• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„ფაქტ-მეტრი“ ეხმაურება მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მადისკრედიტირებელ კამპანიას

„ფაქტ-მეტრი“ ეხმაურება მის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მადისკრედიტირებელ კამპანიას

„ფაქტ-მეტრი“ (FactCheck.ge) „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ მედიაპროექტია და ის საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ფაქტებზე დაფუძნებული ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად.

14/09/2022
გაზეთი ფაქტ-მეტრი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
Facebook Linkedin Twitter Print

„ფაქტ-მეტრი“ (FactCheck.ge) „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ მედიაპროექტია და ის საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე, ფაქტებზე დაფუძნებული ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას ისახავს მიზნად. „ფაქტ-მეტრი“ ამოწმებს პოლიტიკოსებისა და სხვა საჯარო ფიგურების განცხადებების სიზუსტეს და ებრძვის მედიასივრცეში გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას. გარდა ქართულენოვან მასალებზე გადამოწმებული ინფორმაციის მომზადებისა, „ფაქტ-მეტრი“ აფხაზეთსა და ცხინვალში გავრცელებულ ანტიქართულ და პრორუსულ დეზინფორმაციასაც ებრძვის, რაც რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტია. ასევე, კოვიდპანდემიის დროს, „ფაქტ-მეტრი“ სოციალურ ქსელებსა თუ მედიასივრცეში გავრცელებულ ანტივაქცინურ დეზინფორმაციას აქტიურად ებრძოდა. „ფაქტ-მეტრმა“ ქვემო ქართლის სომხურენოვან, აზერბაიჯანულენოვან და ქართულენოვან სოფლებში კორონავირუსის დეზინფორმაციის წინააღმდეგ კარდაკარის პრინციპით ფაქტების გადამოწმების კამპანია ჩაატარა, რის შედეგადაც საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე აიცრა. 

ამასთან, წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მომენტიდან, „ფაქტ-მეტრი“, Meta-სთან (Facebook და Instagram) ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში, თავის ევროპელ და ამერიკელ კოლეგებთან ერთად, ებრძვის რუსეთის სახელმწიფოს კონტროლირებული მედიასაშუალებებისა და სოციალურ ქსელში მართული ანგარიშების მხრიდან გავრცელებულ  პროპაგანდასა და დეზინფორმაციას რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსში. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში, „ფაქტ-მეტრი“ ააშკარავებს რუსეთის საინფორმაციო ომის იმ დეზინფორმაციულ გზავნილებს, რომლითაც კრემლი ცდილობს უკრაინაში შეჭრა გაამართლოს და უკრაინის სუვერენიტეტისა და მშიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი გაახანგრძლივოს. „ფაქტ-მეტრის“ მიერ მომზადებულ სტატიებს Meta თავის პლატფორმებზე რუსული დეზინფორმაციის „ყალბ ამბად“ მოსანიშნად, მათი გავრცელების შესამცირებლად და მავნე აქტორების შესაზღუდად იყენებს. „ფაქტ-მეტრის“ წვლილი რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში აღიარებულია, როგორც მკითხველის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.  

„ფაქტ-მეტრის“ მეთოდოლოგიის მიხედვით, რომელიც მისი ყოველდღიური საქმიანობის პრინციპებსა და წესებს განსაზღვრავს, პროგრამის სარედაქციო პოლიტიკა დამოუკიდებელია პოლიტიკური პარტიებისა და მესამე პირების ჩარევისგან. „ფაქტ-მეტრის“ ყოველდღიურ მუშაობასა და სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელია „ფაქტ-მეტრის“ სარედაქციო საბჭო, რომელშიც არ შედის არც “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დირექტორი, არც მისი რომელიმე დამფუძნებელი წევრი.

2013 წლიდან დღემდე, „ფაქტ-მეტრმა“ 5 ათასზე მეტი ანალიტიკური სტატია მოამზადა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ჯანდაცვა, ეკონომიკა, სოციალური პროგრამები, განათლება და სხვ. აღნიშნული საკითხების გაშუქებაც ფაქტების, სტატისტიკისა, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისა და სხვა მონაცემების ობიექტური დამუშავების გზით ხდება და იმ რეალური სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემების გაანალიზებას ემსახურება, რომელთაც საქართველოს მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან.

2017 წლიდან „ფაქტ-მეტრი“ არის „ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის“ (IFCN) ვერიფიცირებული წევრი. აღნიშნული გულისხმობს, რომ ჩვენი ფინანსური გამჭვირვალობა, მუშაობის მეთოდოლოგია, პოლიტიკური მიუკერძოებულობა და ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის საერთაშორისო სტანდარტებისადმი შესაბამისობა ყოველწლიურ აუდიტს გადის. „ფაქტ-მეტრის“ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაა ისიც, რომ წელს ევროპელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივის ფარგლებში ფაქტების გადამოწმების ევროპული კოდექსის შემუშავებაში მივიღეთ მონაწილეობა და აღნიშნული კოდექსის ერთ-ერთი დამფუძნებელი გავხდით (European Fact-Checking Standards Network).

„ფაქტ-მეტრის“ ფინანსური გამჭვირვალობა და პოლიტიკური მიუკერძოებულობა „ფაქტების გადამმოწმებელთა საერთაშორისო ქსელის“ (IFCN) სტანდარტებითაა უზრუნველყოფილი, რომელთან „ფაქტ-მეტრის“ შესაბამისობაც IFCN-ი 2017 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ადასტურებს. ინფორმაცია, „ფაქტ-მეტრის“ დაფინანსების წყაროების შესახებ,  საჯაროდ ხელმისაწვდომია და მოცემულია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ვებ-გვერდზე. „ფაქტ-მეტრის“ პარტნიორი და დონორი ორგანიზაციები არიან „ევროპული წვლილი დემოკრატიისთვის“ (EED), „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED), აშშ-ის საელჩო საქართველოში, ნიდერლანდების საელჩო საქართველოში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო, განვითარებისა და თანამეგობრობის ოფისის მიერ მხარდაჭერილი ქსელი - „ღია ინფორმაციის პარნიორობა“ (OIP), „გერმანიის მარშალის ფონდი“ (GMF), Meta და სხვა სანდო და ავტორიტეტული ორგანიზაციები. 

„ფაქტ-მეტრის“ საჯაროდ განთავსებული მეთოდოლოგია, ისევე როგორც უკვე მრავალი წლის განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკა, გულისხმობს კეთილსინდისიერ შესწორებასა და გადამოწმებული პირის მიმართ პასუხის შეთავაზებას. განურჩევლად იმისა თუ ვისი განცხადება გადამოწმდა, „ფაქტ-მეტრი“ ღიაა დასაბუთებული შენიშვნებისა და არგუმენტების მისაღებად, რომელთაც სარედაქციო საბჭო განიხილავს. სტატიის ადრესატის არგუმენტების გათვალისწინებით სხვადასხვა დროს „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში შესაბამისი შესწორებისა და ვერდიქტის ცვლილების შეტანა დამკვიდრებული პრაქტიკაა.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხრიდან როგორც „ფაქტ-მეტრის“ პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულება, ასევე ფინანსურ გამჭვირვალობაზე მითითება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და სხვანაირად ვერ შეფასდება, თუ არა მისი მხრიდან „ფაქტ-მეტრის“ წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის კამპანია.

„ფაქტ-მეტრის“ გუნდი კვლავაც გააგრძელებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობას, ქართულ პოლიტიკაში სიმართლისა და ტყუილის გამოაშკარავებას, რუსეთის კონტროლქვეშ მყოფი არხების, ასევე საქართველოში მათი მხარდამჭერების მიერ გავრცელებული რუსული დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას.  

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა