სოციალურ ქსელში, როგორც ქართულენოვანი, ასევე რუსულენოვანი ანგარიშები ავრცელებენ ვიდეოს, რომელიც თითქოს ისრაელის შეტევის შედეგად ცეცხლმოკიდებულ ღაზას ასახავს.
სინამდვილეში, აღნიშნულ ვიდეოს არც ღაზას დაბომბვასთან და არც ისრაელ-ჰამასის ომთან კავშირი არ აქვს. ინფორმაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ რეალურად, ეს ვიდეო 2020 წელს ალჟირშია გადაღებული და ის ფეხბურთის ფანების მიერ მოწყობილ ღონისძიებას ასახავს.
ამგვარად, მტკიცება, რომ აღნიშნულ ვიდეოზე ღაზას დაბომბვაა ასახული, ყალბია.
ინფორმაცია ესპანურმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაცია „Maldita”-მაც გადაამოწმა.
---------------------
სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.