• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში წამყვან  ლევან ღვინიანიძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

სოციალურ ქსელში წამყვან ლევან ღვინიანიძის ვიდეო კონტექსტის გარეშე ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

02/07/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში  გადაცემა „გასვლითი შეხვედრის“  წამყვან, მარკეტერ ლევან ღვინიანიძის ინტერვიუდან ნაწყვეტი ვირუსულად გავრცელდა (1,2,3,4,5,6,7,8,9,10). გავრცელებულ მონაკვეთში ის აღნიშნავს: „უკრაინელი ხალხის სიმამაცით გაგვიმართლა, უკრაინელმა ხალხმა გაგვიყვანა ჩვენ ევროპაზე, ჩვენს ბიჭებთან ერთად და არანაკლებ ჩვენ ბიჭებისა დამსახურება არის იმ ხალხისა, რომელიც იქ იხოცება და რომელიც თავს იკლავს. იგივე ჩვენი ქართველი ტიპები, რომლებიც იქ იხოცებიან, მაგათი ღვაწლი არანაკლებია, ვიდრე ვილი სანიოლის ან ხვიჩა კვარაცხელიასი, ან ბუდუ ზივზივაძის“. 

აღნიშნული მონაკვეთი,  სრული კონტექსტის გარეშე, ქმნის  წარმოდგენას, თითქოს ლევან ღვინიანიძის თქმით, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე უკრაინელებმა გაიყვანეს. რეალურად, სრულ მონაკვეთში ღვინიანიძე ქართველი ფეხბურთელების რუსეთში თამაშზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დაწყებისა და განვითარებული მოვლენების ფონზე, ქართულ ფეხბურთში რუსეთის ფაქტორი მეტწილად გაქრა. ქართულ ფეხბურთში რუსეთის, როგორც ბნელი მატერიის,  ფაქტორის გაქრობამ და  იმ ფაქტმა, რომ ამჟამად   ნაკრების ფეხბურთელები რუსეთში აღარ თამაშობენ, მისი თქმით,  საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ხელი შეუწყო.

ლევან ღვინიანიძის „თამაშგარეშე ინტერვიუ“ Setanta Sports Georgia-ს YouTube-არხზე 7 მაისს გამოქვეყნდა. გადაცემაში ის ქართულ ფეხბურთში რუსეთის როლზე საუბრობდა, ერთ-ერთ მონაკვვეთში (00:28:00 წთ-დან) კი აღნიშნა: „რუსეთი ამ ქვეყნის პრობლემა სულ იყო, რატომ გავედით ახლა ევროპაზე, იმიტომ რომ ერთი კაცი არ თამაშობს ახლა ნაკრებიდან, იმ შემადგენლობიდან, რუსეთში. ეგ არის რა, რუსეთი ხო მარტო ჩვენი მტერი და ოკუპანტი არ არის. ის ხო არის რაღაც ბნელი მატერია ზოგადად, რომელსაც რომ შეეხები, მის ნაწილად გაქცევს და მერე მაგის ამოჭრას სჭირდება როგორი ქირურგიული ჩარევა, იცი? ჩვენ, უბრალოდ, უკრაინელი ხალხის სიმამაცით გაგვიმართლა, უკრაინელმა ხალხმა გაგვიყვანა ჩვენ ევროპაზე, ჩვენს ბიჭებთან ერთად და არანაკლებ ჩვენ ბიჭებისა დამსახურება არის იმ ხალხისა, რომელიც იქ იხოცება და რომელიც თავს იკლავს. იგივე ჩვენი ქართველი ტიპები, რომლებიც იქ იხოცებიან, მაგათი ღვაწლი არანაკლებია, ვიდრე ვილი სანიოლის ან ხვიჩა კვარაცხელიასი, ან ბუდუ ზივზივაძის. იმიტომ, რომ რუსეთი გაქრა ქართული ფეხბურთიდან, მეტწილად, რამდენიმე ნორმალური ბიჭი მაინც არის იქ ჩარჩენილი. იქამდე რუსეთი იყო, სად მიდიოდი? ომი რომ არ დაწყებულიყო, დარწმუნებული ვარ, ვერაფრით ვერ გავიდოდით იმიტომ, რომ ჩვენი რამდენიმე „სუპერ სტარი“ ისევ რუსეთში ითამაშებდა აუცილებლად“. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საფეხბურთო კლუბების დატოვების გადაწყვეტილება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ არა ერთმა ფეხბურთელმა მიიღო. ერთ-ერთ კლუბში, კერძოდ, ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელმაც კლუბი 2022 წლის მარტში დატოვა. ომის დაწყების შემდეგ, FIFA-ს გადაწყვეტილებით, რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს საკუთარ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის უფლება მიეცა. ამავდროულად, მსოფლიო ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, რუსეთში საერთაშორისო საფეხბურთო მატჩები აღარ ტარდება. 

ამდენად, ლევან ღვინიანიძის ინტერვიუდან გავრცელებული მონაკვეთი სრული კონტექსტის გარეშეა წარმოდგენილი და შეცდომაში შემყვანია. 

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ევროპის ჩემპიონატი
ლევან ღვინიანიძე
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი... მოლაპარაკებების გახსნაზე

    არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა „გამარჯვებულ“ კომპანიას

    კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა