. გარდა ამისა, კანონი ეხება ქალების ჯარში გაწვევის პირობებსაც. უკრაინელი ქალების ჯარში მობილიზება შესაძლებელია მხოლოდ მათი ნებაყოფლობითი თანხმობით. ქალებს შეუძლიათ, გაიარონ ძირითადი სამხედრო მომზადება, ისიც მხოლოდ ნებაყოფლობით,  მათი ასაკი კი 18-დან 25 წლამდე უნდა იყოს.  

ცვლილებების თანახმად, ყველა ქალი, რომელმაც მიიღო სამედიცინო განათლება უნდა დარეგისტრირდეს სამხედრო სამსახურში. თუმცა, სამხედრო რეგისტრაცია არ ნიშნავს ქალთა სავალდებულო მობილიზაციას. მობილიზაციის შესახებ კანონის თანახმად, სამხედრო მდგომარეობის დროს, აღრიცხვაზე მყოფ ქალებს შეუძლიათ სამხედრო სამსახურის დაწყება მხოლოდ საკუთარი სურვილით. აღსანიშნავია, რომ ომში სავალდებულო მობილიზაცია უკრაინაში  იმ მამაკაცებს ეხებათ, რომელთა მინიმალური ასაკი 25 წელია (მიმდინარე წლის აპრილამდე მინიმალური ასაკი 27 წელი იყო). 

ამდენად, მტკიცება, რომ ფოტოზე უკრაინელი არასრულწლოვანი ახალწვეულები ჩანან, მცდარია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჯარში მობილიზება
რეექსპორტი
სამხედრო სამსახურში გაწვევა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა