• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: სიღარიბის გამო კანადაში ადამიანს შეუძლია, ევთანაზიისთვის სამედიცინო დაწესებულებას მიმართოს

დეზინფორმაცია: სიღარიბის გამო კანადაში ადამიანს შეუძლია, ევთანაზიისთვის სამედიცინო დაწესებულებას მიმართოს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

05/01/2023
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

„ალტ-ინფოს“ წამყვანი მარიკა კუბლაშვილი გადაცემაში „დღის კომენტარი 12:30 საათზე“ ამტკიცებს, რომ კანადაში ადამიანს სიღარიბის გამო შეუძლია თავის მოკვლის გადაწყვეტილება მიიღოს და ამისთვის სახელმწიფო შესაბამის უფასო ევთანაზიის სერვისს სთავაზობს. წამყვანის თანახმად, სახელმწიფო ასე ცდილობს მოსახლეობის შემცირებას და „ზედმეტი ჟანგბადის მომხმარებლების მოშორებას.“

ევთანაზია, როდესაც ექიმის მიერ პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ხდება მისი სიცოცხლის მოსწრაფება, კანადაში Medical assistance in dying (MAID) პროგრამის სახით 2016 წლიდან ლეგალურია. კანადაში MAID-ის პროგრამის შესახებ 2016 წელს მიღებული კანონის თანახმად, პროგრამით სარგებლობა მხოლოდ ფსიქიკურად ჯანმრთელ 18 წლის ზემოთ მყოფ ადამიანებს შეეძლოთ, რომელთაც უკურნებელი ან ისეთი დაავადებები ჰქონდათ, რომელიც გარდაუვალ სიკვდილს იწვევდა.

2021 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც MAID-ით სარგებლობის უფლებამოსილი პირების განსაზღვრასა და ფედერალური მთავრობის მიერ მონაცემთა შეგროვების, მოხსენების მომზადების ჩარჩოების დადგენას ითვალისწინებს. ცვლილების თანახმად, მოიხსნა შეზღუდვა რომელიც გულისხმობდა, რომ MAID-ის გამოყენება შეეძლოთ მხოლოდ მათ, ვისი სიკვდილიც იყო გონივრულად პროგნოზირებადი/განჭვრეტადი. ცვლილებების თანახმად, ამოქმედდა უსაფრთხოების ზომების ორი მიდგომა, რომელიც განისაზღვრება იმის მიხედვით, ადამიანის სიკვდილი გონივრულად განჭვრეტადი არის, თუ - არა:

•არსებული ზომები შენარჩუნებულია და რიგ შემთხვევებში, გაადვილებულია მათთვის, ვისი სიკვდილიც გონივრულად განჭვრეტადია;

•იმ პირების მიმართ, რომელთა სიკვდილიც არ არის გონივრულად განჭვრეტადი, ახალი და უფრო ძლიერი უსაფრთხოების ზომები დაინერგა.

ცვლილებები შეეხო MAID-ის ხელმისაწვდომობის დაშვებას იმ ადამიანებისთვისაც, რომელთაც აქვთ ფსიქიკური დაავადებები, თუმცა აღნიშნული ცვლილება ძალაში 2023 წლის 17 მარტამდე არ შედიოდა. თუმცა 2022 წლის 15 დეკემბერს კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილების ამოქმედების ვადამ გადაიწია. ახალი თარიღი არ დასახელებულა, მიზეზად კი აღინიშნა, რომ დამატებითი დრო პერსონალს სამედიცინო რესურსების უკეთ ათვისების დროს მისცემს.

2021 წელს კანადის პარლამენტმა MAID-ის სპეციალური ერთობლივი კომიტეტი დააარსა, ისეთ საკითხებზე სამუშაოდ, როგორიც არის MAID-ის კანონის „მოწიფულ არასრულწლოვანებზე“ გავრცელება. კომიტეტი ანგარიშს პარლამენტს 2023 წლის თებერვალში წარუდგენს. კანადის მთავრობა განიხილავს კომიტეტის რჩევებს მოწიფული არასრულწლოვანების საკითხთან დაკავშირებით. თუმცა კანონი ამჟამად კვლავ 18 წელზე უფროსი ასაკის პირებზე ვრცელდება.

დღეისათვის, იმისთვის, რომ კანადაში პირმა MAID-ით ისარგებლოს, საჭიროა ქვემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდეს:

• პირი უფლებამოსილი უნდა იყოს ფედერალური მთავრობის, ან პროვინციის ან ტერიტორიის მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისებისთვის;

• კანადაში ჩასულ ვიზიტორებს არ აქვთ MAID-ის გამოყენების უფლება;

• პირი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის და მენტალურად კომპეტენტური. ეს ნიშნავს, რომ პირს უნდა შეეძლოს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება;

• პირს უნდა ჰქონდეს მძიმე და უკურნებელი სამედიცინო მდგომარეობა;

• პირი MAID-ზე მოთხოვნას უნდა აკეთებდეს თავისი სურვილით და ეს არ უნდა იყოს გარე ზეწოლის ან გავლენის შედეგი;

• პირმა უნდა გასცეს ინფორმირებული თანხმობა MAID-ის მიღებაზე.

შესაბამისად, კანადის კანონმდებლობა MAID-ის გამოყენების უფლებას მხოლოდ მძიმე დაავადებების შემთხვევაში იძლევა. თუმცა 2022 წლის შემთხვევამ პროგრამის გარშემო აზრთა სხვადასხვაობა და დებატები გააძლიერა. 2022 წლის აპრილში, ახალ ამბებში აქტიურად გაშუქდა 51 წლის ონტარიოელი ქალის ამბავი, რომელსაც ჰქონდა ქრონიკული დაავადება ე.წ. გარემოს ალერგია (მდგომარეობა, რომლის დროსაც ქიმიური ნივთიერებები, როგორებიცაა სიგარეტის კვამლი, სარეცხი საშუალებები იწვევს გულის რევას, თავის ტკივილს და უკიდურეს შემთხვევაში - ანაფილაქსიურ შოკს), რომელმაც შესაბამისი თავშესაფრის მიუღებლობის გამო, MAID-ით სიკვდილი აირჩია. მსგავსი შემთხვევა მაისშიც დაფიქსირდა.

ზემოხსენებული შემთხვევების გათვალისწინებით კრიტიკოსების ნაწილმა MAID ღარიბების წინააღმდეგ მიმართულ პროგრამად შეაფასა. ექსპერტების მეორე ნაწილმა კი ქვეყნის სოციალური პროგრამების უუნარობაზე ისაუბრა.

ფიზიკოსმა და MAID-ის პროგრამის მიმწოდებელმა შანტალ პერომ განაცხადა, რომ „მხოლოდ არაადეკვატური საცხოვრებელი არ არის MAID-ის მიღების კრიტერიუმი“. კანადელმა სამართლის პროფესორმა ჯოსლინ დაუნმა ამერიკულ ფაქტების გადამოწმების ვებგვერდთან Lead Stories-სთან აღნიშნა, რომ მხოლოდ სიღარიბე MAID-ის მიღების კრიტერიუმს არ წარმოადგენს. პაციენტი MAID-ის მისაღებად ზემოთ ჩამოთვლილ ყველა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, სადაც ეკონომიკური სიდუხჭირე, სიღარიბე ან მსგავსი ტერმინები არ ფიქსირდება.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
\"რუსული კანონი\"
ევთანაზია
სიღარიბე
MAID
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა