• ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში დედამიწასთან მთვარის მოახლოების დამუშავებული ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება

სოციალურ ქსელში დედამიწასთან მთვარის მოახლოების დამუშავებული ვიდეო ყალბი აღწერით ვრცელდება

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

11/04/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვიდეო ვრცელდება, რომელიც მომხმარებლის მტკიცებით, კანადის, ალასკისა და რუსეთის საზღვრებს შორის არის გადაღებული. მასალის თანახმად, ვიდეო ასახავს მოვლენას, როდესაც წელიწადში ერთხელ მთვარე დედამიწას უახლოვდება და ამის შემდეგ 5 წამის განმავლობაში მზე სრულად ბნელდება.

გავრცელებული ვიდეო დამუშავების შედეგადაა მიღებული. Reuters-ის თანახმად, ვიდეო უკრაინელი კომპიუტერული გრაფიკოსის ალექსეი პატრევის სახელს უკავშირდება, რომელმაც მასალა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე (TikTok, NFTb.io) გამოაქვეყნა. ალექსეი პატრევი თავის Instagram, TikTok და YouTube ანგარიშებზე მსგავსი სახის დამონტაჟებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს.

ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციების Bolivia Verifica-ს, Maldita-ს, Newtral-ის, africacheck-ის მიერ ექსპერტებთან ჩატარებული ინტერვიუები აჩვენებს, რომ გავრცელებული ვიდეო და თანდართული აღწერა ერთმანეთთან შესაბამისობაში რამდენიმე მიზეზის გამო არ მოდის. მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის ასტროფიზიკისა და ასტრონომიის დოქტორის არმანდო ჟილ დე პაზმას თანახმად, დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილი მცირედით შეიძლება შეიცვალოს, ანუ მთვარე შეიძლება დედამიწას 5%-ით მიუახლოვდეს ან პირიქით, დაშორდეს. თუმცა ეს ვიზუალურად ისეთ სხვაობას არ იძლევა, როგორიც ვიდეოშია ასახული.

არის შემთხვევები, როდესაც მთვარე ოპტიკურად ჩვეულებრივზე უფრო დიდი ჩანს. ასეთი მოვლენა „სუპერმთვარის“ სახელით არის ცნობილი. ეს მოვლენა ხდება მაშინ, როდესაც სავსემთვარეობა დედამიწასთან მთვარის უახლოეს მდებარეობას ემთხვევა.  ამ დროს მთვარე დედამიწიდან თავის ჩვეულებრივ ზომასთან შედარებით 14%-ით უფრო დიდი ჩანს. თუმცა ვიდეოში „სუპერმთვარის“ მოვლენა არ არის ასახული.

მთვარესა და დედამიწას შორის მანძილის ასეთმა მნიშვნელოვანმა შემცირებამ შესაძლოა, დედამიწაზე კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს. სამეცნიერო ახალი ამბების ვებგვერდმა Live Science-მა 2021 წელს დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილის მკვეთრად შემცირების გამოგონილი სცენარი წარმოადგინა. ამ სცენარის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ მთვარესა და დედამიწას შორის მანძილი ორჯერ შემცირდება, ეს, პირველ რიგში, დედამიწაზე გრავიტაციის ძალის ზრდას გამოიწვევს, რაც მოქცევის სიმაღლის 8-ჯერ გაზრდის მიზეზი გახდება. ეს ნიშნავს, რომ კუნძულთა უმეტესი ნაწილი წყლით დაიფარება. გრავიტაციის უეცარი ზრდა ასევე  მიწისძვრებს და ვულკანების გააქტიურებას გამოიწვევს.

შესაბამისად, Facebook-მომხმარებლების მიერ გავრცელებული ვიდეო მონტაჟის შედეგად  არის მიღებული და ვიდეოში ასახული მთვარის დედამიწასთან მოახლოება და მზის დაბნელება რეალური მოვლენა არ არის.

----------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
წითელი ჯვარი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო - ცხინვალის დაბომბვით

    სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
  • [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლობაში, ღია კარის სხდომის მოწვევა ვერ მოხერხდა

    [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი ავარია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა. შარშან ფინეთში ავტოავარიის დროს დაიღუპა 171 ადამიანი, საქართველოში 444

    ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა