• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: WEF აცხადებს, რომ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ასამაღლებლად, ცხოველებთან ქორწინება დასაშვებია

დეზინფორმაცია: WEF აცხადებს, რომ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის ასამაღლებლად, ცხოველებთან ქორწინება დასაშვებია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვრცელდება მტკიცება, (1; 2) რომლის თანახმადაც, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (WEF) მხარს უჭერს ადამიანების ცხოველებთან ქორწინებას, ვინაიდან ეს მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას უწყობს ხელს. პოსტში ასევე წერია, რომ ესპანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მსგავსი კანონი WEF-ის ზეგავლენით მიიღო. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია (არქივირებული ბმული).

პირველ რიგში, საგულისხმოა, რომ არც WEF-ის ვებგვერდზე და არც სანდო მედიასაშუალებების ვებგვერდებზე მსგავსი განცხადება არ იძებნება. გარდა ამისა, აღნიშნული ინფორმაცია ამერიკულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია Snopes-მა გადაამოწმა.  ისინი დაუკავშირდნენ WEF-ის წარმომადგენელს, იან ზოფს, რომელმაც განაცხადა: „ეს ყალბი ამბავია, რომელიც მიზნად ისახავს იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს დისკრედიტაციას, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი სერიოზულ გლობალურ გამოწვევებთან მიმართებით აკეთებს. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მსგავსი განცხადება არასდროს გაუკეთებია და არც აქვს ამის უფლებამოსილება და სურვილი მთავრობებისა და სხვა ინსტიტუტების ან პიროვნებების მიმართ მსგავსი ბრძანება გასცეს“. 

Snopes-ის ინფორმაციით, მტკიცების პირველწყარო ვებგვერდი NewsPunch-ია (ადრე ცნობილი, როგორც YourNewsWire). Media Bias/Fact Check-ის (ემსახურება მედიის მიკერძოებულობისა და მცდარი/ყალბი ახალი ამბების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას) თანახმად, ვებგვერდი NewsPunch არაზუსტი, კონსპირაციული და მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ხშირადაა შემჩნეული.

რაც შეეხება პოსტში ნახსენებ კანონს. ესპანეთში აღნიშნული კანონი მოქალაქეებს ცხოველებზე ქორწინების უფლებას არ აძლევს. სინამდვილეში, კანონი ზღუდავს ცხოველებზე ძალადობის სხვადასხვა იარაღისა და საშუალების გამოყენებას, როგორიცაა, მაგალითად, ელექტროშოკის საყელო. გარდა ამისა, კანონით ასევე აკრძალულია ცირკი ცხოველებით, თუმცა ეს არ ეხება ესპანეთის ეროვნულ ფესტივალებს, სადაც ხარები მონაწილეობენ. ამასთან, ესპანეთში ცხოველების მიმართ ძალადობრივ მოპყრობაზე ჯარიმებიც გაიზრდება. 

ამგვარად, მტკიცება, რომ WEF მხარს უჭერს ადამიანების ცხოველებზე ქორწინებას, ყალბია.

--------------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
\"რუსული კანონი\"
პანდემია
ავტომაგისტრალი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა