• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
2024 წლის ბიუჯეტის თითქმის მესამედი სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯება

2024 წლის ბიუჯეტის თითქმის მესამედი სოციალურ პროგრამებზე დაიხარჯება

მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე 2024 წელს 3.9 მლრდ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი, საყოველთაო ჯანდაცვაზე 1 მლრდ ლარზე მეტის.

15/01/2024
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

2023 წლის დეკემბერში პარლამენტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ეკონომიკის 5.2%-იან ზრდაზეა გათვლილი, ბიუჯეტის დეფიციტი 2.5%-ს, მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებით 38%-ს შეადგენს, ხარჯვითი ნაწილის მოცულობა (გადასახდელები) კი 25 მლრდ ლარითაა განსაზღვრული, რაც პირველად წარდგენილ ვარიანტთან შედარებით 800 მლნ ლარითაა გაზრდილი. ნაერთი ბიუჯეტი, რომელიც თავის თავში ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებსაც აერთიანებს, გეგმით 28.8 მლრდ ლარს მიაღწევს.

დაფინანსება თითქმის ყველა მხარჯავ დაწესებულებას ეზრდება, თუმცა პრიორიტეტები უცვლელი რჩება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის 2023 წელთან შედარებით 700 მლნ ლარით მეტის - 7.8 მლრდ-ს, გამოყოფაა გათვალისწინებული, რაც მთლიანი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის თითქმის მესამედია.

მთავრობა მიმდინარე წელს წინა წელთან შედარებით გადასახადებისგან 2.4 მლრდ-ით მეტის - 19.1 მლრდ ლარის, მობილიზებას გეგმავს. ასევე დაგეგმილია 3.3 მლრდ ლარის ოდენობის ახალი ვალის აღება. გრანტებით, პრივატიზაციით, ფინანსური აქტივების კლებითა და სხვა შემოსავლებით ბიუჯეტი დამატებით 1.9 მლრდ ლარით შეივსება და შემოსულობების მოცულობა ჯამში 24.6 მლრდ ლარს გაუთანაბრდება.

ცენტრალური ბიუჯეტის თითქმის 78% გადასახადებით ივსება. თავად გადასახადებში ყველაზე დიდი წილი - 7.4 მლრდ ლარი, დღგ-ზე მოდის. ვინაიდან საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აკავშირებს, იმპორტის გადასახადის წილი, მთლიან გადასახადებში 1%-ზე ნაკლებია.

გრაფიკი 1: საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები (მლნ. ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ქონების გადასახადი ადგილობრივ გადასახადს მიეკუთვნება და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტში მიემართება, შესაბამისად ის საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადების გრაფიკზე ვერ მოხვდა. ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2024 წელს ქონების გადასახადის გზით, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები  ჯამში 650 მლნ ლარით უნდა შეივსოს.

გადასახადებისგან თუ სხვა შემოსავლებისგან აკუმულირებულ ფულს მთავრობა სხვადასხვა სამინისტროსა და უწყებაზე ანაწილებს. მმართველ პარტიას პრიორიტეტად სოციალური მიმართულება აქვს გამოცხადებული, რისი დასტური თუნდაც ის ფაქტია, რომ მიმდინარე წელს მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე 3.9 მლრდ ლარი დაიხარჯება, როცა  თავდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 1.4 მლრდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, 2007 წელს თავდაცვის სამინისტროს ხარჯი 1.5 მლრდ ლარი იყო, პენსიებზე კი ჯამში 455 მლნ ლარი დაიხარჯა. მაშინ როცა ნომინალში თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შემცირდა, საპენსიო ხარჯები 8.5-ჯერ გაიზარდა.  პენსიონერთა რაოდენობაც, 2012-2023 წლებში, 23%-ით - 680 ათასიდან 838 ათასამდე, გაიზარდა (სოციალური მომსახურების სააგენტოს გვერდზე 2012 წლამდე მონაცემები არ იძებნება). პენსიონერთა თითქმის 10% - 82 ათასი, მაღალმთიან რეგიონში ცხოვრების გამო 20%-იან დანამატს იღებს, აღნიშნული დანამატები 2016 წლიდან მოქმედებს.

2024 წელს საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით 1 მლრდ ლარის, ხოლო მიზნობრივი ჯგუფების სოციალურად დახმარებისთვის 1.5 მლრდ ლარის დახარჯვა იგეგმება.

სოციალურთან ერთად პრიორიტეტად ინფრასტრუქტურა და განათლებაც რჩება. შესაბამის სამინისტროებზე 3.4 მლრდ და 2.5 მლრდ ლარის დახარჯვაა დაგეგმილი. ინფრასტრუქტურის ნაწილში ყველაზე მეტი თანხა - 1.2 მლრდ ლარი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დაიხარჯება, 550 მლნ ლარი - წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციაზე. განათლების სამინისტროს შემთხვევაში, 1.3 მლრდ ლარი - ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებაზე. დამატებით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2023 წლის ბოლოს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე,  ახალგაზრდობის მიმართულებამ კულტურისა და სპორტის სამინისტროდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გადაინაცვლა, რამაც უწყების დაფინანსება კიდევ უფრო გაზარდა.

2024 წელს 1 მილიარდ ლარზე მეტი ბიუჯეტი სულ 5 სამინისტროს ექნება.

გრაფიკი 2: სამინისტროების დაფინანსების გეგმა (მლნ. ლარი)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

დარჩენილი 6 სამინისტრო (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, კულტურისა და სპორტის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა) 2024 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამურად 2.7 მლრდ ლარის ოდენობის დაფინანსებას მიიღებს.

სამინისტროების გარდა, 100 მლნ ლარზე მეტის დაფინანსება ექნებათ: დაგროვებით საპენსიო სისტემას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუსი), ცესკო-ს, საერთო სასამართლოებს, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს. ეს ექვსი უწყება ჯამში 1.2 მლრდ ლარამდე დაფინანსებას მიიღებს, მათგან ყველაზე მეტს -430 მლნ-ს, დაგროვებითი საპენსიო სისტემის თანადაფინანსება.

ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია, თუმცა კანონმდებლობა მასში კორექტივების შეტანის შესაძლებლობას იძლევა. თუ ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდება,  ბიუჯეტი სავარაუდოდ გაიზრდება, თუ უფრო დაბალი - შემცირდება. დასაშვებია ცალკეული უწყებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ცვლილებაც. ბოლო წლებში ყველაზე მკვეთრად ბიუჯეტი 2020 წელს შეიცვალა, რა დროსაც სახელმწიფოს დაგეგმილზე თითქმის 5 მლრდ ლარით მეტი ვალის აღება მოუწია. 2021-2023 წლებში კი პირიქით, დამტკიცებული ბიუჯეტი კალენდარული წლის პერიოდში ზრდის მიმართულებით დაკორექტირდა.

გიორგი ელიზბარაშვილი
გიორგი ელიზბარაშვილი

ყველა სიახლე

  • 2024 წელს აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა

    2024 წელს აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვე...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • ინფლაცია ნორმის ფარგლებშია, რეზერვები იზრდება, საკრედიტო პორტფელიც იზრდება, რეფინანსირების განაკვეთი და ვადაგადაცილებული სესხების წილი მცირდება

    ინფლაცია ნორმის ფარგლებშია, რეზერვები იზ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში შემცირებული რიცხვია

    [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა