• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში „გალფისა“  და „სამსუნგის“ სახელით მომხმარებლებს თაღლითურ გათამაშებაში ჩართვისკენ მოუწოდებენ

სოციალურ ქსელში „გალფისა“ და „სამსუნგის“ სახელით მომხმარებლებს თაღლითურ გათამაშებაში ჩართვისკენ მოუწოდებენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

03/10/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიში 𝙂𝙪𝙡𝙡𝙛 𝙂𝙚𝙤𝙧𝙜𝙞𝙞𝙖_𝙁𝙖𝙣'𝙨 კომპანია „გალფის“ სახელით დეზინფორმაციას ავრცელებს. პოსტში, რომელსაც თან რამდენიმე ფოტო ახლავს, ვკითხულობთ, რომ „გალფის“ დაბადების დღის აღსანიშნავად მომხმარებლებს სხვადასხვა საჩუქარს გადასცემენ, როგორებიცაა: „სასაჩუქრე ჩანთები, ფული, მანქანები, მოტოციკლები და სავაჭრო კუპონები“. პოსტი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, მას 11 ათასზე მეტი კომენტარი და 26 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.  

სინამდვილეში, აღნიშნული პოსტი კომპანია „გალფს“ არ ეკუთვნის, გათამაშების შესახებ ინფორმაცია ყალბია და სავარაუდოდ, მორიგ თაღლითურ სქემას წარმოადგენს. ამაში პოსტის აღწერაც გვარწმუნებს, სადაც აღნიშნავენ, რომ გამარჯვებულებს შეტყობინების საშუალებით დაუკავშირდებიან. შემთხვევას კომპანია „გალფის“ Facebook-ის ოფიციალური გვერდიც გამოეხმაურა, სადაც აღნიშნავენ, რომ ეს თაღლითური სქემაა, რომლის მიზანი ხალხის მოტყუება და ფულის გამოძალვაა.

საინტერესოა გამოქვეყნებული თაღლითური პოსტის რამდენიმე დეტალი, რაც მის არასანდოობაზე მეტყველებს. პირველ რიგში, გვერდის სახელი, რომელიც რამდენიმე ბეჭდურ შეცდომას შეიცავს, მაგალითად Gulf-ის ნაცვლად წერია Gullf”, ხოლო „Georgia”-ს ნაცვლად - „Georgiia”. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ აღნიშნული გვერდი 2023 წლის 1-ელ ოქტომბერს შეიქმნა და 3600-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, სავარაუდოდ, სწორედ ამ თაღლითური სქემის გასავრცელებლად. 

ამავდროულად, მსგავსი დეზინფორმაცია სოციალურ ქსელში Facebook-ანგარიშის 𝙎𝙖𝙢𝙨𝙪𝙣𝙜 𝙁𝙖𝙣𝙨-ის მიერ კომპანია „სამსუნგის“ სახელითაც გავრცელდა. პოსტში ვკითხულობთ, რომ „სამსუნგის“ დაბადების დღის აღსანიშნავად კომენტარების ავტორები სმარტფონებით დასაჩუქრდებიან. 

პოსტი სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, მას 100-ზე მეტი კომენტარი და  400-ზე მეტი გაზიარება აქვს. რამდენიმე კომენტარის მიხედვით, მომხმარებლებს შეტყობინება ეგზავნებათ, რითაც დარეგისტრირებას სთხოვენ, რაც სავარაუდოდ, პირადი ინფორმაციის მოპოვებას ისახავს მიზნად. კომპანია „სამსუნგის“ ოფიციალურ გვერდზე მსგავსი ინფორმაცია არ იძებნება.

ამგვარად, კომპანიების „გალფისა“ და „სამსუნგის“ სახელით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. პოსტები თაღლითური სქემის ნაწილია და სავარაუდოდ, Facebook-მომხმარებლების პირადი ინფორმაციისა თუ საკრედიტო ბარათის მონაცემების მოპოვებას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ როგორც „გალფს“, ასევე „სამსუნგს“ ოფიციალური Facebook-გვერდები აქვთ, რომლებიც ვერიფიკაციის ნიშნითაა მონიშნული. ყველა სანდო ინფორმაცია, სიახლე თუ გათამაშება მხოლოდ მათ გვერდებზე ქვეყნდება. 

------------------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
CIA
თაღლითობა
უფასო სამგზავრო ბარათი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა