• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
Unistream, რომლის მეშვეობითაც 6 თვეში ფულადი გზავნილების 32% გადმოირიცხა, შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა

Unistream, რომლის მეშვეობითაც 6 თვეში ფულადი გზავნილების 32% გადმოირიცხა, შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა

Unistream-ის მეშვეობით 1.5 წელიწადში საქართველოში 1.775 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა. 2023 წლის პირველ ნახევარში გზავნილების თითქმის მესამედი Unistream-ზე მოდიოდა

24/07/2023
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

შეერთებულმა შტატებმა რუსული ბანკი Unistream და მის ბაზაზე დაფუძნებული, იმავე დასახელების ფულადი გადარიცხვების სისტემა, დაასანქცირა. საქართველოში Unistream ბანკი არ ფუნქციონირებს, მაგრამ გზავნილების სისტემა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2023 წლის პირველ ნახევარში, ფულადი გზავნილების 32% ამ სისტემით იქნა გადმორიცხული.

2012-2021 წლებში რუსეთის წილი ფულად გზავნილებში 56%-დან 18%-მდე შემცირდა, რუსული ფულადი გზავნილების სისტემებით (Unistream, Zolotaia Korona და Contact) კი მხოლოდ 42%-დან 33%-მდე. მაღალი დამოკიდებულების შენარჩუნების ერთ-ერთი მიზეზს შედარებით დაბალი ტარიფი წარმოადგენდა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის წილი გზავნილებში 50%-იან ნიშნულს ისევ გადასცდა, ასევე გაიზარდა რუსული ფულადი გზავნილების სისტემების გამოყენების შემთხვევებიც, განსაკუთრებით კი Unistream-ის.

გრაფიკი 1: ფულადი გზავნილები სისტემების მიხედვით

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2022 წელს გზავნილების მეხუთედზე მეტი და 2023 წლის პირველ ნახევარში გზავნილების თითქმის მესამედი Unistream-ის მეშვეობით იქნა გადმორიცხული. თანხობრივად ეს 1.775 მლრდ დოლარის ტოლია.

ომის დაწყების შემდეგ, მართალია თანხობრივად Zolotaia Korona-სა და Contact-ის მეშვეობით გადმორიცხული თანხების მოცულობებიც გაიზარდა, მაგრამ წილობრივი ზრდა მხოლოდ Unistream-ს შეეხო.

Unistream-ის წილის ზრდის მიუხედავად, მისი სისტემიდან გამოთიშვა არსებითად ბევრს ვერაფერს შეცვლის. როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის მოქალაქეებს ალტერნატივად სხვა რუსული და არარუსული არხებიც რჩებათ.

რაც შეეხება რუსეთიდან გზავნილებს მთლიანად, მან გასული წლის მეორე კვარტლიდან ნახტომისებური ზრდა განიცადა.

გრაფიკი 2: რუსეთის წილი ფულად გზავნილებში

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

გარკვეული შემცირების მიუხედავად, რუსეთის წილი ფულად გზავნილებში ომამდელ ნიშნულს კვლავ მნიშვნელოვნად აჭარბებს. რთულია იმის წინასწარ განსაზღვრაც, რა მოხდება უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ განვითარდება მოვლენები ფრონტზე, გამოცხადდება, თუ - არა რუსეთში მობილიზაციის მეორე ტალღა და ასეთ შემთხვევაში, ჩაკეტავს, თუ - არა პუტინი საკუთარი მოქალაქეებისთვის საზღვრებს, გავრცელდება, თუ - არა სანქციები სხვა რუსული ფულადი გზავნილების კომპანიებზე ან ზოგადად შეეზღუდებათ, თუ - არა რუსეთის მოქალაქეებს მსგავსი სერვისით სარგებლობის უფლება.

20-21 ივლისს სოციალური ქსელითა და ცალკეული მედიასაშუალებებით გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატებიდან საქართველოში Western Union-ით გადმორიცხვები შეფერხდა. როგორც „ფაქტ-მეტრს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აშშ-დან საქართველოში და საქართველოდან აშშ-ში ტრანზაქციები შეუფერხებლად ხორციელდება. ცალკეული ინდივიდუალური  შემთხვევა შესაძლოა, გზავნილის ლიმიტებს უკავშირდებოდეს, რა დროსაც კლიენტმა მომსახურე საფინანსო ორგანიზაციას უნდა მიმართოს.

გიორგი ელიზბარაშვილი
გიორგი ელიზბარაშვილი

ყველა სიახლე

  • თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

    თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

    6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა