• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: მინსკის ხელშეკრულება უკრაინას ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვაზე უარს ავალდებულებდა

დეზინფორმაცია: მინსკის ხელშეკრულება უკრაინას ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვაზე უარს ავალდებულებდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/12/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

8 დეკემბერს პრორუსული ტელეკომპანია „სეზონი TV“-ის გადაცემაში „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან ერთად“, გადაცემის წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერდა და მინსკის ხელშეკრულება ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვაზე უარის თქმას გულისხმობდა (ეს კონკრეტული მონაკვეთი ვიდეოში 5:53 წუთიდან იწყება). „მინსკის ხელშეკრულება ითვალისწინებდა იმას, რომ ნატოსა და ევრომისწრაფებებზე ეთქვა უარი უკრაინას, თორე ყირიმის აღიარებას არც არავინ სთხოვდა. ლუგანსკი და დონეცკი რჩებოდა უკრაინის შემადგენლობაში, ოღონდ ავტონომიის სახით. რუსეთი ხელს უწყობდა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“, - განაცხადა მჟავანაძემ.

რას გულისხმობდა მინსკის შეთანხმება?

ე.წ. მინსკის შეთანხმება, 2014 და 2015 წლებში აღმოსავლეთ უკრაინაში ომის შეჩერებას ისახავდა მიზნად. 2014 წლის 5 სექტემბერს მინსკში სამმხრივმა საკონტაქტო ჯგუფმა, (ჯგუფი შედგებოდა უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლებისგან), მიაღწია შეთანხმებას. მხარეები შემდეგი ნაბიჯების საჭიროების შესახებ შეთანხმდნენ:

• დაუყოვნებლივი ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა;

• ეუთოს მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისა და ვერიფიკაციის უზრუნველყოფა;

• ძალაუფლების დეცენტრალიზაცია. ახალი კანონის მიღება, რითაც დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ზოგიერთ რაიონს „სპეციალური სტატუსი“ მიენიჭებოდათ;

• უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე მუდმივმოქმედი მონიტორინგის უზრუნველყოფა და ეუთოს მხრიდან ვერიფიკაცია სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხო ზონების შექმნასთან დაკავშირებით;

• ყველა მძევლისა და უკანონოდ დატყვევებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება;

• პირთა დევნისა და დასჯის წინააღმდეგ კანონის მიღება, უკრაინის დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ზოგიერთ რაიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით;

• „ინკლუზიური, საერთოეროვნული დიალოგის“ გაგრძელება;

• დონბასში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუმჯობესებისთვის ზომების მიღება;

• ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარება უკრაინის კანონმდებლობასთან შესაბამისად;

• უკრაინის ტერიტორიიდან უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, საომარი ტექნიკისა და დაქირავებული მებრძოლების გაყვანა;

• დონბასის ეკონომიკური აღდგენის პროგრამის მიღება და რეგიონში ცხოვრებისეული საქმიანობების აღდგენა;

• კონსულტაციის მონაწილეთა პირადი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა.

თუმცა შეთანხმება მალევე დაირღვა. ამის შემდგომ 2014 წლის 19 სექტემბერს ხელი მოეწერა მემორანდუმს. 9 პუნქტიანი გეგმა მოიცავდა 30 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნას, აღმოსავლეთ უკრაინაზე სამხედრო თვითმფრინავების გადაფრენის აკრძალვასა და ორივე მხარის მიერ უცხოელი დაქირავებული მებრძოლების გაყვანას. ამის მიუხედავად მალევე, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა დონეცკის აეროპორტზე შეტევა დაიწყეს.

„მინსკი 2“-ის სახელით ცნობილ შეთანხმებას ხელი 2015 წლის 12 თებერვალს მოეწერა. ის შემდეგ პუნქტებს მოიცავდა.

• დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში, რომლის განხორციელებაც უნდა დაიწყოს 2015 წლის 15 თებერვალს, კიევის დროით 00:00-ზე;

• ორივე მხარის მიერ მძიმე იარაღის გაყვანა თანაბარი დაშორებით, უსაფრთხო ზონის შექმნისთვის. რათა შეიქმნას უსაფრთხო ზონა. საარტილერიო სისტემებისთვის 50კმ, სარაკეტო სისტემისთვის 70-კილომეტრიანი დაშორება, ხოლო მძიმე სარაკეტო სისტემებისთვის 140-კილომეტრიანი დაშორება. უკრაინულმა ჯარებმა მძიმე ტექნიკა უნდა გაიყვანონ ამჟამინდელი ფრონტის ხაზიდან, ხოლო სეპარატისტებმა 2014 წლის 19 სექტემბრისთვის არსებული ფრონტის ხაზიდან. მძიმე ტექნიკის გაყვანა უნდა დაიწყოს ცეცხლის შეწყვეტიდან არაუგვიანეს მეორე დღისა და დასრულდეს ორი კვირის განმავლობაში. ამ პროცესში ჩართული იქნება ეუთო სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის მხარდაჭერით;

• ცეცხლის შეწყვეტის ეფექტური მონიტორინგის უზრუნველყოფა ეუთოს მხრიდან;

• სამხედრო ტექნიკის გაყვანის დღიდან დაიწყოს მოლაპარაკებები ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაზე;

• შეწყალება და ამნისტია უკრაინის დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნისა და პირთა დასჯის აკრძალვის შესახებ კანონის ამოქმედებით;

• ყველა მძევლისა და უკანონოდ დატყვევებულის გათავისუფლება;

• საერთაშორისო მექანიზმის საფუძველზე ჰუმანიტარული დახმარების უსაფრთხო ხელმისაწვდომობის, მიწოდების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა;

• დაზარალებულ რაიონებთან სრულფასოვანი სოციალური და ეკონომიკური კავშირების აღდგენა;

• კონფლიქტის ზონის მასშტაბით აღდგეს უკრაინის მთავრობის სრული კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე, რომელიც ადგილობრივი არჩევნების შემდგომ, პირველივე დღეს უნდა დაიწყოს;

• უცხოური შეიარაღებული ფორმირებების, სამხედრო ტექნიკისა და დაქირავებულების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან ეუთოს დაკვირვების ქვეშ. ყველა უკანონო დაჯგუფების განიარაღება;

• უკრაინაში საკონსტიტუციო რეფორმის გატარება, 2015 წლის ბოლოსთვის ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლით, რომელიც დეცენტრალიზაციის მთავარი ელემენტი იქნება;

• უკრაინის კანონის „დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში ადგილობრივი თვითმმართველობის დროებითი ბრძანების შესახებ“ საფუძველზე, ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება და შეთანხმდება დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ზოგიერთი რაიონის წარმომადგენლებთან ერთად, სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში. არჩევნები ჩატარდება ეუთოს შესაბამისი სტანდარტების დაცვით;

• სამმხრივი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის გაძლიერება.

როგორც ვხედავთ მინსკის შეთანხმების არცერთი ნაწილი არ მოიცავდა პუნქტს, რომელიც უკრაინას სთხოვდა, ევროკავშირისა და ნატოსკენ მისწრაფებებზე ეთქვა უარი.

ცნობისთვის, 2019 წლის თებერვალში, უკრაინის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ქვეყნის სტრატეგიულ მიზნად განისაზღვრა.

2022 წლის 21 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე 3 დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. 22 თებერვალს კი პუტინმა მინსკის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა.

---------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
მინსკის შეთანხმება
ომი უკრაინაში
ექსპორტი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა