• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულაცია, თითქოს ბილ გეიტსი ახალი ვაქცინებით მოსახლეობის რაოდენობას ამცირებს

მანიპულაცია, თითქოს ბილ გეიტსი ახალი ვაქცინებით მოსახლეობის რაოდენობას ამცირებს

ვერდიქტი: მანიპულაცია

06/02/2024
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელი, „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ ვიდეოპოსტს ავრცელებს, სადაც TEDTalk-ის 2010 წლის კონფერენციაზე ბილ გეიტსის მონოლოგი არის ასახული. ვიდეოში ის მსოფლიოს ენერგეტიკული მომავლის შესახებ საუბრობს.  პოსტის ავტორი ბილ გეიტს ბრალს სდებს, თითქოს ის „ღიად ამბობს, რომ ვაქცინებით მოსახლეობას ამცირებს“.

ბილ გეიტსის გამოსვლა TED2010 კონფერენციაზე სპეციალურად არის რედაქტირებული და სრული გამოსვლის კონტექსტი არ ჩანს. რეალურად, თავის გამოსვლაში ბილ გეიტსი ნახშირბადის ემისიების შემცირების გზებს განიხილავდა. მოსახლეობის რაოდენობის კონტექსტში, იგი  ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების გზით მოსახლეობის ზრდის ტემპის შემცირებაზე საუბრობდა და არა ახალი ვაქცინების გზით მოსახლეობის არსებული რაოდენობის შემცირებაზე. 

 

ბილ გეიტსი TEDTalk-ში აღნიშნავს, რომ ატმოსფეროში CO2-ის დიდი რაოდენობით გაფრქვევა გლობალური ტემპერატურის ზრდას გამოიწვევს, რაც, თავის მხრივ, დედამიწას კატასტროფულ კლიმატურ შედეგებამდე მიიყვანს. იმისათვის რომ ეს არ მოხდეს, ბილ გეიტსის მიხედვით, საჭიროა ატმოსფეროში გაფრქვეული CO2-ის რაოდენობის თითქმის ნულამდე დაყვანა, რაც 4 ფაქტორის გათვალისწინებით არის შესაძლებელი - მოსახლეობა (P), სერვისები ერთ სულ მოსახლეზე (S), ენერგიის საჭირო რაოდენობა თითოეულ ერთეულ სერვისზე (E), გამოყოფილი CO2-ის რაოდენობა ერთეულ ენერგიაზე (C). 

ბილ გეიტსი საკუთარ გამოსვლაში თითოეულ ფაქტორს ცალ-ცალკე განიხილავს. მოსახლეობაზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ მალე მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა 9 მილიარდს მიაღწევს, ადამიანებისთვის ჯანდაცვის სერვისების და ახალი ვაქცინების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით კი მოსახლეობის აღნიშნული ტემპით ზრდა შესაძლოა 10-15%-ით შემცირდეს. აქედან გამომდინარე, გეიტსი საუბრობს მოსახლეობის ზრდის ტემპის შემცირებაზე და არა თავად მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე.

მოსახლეობის ზრდის ტემპი ბოლო ათწლეულებში მართლაც მაღალია. PubMed-ის ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ მსოფლიო რეგიონების უმეტესობა განიცდის უპრეცედენტო სწრაფ დემოგრაფიულ ცვლილებას.  მაგალითად, 1950 წლიდან მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა ოთხი მილიარდით გაიზარდა. წინასწარი გათვლების მიხედვით, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა 9,2 მილიარდამდე გაიზრდება. ძირითადი ზრდა მოხდება ე.წ. „სამხრეთში“ - აფრიკის, აზიის (იაპონიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის გამოკლებით) და ლათინური ამერიკის რეგიონებში - სადაც მოსახლეობის რაოდენობა, სავარაუდოდ,  5.3-დან 7.9 მილიარდამდე გაიზრდება. ამის საპირისპიროდ, ე.წ „ჩრდილოეთში“ (ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია და ავსტრალია/ახალი ზელანდია) მოსახლეობის რაოდენობა, სავარაუდოდ, დარჩება პრაქტიკულად სტაბილური, შესაძლოა, მოხდეს მოსახლეობის მცირედი ზრდა 1.22-დან 1.25 მილიარდამდე 2005-დან 2050 წლამდე.

Our World in Data-ს ერთ-ერთ გრაფიკზე ნაჩვენებია მსოფლიო მოსახლეობის ზრდის ტენდენცია რეგიონების მიხედვით. მოსახლეობის მაღალი ზრდის ტემპი ძირითადად განვითარებად სამყაროში შეინიშნება.

მოსახლეობა მსოფლიოს რეგიონების მიხედვით 

ბილ გეიტსის TED2010-ზე გამოსვლის კონტექსტის გასააზრებლად განვიხილოთ დემოგრაფიული გადასვლის (ტრანზიციის) ხუთი ეტაპი:

პირველი ეტაპი: მაღალია შობადობაც და სიკვდილიანობაც. გვაქვს ჩვილების სიკვდილიანობის მაღალი და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის დაბალი მაჩვენებლები. ითვლება, რომ მე-18 საუკუნის ბოლომდე ყველა პოპულაციამ გაიარა ეს ეტაპი.

მეორე ეტაპი: სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჯანდაცვისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესების გამო მკვეთრად ეცემა. შობადობა მაღალი რჩება. მთლიანი მოსახლეობა ძალიან სწრაფად იზრდება. დემოგრაფიული ტრანზაქციის ამ ეტაპში ერთიანდებიან ყველაზე ღარიბი განვითარებადი ქვეყნები, მაგალითად, როგორებიცაა: ავღანეთი, პაკისტანი, ბოლივია, სუბ-საჰარის ქვეყნები. 

მესამე ეტაპი: შობადობის მაჩვენებელი ეცემა. მეურნეობების მექანიზაციის გამო ბავშვთა როლი შრომაში მცირდება. ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების გამო სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალ დონეზე რჩება. თუმცა მოსახლეობის მთლიანი რაოდენობა გადასვლის წინა ეტაპზე არსებული იმპულსის გამო კვლავ სწრაფად იზრდება. გადასვლის მესამე ეტაპი მოიცავს ისეთი ქვეყნების უმეტესობას, რომლებმაც მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური წინსვლა გაიარეს. მაგალითად, როგორებიცაა: კოსტა რიკა, პანამა, იამაიკა, მექსიკა, კოლუმბია და ა.შ.

მეოთხე ეტაპი: მოსახლეობის ძალიან ნელი ზრდა. კონტრაცეპტივები ფართოდ არის ხელმისაწვდომი და ჩნდება პატარა ოჯახების შექმნის სურვილი. დაბალია, როგორც შობადობა, ასევე სიკვდილიანობა. მთლიანი მოსახლეობა ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ - დაბალანსებული. მეოთხე საფეხურზე იმყოფებიან: აშშ, კანადა, არგენტინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და დასავლეთ ევროპის უმეტესი ნაწილი.

მეხუთე ეტაპი: მოსახლეობის კლება. დაბალი შობადობა მოსახლეობის დაბერებასთან ერთად იწვევს მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას. დემოგრაფიული გადასვლის აღნიშნული დონე ახასიათებს გერმანიას, იტალიას, იაპონიას და ა.შ.

დემოგრაფიული გადასვლის მოდელი აჩვენებს, რომ რაც უფრო მდიდარი ხდება ქვეყანა და რაც უფრო იკლებს დაავადების ტვირთის გადანაწილების მაჩვენებელი (რასაც ვაქცინაციაც განაპირობებს), ადამიანები მით ნაკლები შვილის ყოლას ირჩევენ. 

აქედან გამომდინარე, ბილ გეიტსის გამოსვლა არა ვაქცინების საშუალებით არსებული მოსახლეობის შემცირებას, არამედ ჯანდაცვის სერვისების და ახალი ვაქცინების მიწოდებით მოსახლეობის ზრდის ტემპის შემცირების შესაძლებლობას განიხილავდა. როგორც დემოგრაფიული გადასვლის ეტაპები გვიჩვენებს, ადამიანებისთვის რაც უფრო ხელმისაწვდომია სერვისები, უფრო ნაკლები შვილის ყოლას არჩევენ. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს ბილ გეიტსი „ღიად ამბობს, რომ მოსახლეობას ვაქცინებით ამცირებს“, მანიპულაციას წარმოადგენს. 

-------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ბილ გეიტსი
ვაქცინა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა