• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კიევის ვლადიმირის საკათედრო ტაძარში სასულიერო პირები დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავენ

დეზინფორმაცია: კიევის ვლადიმირის საკათედრო ტაძარში სასულიერო პირები დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

23/01/2024
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო (1; 2; 3; 4; 5; 6; 7), რომლის აღწერის მიხედვით უკრაინაში, კიევის ვლადიმირის საკათედრო ტაძარში კონცერტი ჩატარდა, სადაც სასულიერო პირები დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავენ. სინამდვილეში, გავრცელებული ინფორმაცია ყალბია.

ფოტოს უკუძიების ინსტრუმენტის (reverse image search) გამოყენებით აღმოჩნდა, რომ რეალურად, კადრები არა მართლმადიდებლურ, კერძოდ, კიევის ვლადიმირის საკათედრო ტაძარში, არამედ უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურ ტაძარშია გადაღებული, რომელიც უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში მდებარეობს. ამაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გვარწმუნებს.

რაც შეეხება ვიდეოს, იგი 2024 წლის 14 იანვარსაა გადაღებული და ტაძარში ლვოვის სასულიერო სემინარიის ორკესტრის გამოსვლას ასახავს. ისინი მრევლის წინაშე ლიტურგიის შემდგომ წარდგნენ. კონცერტის შემდეგ კი მათ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარებაც შეაგროვეს.

საგულისხმოა, რომ ამ ტაძართან დაკავშირებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრმა“ გასულ წელსაც გადაამოწმა.

ამგვარად, მტკიცება, რომლის თანახმადაც უკრაინაში, მართლმადიდებლურ ტაძარში სასულიერო პირებმა კონცერტი გამართეს, ყალბია.

--------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე

თეგები:
ომი უკრაინაში
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა