• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კლაუს შვაბი მორიგი პანდემიის შესახებ გვაფრთხილებს

დეზინფორმაცია: კლაუს შვაბი მორიგი პანდემიის შესახებ გვაფრთხილებს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

16/02/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის ვიდეო მიმართვა ვრცელდება შემდეგი მტკიცებით: „კლაუს შვაბი, გაფრთხილება მორიგი "პანდემიის" და კიბერშეტევის შესახებ იმდენად მასიური, რომ ინტერნეტი ითიშება. ახალი ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მათთვის, ვისაც ბიომეტრიული ციფრული ID აქვს“. აღნიშნული დეზინფორმაცია, უფრო ადრე, 12 და 13 იანვარს, სოციალურ ქსელ Instagram-სა და Twitter- ზეც გამოჩნდა.

აღნიშნული მიმართვა კლაუს შვაბმა 2020 წლის 8 ივლისს „Cyber Polygon“-ის კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა, რომლის ტრანსლაციაც პირდაპირ ეთერში მიმდინარეობდა.


სინამდვილეში, მან თავის მიმართვაში კიბერუსაფრთხოების გლობალურ მნიშვნელობასა და მის სიკეთეებზე ისაუბრა. ის ბიზნესებსა და ორგანიზაციებს აფრთხილებდა, რომ სერიოზულად ეფიქრათ კიბერშეტევების მოსალოდნელ საფრთხეზე და გაეძლიერებინათ თავდაცვითი მექანიზმები. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს გამოქვეყნებულ ვიდეოში და არც ჩანაწერის ორიგინალ ვერსიაში „მოსალოდნელი პანდემიის“ შესახებ არაფერს უთქვამს. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ თუ კიბერშეტევის საფრთხე სათანადოდ არ იქნებოდა შეფასებული, ამას შეიძლებოდა COVID-19-ზე უფრო მწვავე კრიზისი გამოეწვია. ამასთან, შვაბის აღნიშნულ მიმართვაში „ბიომეტრიული ციფრული ID”-ის შესახებ საერთოდ არაფერია ნახსენები.

„ჩვენ ყველამ ვიცით, მაგრამ მაინც არასაკმარის ყურადღებას ვაქცევთ ყოვლისმომცველი კიბერშეტევის საზარელ სცენარს, რომელიც გამოიწვევს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ტრანსპორტირების, საავადმყოფოს მომსახურებისა და მთლიანად საზოგადოების გაჩერებას. ამგვარი კიბერშეტევა კი, შედარებისთვის, COVID-19-ის კრიზისზე უფრო მწვავე პრობლემა იქნება. თუ პანდემიის მიერ გამოწვეულ კრიზისს გამოვიყენებთ როგორც გაკვეთილს, ამან შესაძლოა ჩვენი მზადყოფნა გააუმჯობესოს შესაძლო კიბერ-პანდემიისთვის“ - განაცხადა კლაუს შვაბმა.

ამდენად, მტკიცება, რომ კლაუს შვაბმა მორიგი პანდემია დააანონსა, მცდარია. შვაბის მიმართვა კიბერუსაფრთხოების კონფერენციაზე მიზნად ისახავდა გაფრთხილებას, რომ შესაძლო კიბერშეტევების გამო უსაფრთხოების ზომების მიღება და მზადყოფნა აუცილებელია.

-------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
დეზინფომაცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა, Wizz Air საქართველოში ნომერ პირველი ავიახაზებია

    უნგრეთთან სავაჭრო ბრუნვა 14%-ით გაიზარდა...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაბალია, რადგან გასულ წელს ვერ  მოხერხდა „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის სამუშაოებზე კონტრაქტის გაფორმება

    სამინისტროს საკასო შესრულება, წინა წლის...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა