• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
EFCSN მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების შევიწროება

EFCSN მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების შევიწროება

პარიზი, 10 აპრილი, 2024

11/04/2024
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელი (EFCSN), რომელიც 27 ქვეყნის 40-ზე მეტ ფაქტების გადამოწმების დამოუკიდებელი ორგანიზაციის ასოციაციას წარმოადგენს, გმობს იმ პირდაპირ თავდასხმებს, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების მიმართ ახორციელებს. დამოუკიდებელი ფაქტების გადამოწმება საჯარო სერვისია, ხოლო ჩვენს ქართველ წევრებს აქვთ მოვალეობა, გადაამოწმონ მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები და ამცნონ მოსახლეობას, თუ ისინი მცდარ ინფორმაციას შეიცავს. არც ერთი მთავრობა არ უნდა ცდილობდეს, დააშინოს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები, რათა მათ ვეღარ მოახერხონ საკუთარი საქმის შესრულება.

ქართული ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელებულ ბოლო თავდასხმებზე საპასუხოდ, EFCSN უარყოფს ნებისმიერ მტკიცებას, თითქოს მათი აკრედიტაციის პროცესი „ლობიზმით“ ან რაიმე სხვა სახის არასამართლიანი გავლენის საშუალებით მოხდა. მოცემული მტკიცება კატეგორიულად ყალბია და მიზნად ისახავს როგორც ქართული ორგანიზაციების, ასევე თავად EFCSN-ის დისკრედიტაციას.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის მტკიცება, თითქოს ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციები მოსახლეობას „ცენზურას“ უწესებენ მცდარია და წარმოადგენს მცდელობას, ხელი შეუშალოს თავისუფალი პრესის ლეგიტიმურ როლს ძალაუფლების წინაშე ანგარიშვალდებულების შექმნაში. ფაქტების გადამოწმების ისეთი ონლაინ ინიციატივები, როგორიც Meta-ს მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამაა, აქტიურია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში და მათი ეფექტურობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ     სამეცნიერო მტკიცებულებებითაც დასტურდება. გარდა ამისა, EFCSN-ის წევრებთან თანამშრომლობა არჩევნების დროს დეზინფორმაციასთან გამკლავების სასარგებლო გზადაა     აღიარებული ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ.

აშკარაა, რომ შევიწროების კამპანია მიზანმიმართულად მიმდინარეობს სწორედ იმ დროს, როდესაც მთავრობას    ხელახლა შემოაქვს    “უცხოელი აგენტების” კანონი, რომელიც „შეზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას“ (Amnesty International) და „რომლის რეალური მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და

არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეფერხებაა“ (RSF). ამ ფონზე, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ საქართველოს მთავრობა უსაფუძვლოდ წარმოაჩენს თავის ქმედებებს ისე, თითქოს ისინი ევროკავშირის სტანდარტებთანაა თანხვედრაში.

ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციების ევროპული საზოგადოება მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ფაქტ-მეტრისა და მითების დეტექტორის შევიწროება და შეახსენებს მას, რომ EFCSN-ის ვერიფიცირებული წევრები უკვე აკმაყოფილებენ    ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს, რომლებიც არსებობს გლობალურ მედია სექტორში გამჭვირვალობის, ეთიკისა და გამოძიების მეთოდოლოგიის კუთხით – რომელთან შესაბამისობასაც დამოუკიდებელი აუდიტორები რეგულარურად განიხილავენ.

კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით

[email protected]

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა