სამინისტრომ 57 სამელიორაციო არხის რეაბილიტაცია განახორციელა და 3 მლნ ლარზე მეტი დახარჯა

ზაზა შავაძე: სამინისტრომ 57 სამელიორაციო არხის რეაბილიტაცია განახორციელა და 3 მლნ ლარზე მეტი დახარჯა

ვერდიქტი: ზაზა შავაძის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.

განცხადება: 2019 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თვითონ და საქვეუწყებოს ჩართულობით, დაახლოებით 3 მლნ ლარზე მეტი დახარჯა და დაახლოებით 57 სამელიორაციო არხის რეაბილიტაცია განახორციელა.

2019 წლიდან მიმდინარე პერიოდის ჩათვლით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მისმა საქვეუწყებო ორგანიზაცია ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა ორმოცდაათზე მეტი სამელიორაციო არხის რეკონსტრუქციის სამუშაოები შეისყიდეს. აქედან რამდენიმე შემთხვევაში, ხელშეკრულებები ჯერ კიდევ არ არის გაფორმებული. „სამელიორაციო სისტემების მართვის“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერები ასევე მოიცავს სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვას. ტენდერების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში, მიმწოდებლებისთვის ანაზღაურებულია, ჯამში, 3 მლნ 170 ათას ლარზე მეტი. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ რამდენიმე ლოკაციაზე ტენდერი ორჯერ, სამჯერ ან მეტჯერაც კი გამოცხადდა, მაგრამ ან არ შედგა, ან უარყოფითი შედეგით დასრულდა. მაგალითად, 2022 წელს სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების უმეტესობაში მონაწილეობა არავინ მიიღო და 2023 წელს შესყიდვები, უკვე გაზრდილი (ხშირად, თითქმის გაორმაგებული) ფასებით, აგროსერვის ცენტრმა გამოაცხადა. თუმცა რამდენიმე ტენდერის გამოცხადება ამ ორგანიზაციასაც განმეორებით დასჭირდა.

აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გადაცემაში სტუმრობისას, რაოდენობრივი მონაცემები სწორად დაასახელა, მაგრამ აღნიშნული ფაქტები არ ახსენა და საკითხი მხოლოდ პოზიტიურ ჭრილში წარმოაჩინა. მან მაყურებელს არ უთხრა, რომ 2019-2023 წლებში არაერთი ტენდერი ვერ განხორციელდა და სოფლად მცხოვრებმა მოსახლეობამ მისთვის მნიშვნელოვანი სიკეთე დროულად ვერ მიიღო. აქედან გამომდინარე, „ფაქტ-მეტრი“ მინისტრის განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.

ანალიზი: აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ განაცხადა: 2019 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, თვითონ და საქვეუწყებოს ჩართულობით, დაახლოებით 3 მლნ ლარზე მეტი დახარჯა და დაახლოებით 57 სამელიორაციო არხის რეაბილიტაცია განახორციელა.

„ფაქტ-მეტრმა“ აღნიშნული განცხადება გადაამოწმა.

როგორც ირკვევა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის საქვეუწყებო ორგანიზაცია ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს, 2019 წლიდან 2024 წლის მიმდინარე პერიოდის ჩათვლით (24 მარტი), „სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის“, „სამელიორაციო სისტემების რეკონსტრუქციისა“ და „სამელიორაციო სისტემების მართვის“ პროგრამა/ქვეპროგრამების ფარგლებში, გამოცხადებული აქვთ ასზე მეტი ტენდერი. აქედან ნახევარი არ შედგა, შეწყდა ან დასრულდა უარყოფითი შედეგით. ზოგიერთ ლოკაციაზე სამინისტრომ და აგროსერვისცენტრმა ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადეს.

ცხრილი 1. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერები

ლოკაცია

ღირებულება, ლ

სტატუსი

2019 წელი

ქედა, სოფ. გოგიაშვილები

58 440

არ შედგა

ქედა, სოფ. მერისი-გარეტყე

26 350

არ შედგა

შუახევი, სოფ. ბარათაული-ახალდაბა

79 950

არ შედგა

შუახევი, სოფ. ცეკვა-ვარჯანაული

195 860

არ შედგა

შუახევი, ბუთურაული-ახალდაბა

79 950

არ შედგა

ქედა, სოფ. გოგიაშვილები

57 666

შესრულებული

ქედა, სოფ. მერისი-გარეტყე

25 312

შესრულებული

ხულო, სოფ. ოქრუაშვილები

99 330

უარყოფითი შედეგით

2020 წელი

ხულო, სოფ. ოქრუაშვილები

120 910

შეწყდა

შუახევი, სოფ. ოქროპილაური

13 220

შეწყდა

შუახევი, სოფ. ბუთურაული-ახალდაბა

82 912

შესრულებული

შუახევი, სოფ. ცეკვა-ვარჯანაული

239 686

შესრულებული

ხულო, სოფ. ოქრუაშვილები

104 137

შესრულებული

შუახევი, სოფ. ნიგაზეული

40 762

შესრულებული

შუახევი, სოფ. ოქროპილაური

9 047

შესრულებული

ქედა, სოფ. გეგელიძეები

73 675

შესრულებული

ხულო, სოფ. განახლება

45 966

შესრულებული

ქედა, სოფ. წონიარისი

42 770

შესრულებული

ხულო, სოფ. ტაბახმელა

33 880

შესრულებული

ხულო, სოფ. კორტოხი

40 597

შესრულებული

ქედა, სოფ. ახო

29 389

შესრულებული

2021 წელი

ხულო, სოფ. დიდაჭარა

99 938

შეუსრულებელი

ხულო, სოფ. ბოძაური

55 555

შეუსრულებელი

შუახევი, სოფ. ჭალა

39 949

შეუსრულებელი

ხულო, სოფ. ოქრუაშვილები

112 876

შეუსრულებელი

ხულო, სოფ. ოქრუაშვილები

112 876

არ შედგა

ხულო, სოფ. ოქრუაშვილები

112 876

არ შედგა

ქედა, სოფ. ზვარე

101 211

შეწყდა

ქედა, სოფ. ცხმორისი (სურნალი)

44 254

შესრულებული

ქედა, სოფ. ცხმორისი (ფერდის რუ)

37 150

შესრულებული

ქედა, სოფ. ახო (ნაჭვარი, ჩრდილაღელე)

91 693

შესრულებული

ქედა, სოფ. ზვარე

90 614

შესრულებული

ქედა, სოფ. ხარაულა

52 703

შესრულებული

ქედა, სოფ. კანტაური

28 899

შესრულებული

ხელვაჩაური, სოფ. ჭარნალი

60 885

შესრულებული

შუახევი, სოფ. სხეფი

75 099

შესრულებული

შუახევი, სოფ. ბესელაშვილები

51 677

შესრულებული

შუახევი, სოფ. ტაკიძეები

38 091

შესრულებული

შუახევი, სოფ. ჭვანი

15 754

შესრულებული

ხულო, სოფ. ირემაძეები

68 581

შესრულებული

ხულო, სოფ. ჯვარიქეთი

22 423

შესრულებული

ხულო, სოფ. ღურტა

60 040

შესრულებული

2022 წელი

ქედა, სოფ. მერისი (მერიახევი, დვალიძეები, პირველი მაისი)

28 630

არ შედგა

ქედა, სოფ. მერისი (მერიახევი, დვალიძეები, პირველი მაისი)

28 630

არ შედგა

ქედა, სოფ. მერისი (მერიახევი, დვალიძეები, პირველი მაისი)

28 466

არ შედგა

ქედა, სოფ. მერისი (მერიახევი)

9 542

არ შედგა

ქედა, სოფ. მერისი (დვალაძეები)

14 242

არ შედგა

ქედა, სოფ. პირველი მაისი

4 682

არ შედგა

ქედა, სოფ. ცანაური, გობრონეთი, დანდალო

46 835

არ შედგა

ქედა, სოფ. ცანაური

9 329

არ შედგა

ქედა, სოფ. გობრონეთი

17 415

არ შედგა

ქედა, სოფ. დანდალო

20 091

არ შედგა

შუახევი, სოფ. ცეკვა-ვარჯანაული

39 431

არ შედგა

შუახევი, სოფ. ცეკვა-ვარჯანაული

39 431

არ შედგა

შუახევი, სოფ. ცინარეთი

31 086

არ შედგა

შუახევი, სოფ. ცინარეთი

31 086

არ შედგა

შუახევი, სოფ. ჭალა, სმოლეთი, მაწყვალთი

52 832

დასრულდა უარყოფითი შედეგით

შუახევი, სოფ. ჭალა

14 017

შეუსრულებელი

შუახევი, სოფ. სმოლეთი

28 097

არ შედგა

შუახევი, სოფ. მაწყვალთი

10 703

არ შედგა

ხულო, სოფ. დიაკონიძეები, ბეგოშვილები

50 388

არ შედგა

ხულო, სოფ. დიაკონიძეები

18 592

არ შედგა

ხულო, სოფ. ბეგოშვილები

31 796

არ შედგა

ხულო, სოფ. ბეღლეთი, კორტოხი

108 005

არ შედგა

ხულო, სოფ. ბეღლეთი

49 866

არ შედგა

ხულო, სოფ. კორტოხი

58 139

არ შედგა

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

ცხრილი 1 აჩვენებს, რომ რამდენიმე ლოკაციაზე ტენდერი სამჯერაც კი გამოცხადდა. ზოგ შემთხვევაში, ორი ან სამი დასახლების სამელიორაციო სისტემის მოწყობა ერთ ტენდერში იყო მოქცეული, თუმცა, რადგან ის არ შედგა, სამინისტრომ ლოკაციები გაყო და ცალ-ცალკე გამოაცხადა. კერძოდ, 2022 წელს შემსყიდველმა ეს მიდგომა გამოიყენა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის სამ დასახლებასთან, შუახევის მუნიციპალიტეტის სამ დასახლებასა და ხულოს მუნიციპალიტეტის ორ დასახლებასთან მიმართებით. თუმცა წელი ისე დასრულდა, რომ სამინისტრომ ამ სოფლებში სამელიორაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მაინც ვერ შეისყიდა.

ამდენად, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 2019 წლიდან დღემდე, ოცდაათამდე ტენდერი არ შედგა, ორი შეწყდა, ორი დასრულდა უარყოფითი შედეგით, ხოლო ხუთ ტენდერს მიენიჭა სტატუსი „შეუსრულებელი ხელშეკრულება“. 2022 წელს სამინისტროს მიერ გამოცხადებული არც ერთი ტენდერის ფარგლებში, სამუშაოები არ განხორციელებულა, რადგან ამ შესყიდვებით არავინ დაინტერესდა. შესრულებულად ითვლება მხოლოდ ოცდაათამდე ხელშეკრულება და მათი ღირებულება, ჯამში, 1 563 662 ლარს შეადგენს.

2023 წლიდან სამელიორაციო სისტემების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერებს უკვე ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრი აცხადებს. აღსანიშნავია, რომ სამინისტროს საქვეუწყებო ორგანიზაციამ სამუშაოების შესყიდვა გაზრდილი ფასებით გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე ტენდერი მაინც არ შედგა.

ცხრილი 2. ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ გამოცხადებული ტენდერები, 2023 წელი

ლოკაცია

ღირებულება, ლ

სტატუსი

2023 წელი

ხულო, სოფ. ბეღლეთი

85 319

არ შედგა

ხულო, სოფ. კორტოხი

85 323

არ შედგა

ხულო, სოფ. კორტოხი

85 323

არ შედგა

ხულო, სოფ. დიაკონიძეები

48 003

არ შედგა

ქედა, სოფ. ცანაური

43 691

არ შედგა

ქედა, სოფ. პირველი მაისი

31 383

არ შედგა

შუახევი, სოფ. ცინარეთი

69 104

არ შედგა

შუახევი, სოფ. ცეკვა-ვარჯანაული

94 108

შესრულებული

შუახევი, სოფ. ჭალა

28 148

შესრულებული

შუახევი, სოფ. სამოლეთი

46 048

შესრულებული

შუახევი, სოფ. ცინარეთი

66 541

შესრულებული

შუახევი, სოფ. მაწყვალთი

53 680

შესრულებული

ქედა, სოფ. მერისი (მერიახევი)

29 019

შესრულებული

ქედა, სოფ. მერისი (დვალიძეები)

50 276

შესრულებული

ქედა, სოფ. ცანაური

41 975

შესრულებული

ქედა, სოფ. დანდალო (ტაკიძეები)

38 011

შესრულებული

ქედა, სოფ. გობრონეთი

34 597

შესრულებული

ქედა, სოფ. პირველი მაისი

30 089

შესრულებული

ხულო, სოფ. ბეგოშვილები

56 874

შესრულებული

ხულო, სოფ. დიაკონიძეები

47 874

შესრულებული

ხულო, სოფ. ბეღლეთი

82 007

შესრულებული

ხელვაჩაური, სოფ. ერგე

60 013

შესრულებული

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო

ცხრილი 2 აჩვენებს, ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ გამოცხადებული რამდენიმე ტენდერი, გაძვირებული სავარაუდო ღირებულების პირობებშიც კი, არ შედგა. მაგალითად: ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება იყო 49 866 ლარი იყო. იმავე მონაკვეთზე აგროსერვის ცენტრმა 85 319-ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა პირველ ეტაპზე შესყიდვით არავინ დაინტერესდა და ტენდერი არ შედგა. მსგავსი ვითარება დაფიქსირდა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცინაურთან და სხვა ლოკაციებთან მიმართებითაც. თხუთმეტ შემთხვევაში, სამუშაოები შესრულებულია და კომპანიებისთვის ანაზღაურებულია, ჯამში, 759 260 ლარი. ორივე შემსყიდველმა სულ 2 322 900 ლარის ღირებულების სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია განახორციელა.

გარდა ამისა, როგორც უშუალოდ სამინისტრომ, ისე აგროსერვის ცენტრმა, რამდენიმე ტენდერის ფარგლებში, სამელიორაციო სისტემებთან დაკავშირებული საქონელი და მომსახურება შეისყიდა. კერძოდ, 124 253 ლარი გადახდილია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, 89 120 ლარი - ტექნიკურ ზედამხედველობაში, ხოლო 635 778 ლარი - ფოლადის, პოლიეთილენისა და გოფრირებულ მილებში, რაც, ჯამურად, 849 150 ლარს აღემატება.

ამდენად, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციისა და მასთან დაკავშირებული საქონელი და მომსახურების შესყიდვისთვის 2019 წლიდან დღემდე გახარჯული თანხის მთლიანი მოცულობა 3 172 000 ლარზე მეტს შეადგენს.

ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებული ყველა ტენდერი, რომლებიც სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის მიზნით, სამინისტრომ და მისმა საქვეუწყებო ორგანიზაციამ გამოაცხადა. ჩვენ მიერ დათვლილი რეაბილიტირებული არხების რაოდენობა ორმოცდაათს აღემატება და მინისტრმა თანხაც სწორად დაასახელა. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ საანგარიშო პერიოდში რამდენიმე სარწყავი არხის რეაბილიტაცია არაერთხელ გამოცხადდა და მაინც არ განხორციელდა. ეს ნიშნავს, რომ იმ კონკრეტულ სოფლებში მოსახლეობის ნაწილს პრობლემა არ მოუგვარდა. მინისტრმა კი თავის განცხადებაში ეს გარემოება არ ახსენა და სამინისტროს საქმიანობა, ამ მიმართულებით, მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში წარმოაჩინა. ამდენად, „ფაქტ-მეტრი“ აღნიშნულ განცხადებას აფასებს ვერდიქტით მეტწილად სიმართლე.