• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ამერიკელი პოლიტიკოსი მიტ რომნი რუსეთის განადგურების მოწოდებებს ავრცელებდა

დეზინფორმაცია: ამერიკელი პოლიტიკოსი მიტ რომნი რუსეთის განადგურების მოწოდებებს ავრცელებდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

18/07/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში მომხმარებელი Giorgi Abashidze, რომლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია „ფაქტ-მეტრს“ აქამდეც გადაუმოწმებია, მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს.

აღნიშნული Facebook-მომხმარებელი ავრცელებს რუსულენოვან ვიდეოს, სადაც მოყვანილია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, მიტ რომნის, ციტატა, რომელიც ავტორის მტკიცებით, მან წინასაარჩევნო გამოსვლისას გააკეთა. ციტატის შინაარსის მიხედვით, რომნი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მათ უნდა აიძულონ რუსები, ხელში აიღონ იარაღი. ჩეჩნები, თათრები, ბაშკირები, დაღესტნელები რუსების წინააღდეგ განაწყონ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ დისკრედიტაცია გააძლიერონ,  რუსებში გაანადგურონ პატრიოტიზმი, ერთმანეთი და საკუთარი ქვეყანა შეაძულონ. ბოლოს კი ნათქვამია: „ჩვენ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, ჩვენ დავანგრევთ რუსეთს“.

აღსანიშნავია, რომ ეს ციტატა რუსულ სოციალურ ქსელში მანიპულაციურად უკვე რამდენიმე წელია,  ვრცელდება. როგორც რადიო თავისუფლების სტატიაში ვკითხულობთ „არ არსებობს მტკიცებულება, რომ რომნიმ მსგავსი რამ თქვა, რუსეთთან დაკავშირებით 2012 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მიტ რომნიმ არაერთხელ მოიხსენია რუსეთი, როგორც შეერთებული შტატების „N1 მტერი“. მისი განცხადებით, რუსეთი შეერთებული შტატების ნომერ პირველი გეოპოლიტიკური მტერია. 

მიტ რომნი ამჟამად იუტას შტატის სენატორია და 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

ზუსტად იდენტური ციტატა რუსულ ინტერნეტ-სივრცეში 2021 წელსაც ვრცელდებოდა და ის უკრაინულმა ფაქტების გადამმოწმებელმა ორგანიზაციამ - „StopFake“-მა გადაამოწმა.

„Stopfake“-ის თანახმად, მათ მიტ რომნის მიერ გაკეთებული ეს განცხადება  ღია წყაროებში ვერ იპოვეს. მათი ინფორმაციით, ეს საკითხი 2016 წელსაც განიხილებოდა, როცა იგივე ყალბი ციტატები გამოჩნდა რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის აკადემიის ხელმძღვანელის, გენერალ სერგეი კურალენკოს სიტყვით გამოსვლისას, როდესაც განიხილებოდა „საფრთხეები და გამოწვევები რუსეთისთვის“. აღნიშნული ფორუმი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. აღნიშნული ციტატის მოძიება „ფაქტ-მეტრმაც“ სცადა, თუმცა  ინტერნეტსივრცეში არ მოიპოვება სანდო წყარო, რომელიც დადასტურებს, რომ მიტ რომნის აღნიშნული განცხადება გაკეთებული აქვს.

ამერიკის ხმის რუსულმა სამსახურმა განმარტა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსის სავარაუდო გამოსვლის ტექსტი სინამდვილეში, სატირული პორტალის - „Fognews“-ის მიერ, რომელიც იმ დროს, ძირითადად, ცრუ ამბებს ავრცელებდა, 2012 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ამავე დროს, Fognews პორტალის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ეს და სხვა სიახლეები მათ მიერ შეიქმნა, რათა „სისულელესა და აბსურდზე გაეცინათ“. შესაბამისად, „Fognews“-ზე გამოქვეყნებული მასალები  სატირული მიზნით გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას წარმოადგენდა, თუმცა რიგმა წყაროებმა ციტატა მიტ რომნის სატირული კონტექსტის გარეშე მიაწერეს დისკრედიტაციისა და მკითხველის შეცდომაში შეყვანის მიზნით. 

„Fognews“-ის გვერდზე სტატიის ლინკი სათაურით - „მიტ რომნიმ რუსეთთან ომი არ გამორიცხა“, დარჩა, თუმცა თავად გვერდი უკვე წაშლილია. 

ამგვარად, აღნიშნული ციტატა, რომელსაც მიტ რომნის მიაწერენ, ყალბია.

--------- 

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს-შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ინტერვიუ
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა