• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
ფოტოები, რომლებსაც NASA-ს მიაწერენ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და რეალობას არ ასახავს

ფოტოები, რომლებსაც NASA-ს მიაწერენ, ხელოვნური ინტელექტის მიერაა შექმნილი და რეალობას არ ასახავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

19/08/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

დეკანოზ ზურაბ სირაძის მრევლის Facebook-გვერდზე არასწორი ინფორმაცია ვრცელდება.  Facebook-გვერდი აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, NASA-ს ეკუთვნის: „🌿🌿ცათა სასუფევლის  კარიბჭე🌿🌿⛪ბოლო სურათები ნასას ცენტრიდან. დიდება სამყაროს შემოქმედ ღმერთს“. აღნიშნული ფოტოები ქართულ Facebook-სივრცეში შეცდომაში შემყვანი აღწერით რამდენიმე წუთით ადრე დეკანოზი დავით კონჯარიას Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა. მოგვიანებით, დეკანოზმა დავით კონჯარიამ პოსტის აღწერა შეცვალა. აღნიშნული ფოტოები ერთ-ერთ ინგლისურენოვან ვებგვერდზეც გამოქვეყნდა შემდეგი აღწერით: „გამჟღავნდა ფოტოები იმისა, თუ როგორ გამოიყურება სამოთხე!” 

სინამდვილეში, NASA-ს არც ერთ ოფიციალურ ვებგვერდზე, მათ შორის, Facebook-ზე, Instagram-ზე, Twitter-სა და ოფიციალურ ვებსაიტზე აღნიშნული ფოტოები არ იძებნება. გავრცელებული ფოტოები არც ჯეიმს ვების ტელესკოპითაა გადაღებული, რომლის მიერ გადაღებული კოსმოსის ღრმა ხედვის ფოტოები ტელესკოპის ოფიციალურ ვებსაიტზეა ხელმისაწვდომი. 

ღია წყაროების გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ფოტოები 10-11 აგვისტოს Facebook-ჯგუფში Universe-ში გამოქვეყნდა აღწერით: „THE MIDJOURNEY AI CUSTOMIZED THE COSMETIC NEBULA. 🖨 Tithipriya Debhath”, საიდანაც ირკვევა, რომ ფოტოები ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. შესაბამისი ფოტოები Facebook-ზე სხვა Facebook-გვერდებმაც (ბმული 1, ბმული 2) გაავრცელეს. დეკანოზ ზურაბ სირაძის მრევლი ამავე ფოტოებს შეცდომაში შემყვანი აღწერით 16 აგვისტოს აქვეყნებს. 

ცნობისთვის, როგორც პროგრამის ოფიცილურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, Midjourney დამოუკიდებელი კვლევითი ლაბორატორიაა, რომელიც აზროვნების ახალ საშუალებებს იკვლევს და ადამიანის წარმოსახვით შესაძლებლობებს აფართოებს. პროგრამაში შესაძლებელია ტექსტური აღწერების ფოტოებად გარდაქმნა. სავარაუდოდ, გავრცელებული ფოტოებიც სწორედ ამგვარად არის პროგრამაში დამუშავებული. 

ამდენად, დეკანოზ ზურაბ სირაძის მრევლის Facebook-პოსტში გამოქვეყნებული ფოტოები რომლებსაც 120 გაზიარება აქვს, აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ ადმინისტრაციას (NASA) არ ეკუთვნის და ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი, პროგრამულადაა დამუშავებული და რეალობას არ ასახავს. 

იხილეთ Midjourney-ზე შექმნილი სხვა ფოტოები:

--------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ცათა სასუფევლის კარიბჭე
დეკანოზი
ფოტოები
NASA
მარიამ ლაშხია
მარიამ ლაშხია

ყველა სიახლე

  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა