• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ევროპაში კანიბალიზმის პროპაგანდას ეწევიან

დეზინფორმაცია: ევროპაში კანიბალიზმის პროპაგანდას ეწევიან

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/10/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელდა რუსულენოვანი ვიდეო (1, 2, 3) წიგნის შესახებ, რომელიც, პოსტის ავტორის მტკიცებით, ევროპაში კანიბალიზმის პროპაგანდის არსებობის დამადასტურებელია. კერძოდ, ვიდეოში მთხრობელი ამტკიცებს, რომ ევროპაში აღმოაჩინა წიგნი, რომელშიც ადამიანის ხორცის საკვებად გამოყენების შესაძლებლობაა აღწერილი, როგორ და რა მეთოდით უნდა მომზადდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილი, როგორი გემოები აქვთ მათ ა.შ. ვიდეოში ნაჩვენები წიგნი წარმოდგენილია, როგორც კანიბალიზმის სახელმძღვანელო.

 

სინამდვილეში, ვიდეოში ნაჩვენები წიგნი წარმოადგენს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არგენტინელი ქალი მწერლის - აგუსტინა ბასტერიკას, 2017 წელს გამოცემულ დისტოპიურ (ლიტერატურული ჟანრი, რომელშიც აღწერილია წარმოსახვითი საზოგადოების მოწყობა, რომელიც უსიამოვნო, შემაძრწუნებელი და შემაშინებელია) რომანს  „ადამიანის ხორცის დელიკატესი“ (ესპანურად ორიგინალში - Cadáver exquisito). წიგნი 23 ენაზეა ნათარგმნი და ავტორის ყველაზე პოპულარულ ნაშრომს წარმოადგენს. გავრცელებულ ვიდეოებში ნაჩვენები წიგნი, რომლის გარეკანზეც ხორცი და ადამიანის ფიგურაა გამოსახული, რომანის ჩეხურ თარგმანს წარმოადგენს. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა რომანმა ავტორს, აგუსტინა ბასტერიკას, არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს Clarín Novel Prize-ს პრემია მოაპოვებინა.

რომანი მოგვითხრობს გამოგონილ სამყაროზე, რომელიც შეუქცევადად იცვლება, მას შემდეგ, რაც ვრცელდება ახალი ვირუსი. ვირუსი, რომელიც მხოლოდ ცხოველებს გადაეცემათ, თავდაპირველად გარეულ, შემდეგ კი შინაურ ცხოველებში ვრცელდება და მათ ხორცს ადამიანისთვის მომწამვლელად აქცევს. შედეგად, სახელმწიფოები იღებენ გადაწყვეტილებას, მოხდეს ცხოველების ევთანაზია (მოსახლეობას აიძულებენ საკუთარი  შინაური ცხოველების მოკვლას), ხოლო მათი მომწამვლელი ხორცი საჭმელად უვარგისად ცხადდება. სიტუაციის დრამატულად შეცვლის გამო, მთავრობები ადამიანების ხორცის საკვებად მოხმარების ლეგალიზებას ახდენენ, რაც ასევე მოიცავს ადამიანების სპეციალურ საშენებში გამრავლებას, სასაკლაოების მოწყობას და გადამამუშავებელი ქარხნების განვითარებას. ცხოველების ხორცის მსგავსად იქმნება ადამიანის ხორცით კვების ინდუსტრიის სრული ჯაჭვი. კანიბალიზმი ხდება ყოველდღიური რეალობის ნაწილი და საზოგადოება იყოფა ორ ჯგუფად: ისინი, ვინც ხორცს ჭამენ და ისინი, ვის ხორცსაც მოიხმარენ.  

„Cadáver exquisito“ ორველიანური სტილის რომანია, რომელშიც გვხვდება მაკონტროლირებელი მთავრობები, საშინელებისა და ძალადობის ევფემიზმი და სოციალურ ნორმად ქცევა, ადამიანები ცხოვრობენ მუდმივ შიშში და საზოგადოება ნელ-ნელა კარგავს ჰუმანიზმსა და ემპათიის გრძნობას. კრიტიკოსები თვლიან, რომ რომანი არსებული ხორცის მწარმოებელი ინდუსტრიის სისასტიკეს და ზოგადად კაპიტალისტური სისტემის მანკიერებებს წარმოაჩენს. წიგნი გარკვეულწილად შთაგონებას იღებს კიდევ ერთი არგენტინელი მწერლის სამანტა შვიბლეს შემოქმედებიდან, რომელიც გენმოდიფიცირებული პროდუქციის და გარემოს დეგრადაციის საფრთხეებზე აკეთებდა აქცენტს. 

შესაბამისად, ვიდეოში ნაჩვენები „ევროპაში აღმოჩენილი“ წიგნი არა კანიბალიზმის პროპაგანდასა და ადამიანის ხორცის მომზადების სახელმძღვანელოს, არამედ ცნობილი არგენტინელი მწერლის, აგუსტინა ბასტერიკას მხატვრულ ნაწარმოებს წარმოადგენს. ვიდეოში ნაჩვენები კონკრეტული რედაქცია კი რომანის ჩეხური თარგმანია.

----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
კანიბალიზმი
ევროპა
გარდასილი
პროპაგანდა
სკოლა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა