• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კამალა ჰარისს მოსახლეობის შემცირება აქვს განზრახული

დეზინფორმაცია: კამალა ჰარისს მოსახლეობის შემცირება აქვს განზრახული

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

26/07/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

გაზეთმა „საქართველო და მსოფლიო“, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც არაერთხელ გადაუმოწმებია, მანიპულაციური სტატია გამოაქვეყნა, თითქოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა, მსოფლიოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ბუნებაზე მავნე ზემოქმედების შემცირების აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მოსახლეობა უნდა შემცირდეს. „საქართველო და მსოფლიო“ Telegram-არხ TarikNezalejko-ზე დაყრდნობით წერს, რომ „კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის კონფერენციაზე კამალა ჰარისმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „როდესაც ჩვენ ინვესტიციებს ჩავდებთ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიასა და ელექტრომანქანებში და შევამცირებთ მოსახლეობას, უმრავლესობა ჩვენი ბავშვებისა შეძლებს სუფთა ჰაერის სუნთქვასა და სუფთა წყლის დალევას“.

„საქართველო და მსოფლიოს“ თანახმად, „კამალამ ახლახან თქვა, რომ „მოსახლეობის შემცირება“ არის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოძრაობის მიზანი“. გაზეთის მიხედვით „ისინი აღარც მალავენ“, რომ „შენ [ადამიანი] ხარ ნახშირბადი, რომლის განადგურებაც სურთ“ და აღნიშნულს „ჭეშმარიტი ბოროტება“ უწოდა.

სიტყვით გამოსვლისას კამალა ჰარისმა ახსენა „მოსახლეობის შემცირება“ (reduce population), თუმცა სინამდვილეში, თეთრი სახლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, აღნიშნული მექანიკური შეცდომის ბრალია. რეალურად კამალა ჰარისმა იგულისხმა „დაბინძურება“ – „pollution” და არა „მოსახლეობა“ „population”, ვინაიდან ეს ორი სიტყვა ჟღერადობით ძალიან ჰგავს ერთმანეთს, გასაკვირი არაა, რომ საუბრისას ჰარისს შემთხვევით შეცდომით სხვა სიტყვა ეთქვა.

კამალა ჰარისმა ნამდვილად თქვა სიტყვა „მოსახლეობა“, მაგრამ თეთრის სახლის ვებ-გვერდზე, სადაც ქვეყნდება პირველ პირთა გამოსვლის ტრანსკრიპტები, სიტყვა „population“ – „მოსახლეობა“ გადახაზულია და შესწორებულია სიტყვით - „pollution“ - დაბინძურება. გარდა ამისა, საუბრის შინაარსიდან ჩანს, რომ კამალა ჰარისი საუბრობს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიასა და ელექტრო ტრანსპორტზე, ამიტომაც „მოსახლეობის შემცირება“ საუბრის შინაარსს საერთოდ არ შეესაბამება, „დაბინძურების შემცირება“ წინადადებაში სრულიად ლოგიკურად ჯდება. ციტატა შემდეგნაირად ჟღერს: „როდესაც ჩვენ ინვესტიციას ჩავდებთ სუფთა ენერგიასა და ელექტრო ტრანსპორტში და ამით შევამცირებთ მოსახლეობას დაბინძურებას, ჩვენი ბავშვები შეძლებენ სუფთა ჰაერის სუნთქვასა და სუფთა წყლის დალევას“.

გარდა ამისა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ფაქტების გადამმოწმებელ ორგანიზაცია Lead Stories-სთან საუბრისას დაადასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა შეცდომას.

შესაბამისად, კამალა ჰარისის მიერ „მოსახლეობის შემცირებაზე“ ნათქვამი ფრაზა მხოლოდ მექანიკური შეცდომა იყო, რომელიც მისი გამოსვლის ოფიციალურ ტრანსკრიპტში გასწორებულია. ამდენად აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს აღნიშნული განცხადება არ გაუკეთებია, არამედ ადგილი ჰქონდა საუბრის დროს შეცდომას. ასევე „საქართველო და მსოფლიოს“ მტკიცება, თითქოს „კამალამ ახლახან თქვა, რომ „მოსახლეობის შემცირება” არის კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოძრაობის მიზანი“, ტყუილია. საუბრის დროს დაშვებული შეცდომით მოცემულ ციტატაშიც კი არ უთქვამს კამალა ჰარისს, რომ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოძრაობის მიზანი მოსახლეობის შემცირებაა. ასევე ტყუილია „საქართველო და მსოფლიოს“ მტკიცება, რომ „ისინი“ ადამიანს ნახშირბადად განიხილავენ, რომლის განადგურებაც სურთ. რეალურად, კამალა ჰარისი მის განცხადებაში სრულიად საპირისპიროზე მიუთითებს. ის საუბრობდა გამონაბოლქვის შემცირებაზე და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წარმოებაზე, რათა ადამიანებს და მომავალ თაობებს უკეთესი საცხოვრებელი პირობები შეექმნათ, კერძოდ, ჰქონდეთ სუფთა ჰაერის სუნთქვისა და სუფთა წყლის დალევის შესაძლებლობა.

აქედან გამომდინარე, „საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული მტკიცებები მანიპულაციურია და ყალბ ამბებს შეიცავს.

--------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
კამალა ჰარისი
ინტერვიუ
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშირმა შეაჩერა

    [ევროინტეგრაციის] პროცესი თავად ევროკავშ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხრეს უარი... მოლაპარაკებების გახსნაზე

    არაფერი არ შეგვიწყვეტია ჩვენ. ჩვენ გვითხ...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირობებით უნდა აშენებულიყო 70 მილიონ ლარად, სინამდვილეში კი მერიამ 90 მილიონი ლარი გადაუხადა „გამარჯვებულ“ კომპანიას

    კალათბურთის ახალი სასახლე სატენდერო პირო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა