• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რა ვიცით რუმინეთი-უკრაინის მატჩზე გადაღებული ვირუსული ვიდეოს შესახებ

რა ვიცით რუმინეთი-უკრაინის მატჩზე გადაღებული ვირუსული ვიდეოს შესახებ

გაზეთი „ფაქტ-მეტრი“

19/06/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ქართულენოვანი Facebook-ანგარიშები ვიდეოს აქვეყნებენ შემდეგი აღწერით: (1; 2; 3) „რუმინელი გულშემატკივრები უკრაინასთან მატჩზე სკანდირებენ "პუტინი!"“. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია, ხოლო ვიდეო - რედაქტირებული. 

ვიდეოს ნამდვილობას ეჭვქვეშ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი აყენებს. საგულისხმოა, რომ ვიდეო ინსტაგრამის ე.წ „სთორის“ წარმოადგენს, რაც სოციალურ ქსელებში 24 საათის შემდეგ იშლება. ასევე, არ ჩანს ინტერნეტ-მომხმარებლის სახელი ე.წ username, რაც საშუალებას მოგვცემდა ინფორმაცია უშუალოდ პირველწყაროსთან გადაგვემოწმებინა. გადამოწმებას ართულებს ის ფაქტიც, რომ გულშემატკივრები ზურგით დგანან, შესაბამისად, არ უჩანთ სახე და შეუძლებელია ხმისა და ტუჩების მოძრაობის შესაბამისობის დადგენა. 

ვიდეო სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ენაზე ვირუსულად გავრცელდა (1; 2;). რუმინულ მედიაში ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა (1; 2; 3).  Orange sport-ის სტატიაში წერია, რომ ვიდეო თავდაპირველად X-ზე გვერდმა სახელად Censored Men გამოაქვეყნა, რომელმაც შემდგომში ვიდეო წაშალა. მოგვიანებით, როგორც რუმინული მედია წერს, იტალიურმა სპორტულმა გაზეთმა La Gazzetta dello Sport ყალბი ვიდეოს გამოყენებით სტატია გამოაქვეყნა, სადაც როგორც Orange sport წერს „უსაფუძვლოდ გააკრიტიკა რუმინელი ფანები იმ შეძახილის გამო, რომელიც სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გამოიგონეს“. ამჟამად იტალიური გაზეთის სტატია წაშლილია.

საინტერესოა ისიც, რომ ინტერნეტსივრცეში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი ვიდეო იძებნება. ამასთან, გავრცელებული ვიდეო უცხოენოვან სანდო მედიასაშუალებებზე არ გვხვდება.   

მტკიცებას უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. პოსტის მიხედვით, რეალურად ფანები არა „პუტინს“, არამედ „Путін – ху*ло!“-ს სკანდირებდნენ. X-ზე იდენტური ვიდეო Путін – ху*ло-ს შეძახილითაც ვრცელდება. თუ ხმებს კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ეს ორი ვიდეო იდენტურია,  ერთი განსხვავებით - ვირუსულად გავრცელებულში ერთი სიტყვა - ху*ло არ ისმის. სავარაუდოდ, სწორედ ეს ნაწილია რედაქტირებული, რაც ვიდეოს შინაარს უცვლის.

რუმინეთი-უკრაინის მატჩთან დაკავშირებით გერმანულმა გამოცემა Bild-მაც დაწერა. მათ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მატჩზე, სოლიდარობის ნიშნად, 40 000-მდე რუმინელი „უკრაინას“ სკანდირებდა, რაც ძალიან ემოციური სანახაობა იყო.

ზემოხსენებული მტკიცების გარდა, ზოგიერთი Facebook-ანგარიში პოსტში იმასაც წერდა, რომ რუმინელმა გულშემატკივრებმა ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР)-ის დროშაც გაშალეს, რასაც შესაბამისი ფოტოსურათით ადასტურებდნენ. 

რეალურად, ეს ინფორმაციაც ყალბია. მატჩის სრული ვერსიის ნახვისას, ამ მომენტზე (იხ. 44:27-დან) ე.წ. ДНР-ის დროშა არ ჩანს. ეს მტკიცება რუსულენოვანმა პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმაც გამოაქვეყნეს, კერძოდ, ТАСС, РЕН ТВ, Lenta.ru, Vesti.ru და სხვებმა, თუმცა შემდგომ, ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, Московский Комсомолец-მა სტატიაში აღიარა, რომ ფოტოსურათი ყალბია.

შესაბამისად, ზემოხსენებული მტკიცება, რომ რუმინელები „პუტინს“ სკანდირებდნენ, არ დასტურდება. 

----------------------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
გერმანია
რუმინეთი
სამხედრო აღრიცხვა
პუტინი
ალტ-ინფო
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა