• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების შესახებ რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ლიდერების შესახებ რედაქტირებული ვიდეო ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

09/12/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში მაღალ პოლიტიკურ თუ საჯარო სამსახურში მყოფი და ასევე, პარტიასთან დაკავშირებული პერსონების, სხვადასხვა საჯაროდ გაკეთებული განცხადებების ვიდეო კოლაჟია გაკეთებული. 

ვიდეოს დასაწყისში დამონტაჟებულია მიხეილ სააკაშვილის მიმართვა, სადაც ის ამბობს: „სიმღერა იყო დაწერილი ვერაზე, ვაკეზე, ავლაბარზე, ორთაჭალაზე, ქუთაისზეც კარგი სიმღერები დაიწერა, სოხუმზე არ იწერებოდა, არ იყო ის საქართველოს შემადგენლობაში“, რის შედეგადაც ვიდეო წყდება და გრძელდება გვარამიას საუბრით, სადაც ის ამბობს, რომ „ეჭვიც ხომ არ გეპარებათ, რომ ესეც რუსეთია? მე მგონი არა, არც არავის, ოცნების მომხრეებსაც კი. შემდეგი ვიდეო“.

მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს მონაკვეთი, გარდა იმისა რომ უკონტექსტოდაა წარმოდგენილი და არ ჩანს, რეალურად რაზე საუბრობს ყოფილი პრეზიდენტი, რედაქტირებულია და ამოჭრილია ერთი სიტყვა, რომელიც მის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სრულიად უცვლის შინაარს. სააკაშვილის ვიდეოს ეს მონაკვეთი მისი 2012 წლის 2 მაისის მიმართვიდან არის ამოღებული, სადაც საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა ქუთაისის განახლებულ თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. მიხეილ სააკაშვილის საინფორმაციო ვებგვერდზე იძებნება ამ მიმართვის სრული ტექსტი, სადაც დასტურდება, რომ სააკაშვილმა სინამდვილეში თქვა, რომ „სოხუმზე სიმღერები არ იწერებოდა, თითქოს, ის საქართველოს შემადგენლობაში არ იყო და დასავლეთ საქართველო კონტროლიდან იყო გასული“. შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ამოჭრილია ის ძალიან მცირე მონაკვეთი, სადაც სააკაშვილი ამბობს სიტყვას „თითქოს“. ვიდეოს მე-9 და მე-10 წამებს შორის ჩანს კადრის ცვლილება. სწორედ ეს არის ის მომენტი, სადაც ამოჭრილია სიტყვა „თითქოს“, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ  სააკაშვილი ვითომ ამბობს, რომ სოხუმი არ იყო საქართველოს შემადგენლობაში.  

შესაბამისად, გავრცელებული ვიდეო რედაქტირებულია და მომხმარებლებისთვის შეცდომაში შემყვანია.

-----------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
სააკაშვილი
განცხადებები
მონტაჟი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა