• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
„ალტ-ინფომ“ Facebook-ზე NATO-ს შესახებ უკრაინის ელჩის განცხადება არასრულად გააშუქა

„ალტ-ინფომ“ Facebook-ზე NATO-ს შესახებ უკრაინის ელჩის განცხადება არასრულად გააშუქა

ვერდიქტი: მანიპულირება

17/02/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

14 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უკრაინის ელჩმა გაერთიანებულ სამეფოსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ „უკრაინამ შესაძლოა უარი თქვას ნატოს წევრობაზე, ომის თავიდან აცილების მიზნით“ (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4). 

იხ. Facebook-პოსტი

 

აღსანიშნავია, რომ 13 თებერვალს, BBC Radio 5 Live-ის ეთერში საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე - განიხილავს, თუ - არა უკრაინა NATO-ს წევრობაზე უარის თქმას, თუ ეს ომის თავიდან აცილებას გახდის შესაძლებელს, უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ, მსგავსი რამ მართლაც განაცხადა. ამის შესახებ ავტორიტეტულ საერთაშორისო გამოცემებშიც დაიწერა (ბმული 1, ბმული 2).  თუმცა, მოგვიანებით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ელჩის სიტყვები არასწორი კონტექსტით გაშუქდა, ხოლო NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. 14 თებერვალს BBC-თვის მიცემულ კიდევ ერთ ინტერვიუში კი, უკრაინის ელჩმა საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მის განცხადებასთან დაკავშირებულ დისკუსიას გაუგებრობა უწოდა. კერძოდ, პრისტაიკოს თქმით, BBC-თვის მიცემულ წინა ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად მან განაცხადა, რომ ომის თავიდან ასაცილებლად უკრაინა მრავალ დათმობაზე წასასვლელადაა მზად, თუმცა ელჩის მიხედვით, ამას NATO-სთან არავითარი კავშირი არ აქვს.

პრორუსული „ალტ-ინფოს“ Facebook-გვერდზე უკრაინის ელჩის მხოლოდ პირველი განცხადება გაშუქდა და შედეგად სოციალური ქსელის მომხმარებლებს საკითხის შესახებ არასრული ინფორმაცია მიეწოდათ.

 ---------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ალტ ინფო
გერმანია
ხარკოვი
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვეყანაში განხორციელდა. ექსპორტის მოცულობამ 1.7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია

    აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვ...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად 2 სექტემბრიდან იწყებს და კანონების გაუქმება ვერ მოხდება

    პარლამენტი მუშაობას ოფიციალურად 2 სექტემ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
  • 2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ… მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები  73%-დან 41%-მდე შემცირდა

    2012 წლის შემდეგ, ჯანდაცვაზე სახელმწიფო...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა