• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულაცია: საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულ ზრახვებზე არაფერი მიუთითებს

მანიპულაცია: საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიულ ზრახვებზე არაფერი მიუთითებს

ვერდიქტი: მანიპულაცია

15/02/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

15 თებერვალს სოციალურ ქსელში Facebook-გვერდის „ყველაფერი სამხედრო შეიარაღებაზე/Military World“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მიხედვით, არაფერი მიუთითებს რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ზრახვებზე უკრაინის მიმართ. 

იხ. Facebook-პოსტი

 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა, თითქმის ორი კვირის წინ, 2 თებერვალს განაცხადა,  რომ თებერვლის პირველ დღეებში უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებების დაწყების შესახებ რუსეთის მზადყოფნაზე ჯერჯერობით არაფერი მიუთითებდა. მაგრამ, 2 თებერვლიდან დღემდე, 15 თებერვლამდე სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა. კერძოდ, 11 თებერვალს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები შესაძლოა ჩინეთში მიმდინარე ოლიმპიადის დასრულებამდე დაიწყოს. ხოლო 14 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვეს თავმოყრილმა რუსულმა შენაერთმა ბანაკებიდან თავდასხმის პოზიციებზე დაიწყეს გადასვლა. 

უკრაინის საზღვრებთან შექმნილი მდგომარეობა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 14 თებერვალს ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხზე საუბრისას კიდევ ერთხელ შეაფასა და განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური შეტევისათვის საჭირო ელემენტები ადგილზეა და მოვლენების მსგავსი სცენარით განვითარება შესაძლებელია, თანაც სწრაფად. ლე დრიანმა დასძინა, რომ აღნიშნულ შეფასებას საფრანგეთთან ერთად ქვეყნის მოკავშირეებიც იზიარებენ, თუმცა ისიც დაამატა, რომ არაფერი მიანიშნებდა იმაზე, მიიღო, თუ - არა პუტინმა უკრაინაზე შეტევის საბოლოო გადაწყვეტილება. მინისტრის მიხედვით, რუსეთი მოლაპარაკებების შესაძლებლობას ჯერ კიდევ ტოვებდა.  

ამდენად, Facebook-გვერდის „ყველაფერი სამხედრო შეიარაღებაზე/Military World“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლე დრიანის თქმით, რუსეთის ფედერაციის აგრესიულ ზრახვებზე არაფერი მიუთითებს, მანიპულაციურია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 14 თებერვალს გარკვევით თქვა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად, სამხედრო თვალსაზრისით, მზადაა და ყველაფერი პუტინის საბოლოო გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 

----------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა