• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
აქციის მონაწილის ვიდეო სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება

აქციის მონაწილის ვიდეო სოციალურ ქსელში მანიპულაციურად ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

17/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-გვერდი Apolitical Page აქციის მონაწილის ვიდეოს ავრცელებს, რომელსაც თან ახლავს აღწერა: „გაფიცულმა „სტუდენტებმა“ ქართული კანონის მიღება რუსთაველზე აღნიშნეს“. პოსტი მცდარად ამტკიცებს, რომ პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე მყოფი სტუდენტები რეალურად კანონის მიღებას აღნიშნავდნენ. 

სახუმარო ხასიათის ვიდეო პირველად კონტენტ-კრეატორი ლინა გიუნაშვილის (ცნობილი როგორც „ლინაკო“) მიერ საკუთარ TikTok-გვერდზე გამოქვეყნდა, აღწერით: „სანამ დაწერთ რა გაცეკვებთო, ახალგაზრდები ვართ, ერთად ვართ, გვიყვარს მუსიკის მოსმენა და სევდიან პროტესტს ჟრიამულიანი გვირჩევნია, ნახვამდის“. ვიდეო, სავარაუდოდ, 13 მაისს გამთენიისას არის გადაღებული, როდესაც 12 მაისის აქცია „გაუთენე საქართველოს“ ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. აქციის დროს კანონის მოწინააღმდეგეები მთელი ღამის განმავლობაში  პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ.

მოგვიანებით, ვიდეო, TikTok-გამომწერის თხოვნით, მეორედ, ხმის გარეშე გამოაქვეყნა. ვიდეოს აღწერაში ვკითხულობთ: „ისევ დავწერ. ვიცით რისთვისაც ვიბრძვით, ახალგაზრდები ვართ, მუსიკა გვიყვარს და ცეკვაც დიდი თერაპიაა“. აღნიშნული კომენტარით იგი კრიტიკოსებსა და დეზინფორმატორებს ეხმიანება.

ამრიგად, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეო, მცდარი აღწერით, ინტერნეტ მომხმარებლების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სინამდვილეში, ვიდეოში მოცეკვავე ახალგაზრდა „რუსული კანონის“ საწინააღმდეგოდ იმყოფებოდა აქციაზე. მსგავსი შინაარსის პოსტები ე.წ „რუსული კანონის“ მოწინააღმდეგე ადამიანების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
„რუსული კანონი“
აქციის მონაწილე
ფოტომანიპულაცია
\"გაუთენე საქართველოს\"
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად 2 სექტემბრიდან იწყებს და კანონების გაუქმება ვერ მოხდება

    პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად 2 სექტემ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ… მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები  73%-დან 41%-მდე შემცირდა

    2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • 2025 წლის პირველ ნახევარში, სურსათზე ფასების ზრდის ტემპმა ინფლაციის საშუალო განაკვეთს ორჯერ გადააჭარბა

    2025 წლის პირველ ნახევარში, სურსათზე ფას...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა