• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში სახელმძღვანელოს „ქართული როგორც მეორე ენა“ ფოტო არასწორი კონტექსტით ვრცელდება

სოციალურ ქსელში სახელმძღვანელოს „ქართული როგორც მეორე ენა“ ფოტო არასწორი კონტექსტით ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულაცია

13/12/2023
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშები ქართული ენის  სახელმძღვანელოს ფოტოს ავრცელებენ და ამ წიგნის სკოლებში აკრძალვას მოითხოვენ (1, 2, 3). ქართული, როგორც მეორე ენა‼ ვინც ამაზე დუმხართ  საკუთარი ენის და  შვილების მოღალატეები ხართ‼️ ეს წიგნები გააქრეთ სკოლებიდან  და  ჩამოერთვას ყველა პედაგოგს სტატუსი, ვინც მეორე ენად აღიქვამს ქართულ ენას საქართველოში, ვინც ამ წიგნებიდან ბავშვებს წამლავს‼️“. რეალურად, სახელმძღვანელო საქართველოში არაქართულენოვანი სკოლებისთვის არის გათვლილი. „მეორე ენაც“ გამოყენებულია იმიტომ, რომ ის იმ მოსწავლეებზეა გათვლილი, ვისთვისაც ქართული მშობლიური ენა არ არის. 

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ  საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენა (სახელმწიფო ენა) არ არის მშობლიური და ისინი  სასწავლო დაწესებულებებში ქართულს, სწორედ როგორც მეორე ენას, ისე სწავლობენ. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიხედვით, „ქართულის, როგორც მეორე ენის სასწავლო გეგმა განკუთვნილია არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის. მისი მიზანია, უზრუნველყოს სახელმწიფო ენის სწავლება და ამით ხელი შეუწყოს სასკოლო განათლების მთავარი  სახელმწიფო მიზნის განხორციელებას. ეს არის ეროვნულ და საკაცობრიო ღირებულებებთან ნაზიარები, თავისუფალი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩაბმას და საკუთარი წვლილის შეტანას სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში“.

სოციალურ ქსელში გავრცელებული სახელმძღვანელოები „ინტელექტისა“ და  „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ არის გამოცემული. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის გვერდზე მითითებულია სახელმძღვანელოს „ქართული, როგორც მეორე ენა“ ავტორის გიორგი ჭაუჭიძის კომენტარი: „ქართული ენის სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი, ალბათ, გადამწყვეტი რესურსი იმისთვის, რომ ჩვენმა თანამოქალაქე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა საფუძვლიანად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. ქართული ენის შესწავლის გარდა, წიგნი მრავალფეროვან ცოდნას აძლევს მოსწავლეებს. მინდა გამოვყო ჩვენი სახელმძღვანელოების რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი: თემატური მრავალფეროვნება, რომ შესაფერისი იყოს ამ ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის. ჩვენს წიგნებში შესული სხვადასხვა მასალა შეეხება უმცირესობათა კულტურულ გარემოს და მათ თავისებურებებს, აგრეთვე გვაქვს თემები, როგორც ქართული, ასევე, მსოფლიო სხვადასხვა კულტურული რეალიიდან აღებული. აქ განხილულია თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი საკითხები ქართული, კავკასიური და უცხოური კულტურისა და ტრადიციების შესახებ, მოცემულია ცოტა რამ ისტორიაზე, კულინარიაზე, ბუნებისმეტყველებაზე, ასტრონომიასა და ენათმეცნიერებაზეც კი“. 

ასევე აღსანიშნავია, რომ „სულაკაურის გამომცემლობის“ ახალ სახელმძღვანელოს, რომელსაც 2022 წელს გრიფი მიენიჭა, ახალი სახელწოდება აქვს: „ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის)“. 

 

წყარო: sulakauri.ge

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული მტკიცება, რომ საქართველოში გამომცემლობები ქართულ ენას არა სახელმწიფო, არამედ „მეორე [ნაკლებ მნიშვნელობის] ენად“ მოიხსენიებენ, მცდარია. სახელმძღვანელოები არაქართულენოვანი აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი, რომლისთვის ქართული არა მშობლიური, არამედ მეორე ენაა.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
#ქართული ენის სახელმძღვანელო
#ეთნიკური უმცირესობები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა