• ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ბერლინის სასამართლომ 8-9 მაისს რუსული და საბჭოთა დროშებისა და სიმბოლოების გამოყენება დაუშვა

დეზინფორმაცია: ბერლინის სასამართლომ 8-9 მაისს რუსული და საბჭოთა დროშებისა და სიმბოლოების გამოყენება დაუშვა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/05/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ნონა შარაბიძე, რომლის გავრცელებული დეზინფორმაცია “ფაქტ-მეტრს” არაერთხელ გადაუმოწმებია (1,2,3,4) პოსტს აქვეყნებს. პოსტის მტკიცებით, ბერლინის სასამართლომ 9 მაისს რუსული დროშები და სიმბოლოები დაუშვა. რეალურად, ბერლინ-ბრანდენბურგის უმაღლესი ადმინისტრაციულo სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსული და საბჭოთა დროშებისა და სიმბოლიკის გამოყენება 8-9 მაისს აიკრძალა.\

თავდაპირველად, გერმანიის პოლიციამ განცხადება გამოაქვეყნა როგორც რუსული და საბჭოთა, ასევე უკრაინული დროშების აკრძალვის შესახებ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს შესაბამისი ძეგლების სიახლოვეს აკრძალული იყო უნიფორმების ტარება, Z და V სიმბოლოების ასევე რუსეთისა და უკრაინის დროშების გამოყენება.

როგორც დედაქალაქის პოლიციის წარმომადგენელმა განმარტა, შეზღუდვების ამოქმედება ქალაქში უსაფრთხოების რისკების გაჩენის პრევენციის მიზნით მოხდა. თუმცა წელს, ეს გადაწყვეტილება უკრაინელი ახალგაზრდების დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Vitsche-მ ბერლინ-ბრანდენბურგის უმაღლესი ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა. VItsche-ს ადვოკატმა პატრიკ ჰაინემანმა აღნიშნა, რომ ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადასტურა უკრაინული ორგანიზაციის სამართლებრივი პოზიცია. „ის, ვინც იყენებს თავის ძირითად უფლებას, საჯაროდ გამოუცხადოს თავისი მხარდაჭერა უკრაინელ ხალხსა და მათ ისტორიულ მსხვერპლს ნაციონალ-სოციალიზმის დამარცხებაში, არ წარმოადგენს საზოგადოებისთვის საფრთხეს“, - აღნიშნა ჰაინენმა.

სასამართლომ პირველი მოსმენით მიიღო გადაწყვეტილება რუსული და საბჭოთა დროშებისა და სიმბოლიკის აკრძალვის შესახებ, საბჭოთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტიერგარტენში, ცენტრალურ ბერლინში. ხოლო უკრაინული დროშა და მუსიკა დაშვებულად გამოცხადდა. „პოლიციის პროგნოზი იმის შესახებ, რომ (რუსული) სიმბოლოები, სავარაუდოდ, ძალადობას გამოხატავენ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული ომის გათვალისწინებით, საფუძვლიანია“, - წერია უმაღლესი სასამართლომ გადაწყვეტილებაში.

წლების განმავლობაში, ბერლინის მთავარ საბჭოთა მემორიალებზე რუსული და საბჭოთა დროშები დაშვებული იყო. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სიტუაცია შეცვალა, გასულ წელს ამოქმედდა შეზღუდვა როგორც საბჭოთა სიმბოლოებზე, ასევე სიმღერებზე.

შესაბამისად, პოსტის მტკიცება, რომ გერმანიამ საბჭოთა და რუსული დროშები 8-9 მაისს დაშვებულად სცნო, ყალბია.

---------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების     პროგრამის     ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ     ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ     ბმულზე.

თეგები:
მოცვი
9 მაისი
დროშები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო - ცხინვალის დაბომბვით

    სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
  • [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლობაში, ღია კარის სხდომის მოწვევა ვერ მოხერხდა

    [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი ავარია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა. შარშან ფინეთში ავტოავარიის დროს დაიღუპა 171 ადამიანი, საქართველოში 444

    ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა