• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: მიხეილ სააკაშვილის სისხლში ურანი აღმოაჩინეს

დეზინფორმაცია: მიხეილ სააკაშვილის სისხლში ურანი აღმოაჩინეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

07/12/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პოსტი გავრცელდა, რომლის თანახმადაც ექსპრეზიდენტის სისხლში ურანი იყო აღმოჩენილი. 

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, „ფაქტ-მეტრი“ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს, შალვა ხაჭაპურიძეს დაუკავშირდა, რომელმაც სააკაშვილის სისხლში ურანის აღმოჩენის ფაქტი უარყო. 

კონკრეტული ამბავი, სავარაუდოდ, სათავეს ამერიკული ტოქსიკოლოგიური დასკვნიდან იღებს. რამდენიმე დღის წინ გასაჯაროებული ტოქსიკოლოგიური ანალიზის შედეგების თანახმად, მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში თმისა და ფრჩხილის ანალიზით, ვერცხლისწყალი და დარიშხანი აღმოაჩინეს, რომელიც ამერიკელი ექიმის, დევიდ სმიტის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა. 

დასკვნაშივე აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ინტოქსიკაცია მედიკამენტებით მკურნალობას ან რაიმე სამედიცინო ჩარევას არ უკავშირდება. სმიტი მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ ადვოკატს წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გართულებები სწორედ მძიმე მეტალებით მოწამვლას უკავშირდება. თუმცა, ურანზე   არც აღნიშნულ ანალიზში არაა საუბარი. 

ამდენად, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის სისხლში ურანი აღმოჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ურანი
მიხეილ სააკაშვილი
დახმარება
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის გათვალისწინებით, რომ ყველა შემთხვევაში შემცირებული რიცხვია

    [პედოფილია] ეს საგანგაშო მონაცემია იმის...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    „დიღმის ჭალებში“ იქნებაო წალკოტი

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლნ ლარი დაჯდება

    მთლიანობაში ვაკის პარკის განახლება 61 მლ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა