• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულირება: ევროპარლამენტის ანგარიშში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ჰომოფობად გამოაცხადეს, სახელმწიფოს კი მისი აზრის გამოხატვის შეზღუდვისკენ მოუწოდეს

მანიპულირება: ევროპარლამენტის ანგარიშში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ჰომოფობად გამოაცხადეს, სახელმწიფოს კი მისი აზრის გამოხატვის შეზღუდვისკენ მოუწოდეს

ვერდიქტი: მანიპულირება

28/05/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, სადაც სასულიერო პირი ალექსანდრე გალდავა ამბობს, რომ 2016 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II ჰომოფობად გამოაცხადა და სახელმწიფოს მოუწოდა, მისთვის საჯარო სივრცეში თავისი აზრის გამოხატვა აეკრძალა. აღნიშნული ვიდეო თავდაპირველად Tiktok-ზე, მოგვიანებით კი Facebook-ზეც გავრცელდა (დაარქივებული ბმული). 

„მე გაგახსენებთ, 2016 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გამოსცა ბრძანება თუ რეკომენდაცია, საქართველოს მთავრობის მიმართ, რომ კათოლიკოს პატრიარქმა, რომელმაც ამბიონიდან ტაძარში იქადაგა, რომ სირცხვილია ეს ლგბტ ცხოვრების წესი, მამათმავლური ცხოვრების წესით ცხოვრება, ეს არის სირცხვილი. აი ამ ფრაზის გამო, ის გამოაცხადეს როგორც ჰომოფობად, ის გამოაცხადეს, როგორც ლამის ფაშისტად და მოუწოდეს სახელმწიფოს, რომ აეკრძალოს მას საჯარო სივრცეში ასე თავისუფლად თავისი აზრის გამოხატვის უფლება. ეს კიდევ ჯერ 2016 თუ არ ვცდები ან 2015 წელი იყო და წარმოიდგინეთ ევროპარლამენტი, ამხელა ორგანო იღებს პირდაპირ პატრიარქის წინააღმდეგ... სხვათაშორის ეს ნჯო-ების მიერ გავრცელებული და მომზადებული სიუჟეტი, წერილი იყო და ხშირად აკეთებენ ამას და აგზავნიან ევროსაბჭოში, რომ ყველა საქმიანობა ეკლესიის დაგმონ და მათ არ მისცენ საშუალება, რომ თავისი ვთქვათ სწავლება განავრცოს თავისი ქვეყნის ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ საუბარი ეხება რასიზმისა და არატოლერანტობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის დასკვნას, რომელიც 2016 წლის 1-ელ მარტს გამოქვეყნდა. 

აღსანიშნავია, რომ რასიზმისა და არატოლერანტობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (European Commission against Racism and Intolerance - ECRI) არის ევროპის საბჭოს ერთ-ერთი დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც სპეციალიზებულია ანტისემიტიზმის, დისკრიმინაციის, რასიზმის, რელიგიური არატოლერანტობისა და ქსენოფობიის საკითხებში. ევროპის საბჭო კი ევროკავშირისგან დამოუკიდებელი ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციაა, რომლის წევრი საქართველო 1999 წლიდან არის და ევროპის კონტინენტზე 46 სახელმწიფოს აერთიანებს. ამდენად, რასიზმისა და არატოლერანტობის წინააღმდეგ ევროპული კომისია (ECRI) არ უკავშირდება ევროპარლამენტს ან ევროკავშირის რომელიმე სხვა ორგანოს, როგორც ეს განცხადებაშია აღნიშნული. 

აღსანიშნავია, რომ ECRI-ს რეპორტი ევროპის საბჭოს ყველა ქვეყნისთვის მზადდება და 5-წლიან ციკლებად მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველწლიურად ECRI 9-10 ქვეყანას ფარავს. ანგარიშები კი სხვადასხვა წყაროდან შეგროვებული მრავალფეროვანი ინფორმაციის ანალიზს, მათ შორის ეროვნულ და საერთაშორისო წერილობით მასალას ეფუძნება.

2015 წლის ანგარიშში მართლაც არის მიმოხილული სიძულვილის ენის (Hate speech) გამოყენების შემთხვევები. სექციაში, რომელიც ჰომო/ტრანსფობიური სიძულვილის ენის გამოყენებას შეეხება, სხვა შემთხვევებთან ერთად აღნიშნულია, რომ მისი გამოყენება დაფიქსირდა საჯარო LGBT ღონისძიებების საწინააღმდეგო პროტესტებისას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა LGBT ღონისძიებას „ქართველი ერის შეურაცხყოფა“, ხოლო ჰომოსექსუალიზმს - „დაავადება“ უწოდა“ (მუხლი 37). მომდევნო ნაწილში მოცემულია ECRI-ს რეკომენდაციები, სადაც აღნიშნულია, რომ „ECRI რეკომენდაციას უწევს სიძულვილის ენის საწინააღმდეგო კანონმდებლობის ამოქმედებას მისი ზოგადი პოლიტიკის რეკომენდაციების შესაბამისად [...] ამავდროულად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრენინგი იმისათვის, რომ კანონი არ გამოიყენებოდეს მოწყვლადი ჯგუფების მიერ ლეგიტიმური და არაძალადობრივი შეხედულებების ჩასახშობად ან აღსაკვეთად“ (მუხლი 40).

ამდენად, ანგარიშის „სიძულვილის ენის“ სექციაში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სიტყვები ნამდვილად არის ასახული, თუმცა მტკიცება, რომ ანგარიში პატრიარქს ჰომოფობს უწოდებს და სახელმწიფოს საჯარო სივრცეში მისი აზრის გამოხატვის აკრძალვისკენ მოუწოდებს, მცდარია.  ანგარიშში რეკომენდაციის სახით მოცემულია სიძულვილის ენის გამოყენების საწინააღმდეგო კანონმდებლობის ამოქმედება, თუმცა იმ სახით, რომ მან ლეგიტიმური და არაძალადობრივი ხასიათის შეხედულებები არ შეზღუდოს. 

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ECRI
ანგარიში
2016
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა