• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთი მიწასთან უნდა გაასწორონ

დეზინფორმაცია: შარლ მიშელმა განაცხადა, რომ რუსეთი მიწასთან უნდა გაასწორონ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

01/04/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში Дженни Бурджанадзе, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია(1;2;3),   ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  შარლ მიშელის განცხადებაზე  პოსტს ავრცელებს. “თუ მშვიდობა გვინდა,რაღას ველოდებით?!დავიწყოთ ომისთვის მზადება და მიწასთან გავასწოროთ რუსეთი..." მოუწოდა შარლ მიშელიმ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს“, - წერს ანგარიში პოსტის აღწერაში. რეალურად, შარლ მიშელმა ევროკავშირის უსაფრთხოების გაზრდასა და ევროპის ეკონომიკური შესაძლებლობების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად გამოყენებაზე ისაუბრა. მას სიტყვები „რუსეთის მიწასთან გასწორება“ არ უხსენებია. 

 

2024 წლის 19 მარტს პრეზიდენტმა მიშელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი სერიოზული სამხედრო საფრთხეს წარმოადგენს და თუ ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას არ გააგრძელებს,  შემდეგი ევროპის სხვა ქვეყნები იქნებიან. „ომის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ უკვე ნათელია, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში ისევე, როგორც რუსეთი არ გაჩერდა ათი წლის წინ ყირიმში. რუსეთი აგრძელებს დესტაბილიზაციის ტაქტიკას - მოლდოვაში, საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში, დასავლეთ ბალკანეთში და კიდევ უფრო შორს აფრიკის კონტინენტზე“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ამიტომ, შარლ მიშელის თქმით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა თავად აიღოს და გადავიდეს „ომის ეკონომიკაზე“: „ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და გადავიდეთ „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე. დროა ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ჩვენ აღარ შეგვიძლია სხვების იმედად ან აშშ-სა თუ სხვა ქვეყნებში  საარჩევნო ციკლების წყალობაზე ვიყოთ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი უნარიანობა - როგორც უკრაინისთვის, ასევე ევროპისთვის - რათა დავიცვათ დემოკრატიული სამყარო. უფრო ძლიერი ევროპა ასევე ხელს შეუწყობს ნატოსა და ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებას“.

 

შარლ მიშელი კრემლის პროპაგანდასაც გამოეხმაურა,  რომელიც მისი თქმით,  ცდილობს, დაარწმუნოს ევროკავშირის მოქალაქეები,  რომ უკრაინის ომი მათ არ ეხება და მათ ბიუჯეტს „აცლის“. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ეს უხეში ტყუილია. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად და ჩვენი ევროპული თავდაცვის გასაძლიერებლად. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა მხოლოდ დიპლომატიის, არამედ ძალაუფლების ენაზეც“.

აღსანიშნავია, რომ 21 მარტს ევროპულმა საბჭომ  მნიშვნელოვან გამოწვევებთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ, დასკვნები გამოაქვეყნა. ევროპული საბჭო მიესალმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-13 პაკეტს, რომლის მიზანიც რუსეთის უნარების შესუსტებაა. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა და რაკეტები. ამ კრიტიკულ მომენტში ევროკავშირი და წევრი ქვეყნები დააჩქარებენ და გააძლიერებენ ყველა საჭირო სამხედრო დახმარების მიწოდებას უკრაინისთვის. 

ამდენად, მტკიცება, რომ შარლ მიშელმა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს რუსეთის მიწასთან გასწორებისკენ  მოუწოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#შარლ მიშელი
#ევროპული საბჭო #რუსეთ-უკრაინის ომი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა