• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
როდიდან და რატომაა დეფიბრილატორების ჯიხურები ხელმისაწვდომი დიდ ბრიტანეთში

როდიდან და რატომაა დეფიბრილატორების ჯიხურები ხელმისაწვდომი დიდ ბრიტანეთში

ვერდიქტი: მანიპულირება

22/07/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

2022 წლის 19 ივლისს Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელზეც დეფიბრილატორის ჯიხურია გამოსახული. პოსტს თან დართული აქვს ტექსტი, რომლის თანახმადაც, ბოლო დროს დიდ ბრიტანეთში ძალიან პოპულარული გახდა დეფიბრილატორის ჯიხურები. Facebook-მომხმარებელი ასევე აცხადებს, რომ „ყოველივე წინასწარი არის დაგეგმილი“ და „მათ ძალიან კარგად იცოდნენ (....) შემდგომი შედეგები“. 

პოსტის ქვეშ ავტორის და სხვა მომხმარებლების კომენტარებიდან ირკვევა, რომ სავარაუდოდ, დეფიბრილატორები აცრასთან და მის შედეგებთან მანიპულაციურადაა დაკავშირებული. როგორც Facebook-მომხმარებელი წერს, დეფიბრილატორის ჯიხურები 2020 წლის მერე გახდა აქტუალური, რაც ეჭვებს აჩენს, რომ მის უკან „დიდი მავნებლობა“ დგას.

ანალოგიური ფოტო უცხოურ სოციალურ ქსელებშიც გავრცელდა. მათი ავტორებიც ირწმუნებოდნენ, რომ დეფიბრილატორები ახლა გახდა აქტუალური, მას შემდეგ, რაც 2021 წელს ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

დეფიბრილატორი ელექტრონული აპარატია, რომელსაც სამედიცინო პრაქტიკაში გულის კუნთის ფიბრილაციის (არარეგულარული და სწრაფი გულისცემა) შესაწყვეტად იყენებენ. მასზე ხანმოკლე ელექტრული იმპულსით ზემოქმედების საშუალებით შესაძლებელია ნორმალური გულისცემის აღდგენა ან უეცარი გულის გაჩერების შემდეგ, კუნთის ამუშავება. 

დეფიბრილატორების გამოყენება საჯარო ადგილებში დიდმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში დაიწყო და მისი დაკავშირება ვაქცინაციის პროცესთან მანიპულაციურია. 2000 წლის აპრილიდან 2002 წლის ნოემბრამდე ინგლისის ჯანმრთელობის დეპარტამენტმა „ეროვნული დეფიბრილატორის პროგრამის“ ფარგლებში 110 საჯარო სივრცეში 681 დეფიბრილატორი დაამონტაჟა. აღნიშნული ინიციატივის მიზანი საჯარო სივრცეებში გულის შეტევაზე სწრაფი რეაგირება და გარდაცვალების რაოდენობის შემცირებაა. პროგრამის ფარგლებში  პირველადი დახმარებისა და დეფიბრილატორის გამოყენების ტრენინგებიც ტარდება.

წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთი საჯარო ადგილების ჩამონათვალს და დეფიბრილატორების რაოდენობას ზრდიდა. აპარატები  აეროპორტებში, რკინიგზისა და მეტროს სადგურებში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა საჯარო სივრცეებში დამონტაჟდა. 2011 წლის მონაცემებით, დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში 6000-მდე დეფიბრილატორი იყო დამონტაჟებული, 2019 წლისთვის - 8000-მდე.

დეფიბრილატორების განსხვავებული ფორმით, ე.წ. ჯიხურებში დამონტაჟება 2019 წელს სარეკლამო კომპანია JCDecaux-მა დაიწყო. გარდა დეფიბრილატორისა, აღნიშნულ ჯიხურებში შესაძლებელია ტელეფონით, Wi-Fi-ით, USB პორტითა და ინტერაქციული ეკრანით სარგებლობა, რომელიც მომხმარებელს ქუჩების პოვნასა და ქალაქის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში ეხმარება.

2022 წლის იანვრის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში 10 000-მდე დეფიბრილატორია, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ივლისში ინგლისის მთავრობამ დააანონსა, რომ მომდევნო წლის ბოლომდე ყველა საჯარო სკოლა დეფიბრილატორებით უნდა იქნას აღჭურვილი, რადგან ამ აპარატებს მოსწავლეების, სკოლის პერსონალისა და ვიზიტორების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ. ბოლო კვლევების თანახმად, გულის გაჩერებიდან 3-5 წუთში აღნიშნულ მოწყობილობაზე წვდომა გადარჩენის შანსს 40%-ით ზრდის. 

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
გრაფენი
Forte dei Marmi
დეფიბრილატორების ჯიხურები
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    ინფლაცია ორ წელიწადზე მეტია, მოთოკილია

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა