• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია:  ხორცზე ალერგიის გაზრდილი შემთხვევები ბილ გეიტსის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს უკავშირდება

დეზინფორმაცია: ხორცზე ალერგიის გაზრდილი შემთხვევები ბილ გეიტსის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტს უკავშირდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

13/05/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში წერს, რომ ბილ გეიტსის მიერ დაფინანსებული პროექტით გენმოდიფიცირებული ტკიპების ნაკბენმა 450 000 ამერიკელში  წითელ ხორცზე ალერგია გამოიწვია. რეალურად, გეიტსის ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამა ტკიპების პოპულაციის შემცირებას გულისხმობს და ჯერჯერობით დიდ ბრიტანეთში მხოლოდ  ლაბორატორიული სამუშაოებით შემოიფარგლება. აღნიშნული ტკიპები ადამიანებს არ კბენენ, ამავდროულად, მათი პოპულაცია აშშ-ში ფაქტობრივად გამქრალია.

 

ახლახან აშშ-ში  გამოქვეყნდა  სამთავრობო კვლევა, საიდანაც ვიგებთ, რომ ასობით ათას ამერიკელს შეიძლება ჰქონდეს ალერგია წითელ ხორცზე ტკიპების ნაკბენით გამოწვეული „ალფა-გალის“ სინდრომის გამო. სინდრომი  გამოწვეულია ძუძუმწოვრების ხორცში შემავალი შაქრით, რომელიც ადამიანის კანში ტკიპის ნაკბენის საშუალებით გადადის. 

კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, ალერგიის გაზრდილ შემთხვევებს სოციალურ ქსელებში ბილ გეითსის მიერ დაფინანსებულ პროექტს უკავშირებენ.  თემაზე სტატია Associated Press-მა მოამზადა. 

Associated Press იმის გადასამოწმებლად, თუ რამდენად უკავშირდებოდა ბილ გეიტსის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტი აღნიშნულ სინდრომს, Oxitec-ის წარმომადგენელს დაუკავშირდა. Oxitec  ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც 2023 წლიდან ბილ და მელინდა გეითსის ფონდიდან  4.8 მილიონი დოლარის დაფინანსებით  კვლევას აწარმოებს და აზიური ლურჯი ტკიპის ( Rhipicephalus microplus) საწინააღმდეგო ხსნარზე მუშაობს. 

Oxitec-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ Oxitec-ის კვლევა მიზნად ისახავს   აზიური ლურჯი ტკიპის პოპულაციის შემცირებას, პირუტყვის უკეთ დასაცავად და ეკონომიკური დანაკარგების შესამცირებლად. ამავდროულად, კვლევა დიდ ბრიტანეთში ლაბორატორიებში ტარდება და აშშ-თან შეხება არ აქვს. Oxitec-ის წარმომადგენელი იმასაც აღნიშნავს, რომ აზიური ლურჯი ტკიპის პოპულაცია აშშ-ში ფაქტობრივად უკვე გამქრალია. 

სემ ტელფორდმა, ტაფტის უნივერსიტეტის პროფესორმა ინფექციური დაავადებისა და გლობალური ჯანმრთელობის საკითხებში აღნიშნა, რომ ხსენებული პირუტყვის ტკიპები, რაზეც Oxitec მუშაობს,  ადამიანებს საერთოდ  არ კბენენ. 

აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი კვლევა, რომელიც  „ალფა-გალის“ სინდრომს ტკიპების ნაკბენებთან აკავშირებდა, 2011 წელს გამოქვეყნდა. მაშინ ბილ გეიტსის ფონდი Oxitec-ის პროგრამას საერთოდ არ აფინანსებდა. დაფინანსება 2023 წლიდან დაიწყო. 

ამდენად, მტკიცება, რომ ამერიკაში ხორცზე გამოწვეული ალერგია ბილ გეიტსის ფონდის მიერ დაფინანსებულ კვლევას უკავშირდება, მცდარია.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ბილ გეიტსი
„ალფა-გალის“ სინდრომი
Oxitec
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა