• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: უკრაინა  დასავლეთის პროვოკაციას წამოეგო

დეზინფორმაცია: უკრაინა დასავლეთის პროვოკაციას წამოეგო

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/02/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ უკრაინა პროვოკაციას წამოეგო, რომელიც დასავლეთმა დაიწყო.

იხ. Facebook-პოსტი

24 თებერვალს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის საწინააღმდეგოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების დაწყებაზე განაცხადა. პარალელურად კი, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების განხორციელება დაიწყო. აღნიშნულის პასუხად, უკრაინის სამხედრო ძალები რუსული აგრესიის მოგერიებას ცდილობენ.

საომარი მოქმედებების დაწყებამდე, უკრაინის საკითხის გარშემო, დიდი ხნის განმავლობაში, კრიზისი იყო შექმნილი, რაც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიასა და მისი საზღვრების სიახლოვეს 190,000-მდე სამხედროსა და დიდი რაოდენობით საბრძოლო ტექნიკის მობილიზებამ გამოიწვია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2021 წლის დეკემბერში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობის გაუქმება მოსთხოვა, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა ალიანსში გაწევრიანდებიან. მოგვიანებით, კრემლმა დასავლეთს „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ მომზადებული სპეციალური პროექტიც გადასცა, რომელშიც, რუსეთი NATO-ს სამომავლო გაფართოებას დაუშვებლად მიიჩნევდა, და ფაქტობრივად, აშშ-სა და NATO-ს სამხედრო ნაწილებისა და შეიარაღების 1997 წლის მდგომარეობით, ანუ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებამდე, არსებულ პოზიციებზე დაბრუნებას სთხოვდა. დასავლეთმა რუსეთის ეს მოთხოვნები, რომლებიც სხვადასხვა სუვერენული ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს უგულებელყოფდა, არ დააკმაყოფილა. აღნიშნულის პასუხად, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და მათთან თანამშრომლობისა და ორმხრივი დახმარების ხელშეკრულება გააფორმა. მოგვიანებით კი, რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, რუსულმა სამხედრო ძალებმა, რომელთა მობილიზაციაც, თითქოს, მხოლოდ წვრთნების ჩასატარებლად მოხდა, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყეს.

ამდენად, მტკიცება, რომ უკრაინა დასავლეთის მიერ დაწყებულ პროვოკაციას წამოეგო, დეზინფორმაცია და რუსული პროპაგანდაა.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
დაბომბვა
შეიარაღება
დანებება
პროვოკაცია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესების უსასყიდლოდ დახვნა, რამაც უზრუნველყო, რომ, რაც შეიძლება, მეტი პროდუქცია მოვიმკათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

    უმნიშვნელოვანესი პროგრამაა სახნავ-სათესე...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულების მაჩვენებელი იანვარ-მაისში 0%-ია

    ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების შესრულებ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდება და 2012 წლის მაჩვენებელს 4-ჯერ გადააჭარბებს

    წელს ეკონომიკა 103 მლრდ ლარამდე გაიზრდებ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა