• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში მანიპულაციური და ანტისემიტური ვიდეოები ვრცელდება

სოციალურ ქსელში მანიპულაციური და ანტისემიტური ვიდეოები ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

15/03/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელდა 2 ვიდეო, სადაც ებრაელების სადღესასწაულო ცეკვაა ასახული. ერთ-ერთ მათგანში ჩანს სასწრაფო დახმარების ფორმებში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც ტრადიციულ ებრაულ სამოსში გამოწყობილ ადამიანებთან ერთად ცეკვავენ. მეორე ვიდეოში ტრადიციულ ებრაულ სამოსში გამოწყობილი ადამიანები უკრაინის დროშით ხელში ცეკვავენ.

პოსტის ავტორის მიხედვით ეს 2 ვიდეო აჩვენებს თუ „როგორ ზეიმობენ ურიები, ჯერ ცრუ პანდემიით, ახლა კიდე ცრუ ომით დააგოიმეს გოები და მათი გეგმებიც წარმატებით სრულდება“.

სინამდვილეში ეს ორივე ვიდეო ებრაული ქორწილებიდანაა აღებული.

პირველ ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო მედიაში და აქტიურად ვრცელდებოდა სხვადასხვა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ენაზე (მათ შორის, მალაიზიურად, ესპანურად, რუმინულად). აღნიშნულ ვიდეოს, რომელიც თავდაპირველად 2020 წლის ივლისში გავრცელდა, გამოეხმაურა ისრაელის ეროვნული სასწრაფო სამედიცინო, კატასტროფის, სასწრაფო დახმარების და სისხლის ბანკის სამსახური (MDA) და განმარტა, რომ ვიდეოში მონაწილე არც ერთი ადამიანი გარდა სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლისა, (რომელიც ამ პერიოდში არ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას) ისრაელის ჯანდაცვის სამსახურის მუშაკებს არ წარმოადგენენ. მათივე განცხადებით, ვიდეოს მონაწილეები უბრალოდ სამედიცინო ფორმებში ჩაცმული ადამიანები (ეს სამედიცინო ფორმებიც არ ეკუთვნის ისრაელის ჯანდაცვის სამსახურს) არიან, რომლებიც სტუმრად ქორწილში იმყოფებოდნენ და შოუს მსგავსი ელემენტების გამოყენება გადაწყვიტეს.

რაც შეეხება მეორე ვიდეოს, სადაც, ავტორის მტკიცებით, ებრაელები უკრაინაში ომის დაწყებას აღნიშნავენ საზეიმო განწყობით, ისიც არასწორი კონტექსტით არის გავრცელებული. სინამდვილეში, აღნიშნულ ვიდეოშიც ებრაული ქორწილის ცერემონიაა ასახული, სადაც ქორწილის ერთ-ერთი სტუმარი უკრაინის დროშით გამოხატავს მის მხარდაჭერას. Reddit-ზე დასახელებული ვიდეო 2 კვირის წინ არის ატვირთული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში გავრცელებულ ვიდეოს ფონად ადევს მუსიკა პუტინის შეურაცხმყოფელი შეძახილებით, რითაც იმის მტკიცებას ცდილობენ, რომ ეს სადღესასწაულო განწყობა რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. ორიგინალ ვიდეოში ჩანს, რომ სინამდვილეში, იმავე მონაკვეთში, ისმის ებრაული სიმღერა, რომელზეც ქორწილის სტუმრები ტრადიციულ ცეკვას ასრულებენ, სადაც ერთ-ერთი მონაწილე უკრაინის დროშით არის ამ პროცესში ჩართული.

შესაბამისად, ავტორის მიერ გავრცელებული ორივე ვიდეო მანიპულაციურია. ხოლო, თავად მტკიცება, რომ ებრაელები „ზეიმობენ და აღნიშნავენ ცრუ პანდემიასა და ცრუ ომს“, ანტისემიტური შეთქმულების თეორიის მაგალითს წარმოადგენს.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
პუტინი
ანტისემიტური
მანიპულაცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასული მასწავლებლებიდან 80%-ზე მეტი ჩაიჭრა

    2022 წელს საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასუ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურად 2.2 მლრდ-ია, წელს პირველ ორ თვეში ბრუნვა გაორმაგდა და 0.5 მლრდ-ს მიაღწია.

    შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ბრუნვა წლიურ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრულდა, თუმცა საგარეო ვალდებულებების ზრდის ნაწილში ჩამორჩენა 50%-ია

    პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტი შესრ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა