• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ნანკა კალატოზიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნანკა კალატოზიშვილის ვიდეო მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

21/05/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდები (ბმული 1, 2, 3, 4) და Facebook-მომხმარებლები (ბმული 1, 2) მსახიობ ნანკა კალატოზიშვილის ვიდეოს ავრცელებენ, მტკიცებით, რომ მსახიობს „უკრაინელების შურს“. გავრცელებული ვიდეო ქმნის წარმოდგენას, თითქოს, იგი უკრაინელების დღევანდელ მდგომარეობას შენატრის და სურს, რომ საქართველოც მსგავს ანუ ომის ვითარებაში იხილოს. იდენტური შინაარსის ვიდეო TikTok-პლატფორმაზეც გავრცელდა. რეალურად,  ინტერვიუში მსახიობი უკრაინელების მიერ 2014 წელს მშვიდობიანი პროტესტით ხელისუფლების ცვლილებაზე საუბრობს. მას „შურს“ არა უკრაინაში მიმდინარე ომის, არამედ, მისი თქმით, იმ ერთობისა და მშვიდობიანი ძალისხმევის, რომლითაც უკრაინელებმა პრორუსი ხელისუფლება შეცვალეს.

ინტერვიუ, რომლის ამონარიდიც ინტერნეტსივრცეში მანიპულაციურად ვრცელდება, 2023 წლის 19 მაისს ტელეკომპანია „ფორმულას“ Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. კადრები ამავე დღეს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე - „რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება“, იყო გადაღებული. ინტერვიუში ნანკა კალატოზიშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ ბრიყვი ან გარიგებული ადამიანი არ აღიარებს იმ ფაქტს, რაც საქართველოში ხდება. იგი ხელისუფლების ნაბიჯებს აკრიტიკებდა. 

„ძალიან მშურს უკრაინელების. მაიდანი იყო მშვიდობიანი აქცია. ჩვენზე მეტად პრორუსი და რუსი ხელისუფლება ჰყავდათ და თავისი ერთობით, ერთად დგომით და იმით, რომ ვერ გატეხეს ისინი, მიაღწიეს იმას, რომ ხელისუფლება შეიცვალა. ჩვენ გვყავს ღიად, პრორუსულს ვერაფრით ვერ დავარქმევ, ღიად რუსული ხელისუფლება, რომელიც ყველანაირ ღალატს აწერს ხელს“, - განაცხადა მსახიობმა (იხილეთ ჩანაწერი 00:30-დან). 

მან ასევე მიმართა სამხედროებს, ქართულ ჯარს, პოლიციას, სპეცრაზმს, რომ მათი გმირები ოთხოზორია და ანწუხელიძე უნდა იყვნენ და არა - „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები.   „ძალიან გთხოვთ გამოფხიზლდით! არ შეიძლება ბრძოლის სხვადასხვა ბარიკადებზე ვიყოთ, როდესაც რუსეთზეა საუბარი“, - განაცხადა მან (იხილეთ ჩანაწერი 00:57-დან).

ამრიგად, Facebook-მომხმარებლების მიერ ნანკა კალატოზიშვილის ვიდეო მანიპულაციურად, კონტექსტის გარეშე ვრცელდება. მსგავსი შინაარსის პოსტები ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

 

თეგები:
მანიპულირება
ნანკა კალატოზიშვილი
საქართველო
ოლაფ შოლცი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა