• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: იტალიელი ქრისანტი აღიარებს, რომ გარდაცვლილთა უმეტესობა აცრილია

დეზინფორმაცია: იტალიელი ქრისანტი აღიარებს, რომ გარდაცვლილთა უმეტესობა აცრილია

ვერდიქტი: მანიპულირება

15/02/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

4 თებერვალს Facebook - მომხმარებელმა შორე შანიძემ გამოაქვეყნა ცნობილი იტალიელი მიკრობიოლოგის, ანდრეა ქრისანტის (Andrea Crisanti) ფოტო წარწერით: „I morti sono per la maggior parte persone vaccinate” („გარდაცვლილების უმეტესობა ვაქცინირებულია“). პოსტს თან ერთვის აღწერა: „გარდაცვლილების უმეტესობა ვაქცინირებულია - ესაა იტალიის მუშკეტერი კრიზანტი! აღიარებები გრძელდება, თუმცა ხალხის ტვინის უჯრედი ისე დააპროგრამეს, ინერციით გარბიან!“. 

2 თებერვლის დილის გადაცემაში „L'aria che tira“ ანდრეა ქრისანტიმ იტალიაში არსებული კოვიდ სიტუაცია მიმოიხილა. ერთ-ერთ ეპიზოდში მან ყურადღება  გარდაცვლილთა რაოდენობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე იტალიაში გარდაცვლილთა უმეტესობას სწორედ ვაქცინირებული ადამიანები წარმოადგენენ. ეს ფრაზა ანტივაქსერულმა ჯგუფებმა მალევე აიტაცეს და იტალიაში Facebook- ჯგუფებსა თუ ვებგვერდებზე აქტიურად ვრცელდებოდა. მათი მტკიცებით, მიკრობიოლოგმა ანდრეა ქრისანტიმ  „საიდუმლო“ გამოააშკარავა, რომ თითქოს ვაქცინები კორონავირუსის წინააღმდეგ არაეფექტურია და გარდაცვლილთა უმეტესობაც სწორედ ამიტომ არის ვაქცინირებული.   

სინამდვილეში, ანდრეა ქრისანტის ამ ფრაზის კონტექსტის გარეშე გამოყენება მანიპულაციური და შეცდომაში შემყვანია. აღნიშნულ გადაცემაში ქრისანტი ე.წ ვაქცინების პარადოქსზე საუბრობს, რაც მარტივ ლოგიკას ეფუძნება: თუ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ვაქცინირებულია, ბუნებრივია, რომ გარდაცვლილთა შორის ვაქცინირებული ადამიანებიც არიან. აღსანიშნავია, რომ იტალიაში, ამ დროის მონაცემებით, 12 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის 90%-ია აცრილი.

ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაციის FactCheck.org -ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის თანახმად,  კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მანიპულირება,  ანტივაქსერულად განწყობილი ჯგუფებისთვის განსაკუთრებით იმ ქვეყნებშია დამახასიათებელი, სადაც  ვაქცინირებულთა რაოდენობა მაღალია. ეპიდემიოლოგები და ბიოსტატისტიკის ექსპერტები თავიდანვე ვარაუდობდნენ, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად - მათ შორის, გარდაცვლილთა რაოდენობაც მოიმატებდა. ეს მარტივი მიზეზის გამო სავსებით პროგნოზირებადი იყო. არც ერთი ვაქცინა (მათ შორის - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები) არ არის 100%-ით ეფექტური, სწორედ ამიტომ თუ მოსახლეობის მკაფიო უმრავლესობა ვაქცინირებულია, მათ შორის კორონავირუსით გარდაცვალება მაინც მოსალოდნელია.

„წარმოიდგინეთ ჰიპოთეზური სამყარო, სადაც აბსოლუტურად ყველა ადამიანი აცრილია ვაქცინით (რომლის ეფექტურობა არ არის 100%). მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდება, ყველა გარდაცვლილი ადამიანი სრულად ვაქცინირებული იქნება”,- წერს დეივიდ შპიგელჰალტერი, კემბრიჯის უნივერსიტეტის რისკებისა და მტკიცებულებათა კომუნიკაციის ვინსტონის ცენტრის თავმჯდომარე და ენტონი მასტერსი, სამეფო სტატისტიკური საზოგადოების წარმომადგენელი ჟურნალ Guardian-ში გამოქვეყნებულ სტატიაში. 

ცნობისთვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეპიდემიოლოგიის ცენტრის 2022 წლის 2 თებერვლის ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 9 იანვრამდე პერიოდში, იტალიაში 47 618 873 ადამიანი იყო ვაქცინირებული (ერთი დოზით, ორი დოზით, ან ორი დოზითა და ბუსტერით) , ხოლო 6 392 072 არავაქცინირებული. ვაქცინირებულთა შორის გარდაცვლილთა რაოდენობა 0.007% იყო, ხოლო არავაქცინირებულთა შორის 0.05% - ესე იგი, 7-ჯერ მეტი. 

---------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა