• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია:  საფრანგეთის სასამართლომ თვითმკვლელობად ცნო კოვიდის ვაქცინით გარდაცვალება

დეზინფორმაცია: საფრანგეთის სასამართლომ თვითმკვლელობად ცნო კოვიდის ვაქცინით გარდაცვალება

ვერდიქტი:ყალბი ამბავი

01/02/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, „საფრანგეთის სასამართლომ კოვიდის ვაქცინით გარდაცვალება თვითმკვლელობად ცნო  და ამის გამო, მილიონებად დაზღვეული სიცოცხლისთვის, კომპანიამ განსვენებულის ოჯახს არაფერი გადაუხადა“.

იხ. Facebook პოსტი

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში წყაროდ  რუსულენოვან ვებგვერდზე (КорреспонденT.нет) გამოქვეყნებული სტატიის სქრინია მოყვანილი. ვებგვერდზე 2022 წლის 14 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: ,,მოსამართლემ მხარი დაუჭირა სადაზღვევო კომპანიას, რომელმაც კოვიდვაქცინისგან გარდაცვლილი მილიონერის შვილებს სიცოცხლის დაზღვევის თანხის ანაზღაურებაზე უარი უთხრა.

აღნიშნული დეზინფორმაცია სხვადასხვა რუსულენოვან წყაროებზე სწრაფადვე გავრცელდა: (იხილეთ ბმული 1; ბმული 2; ბმული 3). 

სინამდვილეში, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფრანგეთის სასამართლომ კოვიდვაქცინით გარდაცვალება თვითმკვლელობად შეაფასა, არ დასტურდება, მათ შორის - არც ფრანგულენოვან წყაროებში. 

დეზინფორმაცია, რომ სადაზღვევო კომპანიამ ერთ-ერთი მილიონერის ოჯახს, მისი სიცოცხლის დაზღვევის მიუხედავად, ფულადი კომპენსაცია არ გადაუხადა, ფრანგულ მედიაშიც გავრცელდა. გამოცემა Libération-ის CheckNews-ის სექციამ, რომელიც ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის წევრია, აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა. 

CheckNews-ის თანახმად, აღნიშნული დეზინფორმაციის ერთ-ერთი გამავრცელებელი ფილიპ ვებერია, რომელიც ასტროლოგია და კოვიდვაქცინების საწინააღმდეგოდ ვიდეობლოგებს აქვეყნებს. ტვიტერზე გამოქვეყნებულ მის ვიდეოში  ჩანს, რომ ვებერი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს კითხულობს და ის თავად არ არის დეზინფორმაციის პირველწყარო. CheckNews-მა ორიგინალ წყაროს ვერ მიაკვლია, თუმცა, მათი თქმით, ტექსტი რომელსაც ვებერი კითხულობს, სოციალურ ქსელებში 2022 წლის დასაწყისიდან გამოჩნდა.

გავრცელებულ დეზინფორმაციაში სადაზღვევო კომპანიის სახელი და გარდაცვლილის ვინაობა დასახელებული არაა. ამდენად, CheckNews-ი გავრცელებული დეზინფორმაციის გადასამოწმებლად საფრანგეთში სადაზღვევო კომპანიების მაკონტროლებელ სააგენტოს (ACPR) დაუკავშირდა. მათი თქმით, დაზღვეულის გარდაცვალების გარემოებებს, ანაზღაურების გადახდაზე გავლენა არ აქვს.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ვაქცინაციის შემდეგ სადაზღვევო კომპანიები ბენეფიციარებისთვის კუთვნილი კომპენსაციის გადახდაზე უარს ამბობენ, სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. სიცოცხლის დამზღვევ კომპანიათა ამერიკული საბჭო (ACLI) მსგავს დეზინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი ძალიან მკაფიოა. მასში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ მუშაობს სადაზღვევო პოლისი და სადაზღვევო კომპანიებმა რა მიზეზით შეიძლება განაცხადონ უარი კომპენსაციის გადახდაზე. COVID-19-ის ვაქცინა ამ მიზეზთა შორის არ სახელდება.  ამდენად, არც ამერიკული და არც ევროპული სადაზღვევო კომპანიები ვაქცინირებულ ადამიანებს დაზღვევის თანხის ანაზღაურებაზე უარს არ ეუბნებიან. 

გარდა ამისა, პოსტში მოცემული მტკიცება, რომ ვაქცინები ექსპერიმენტულია, მცდარია. COVID-19-ის ვაქცინები შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა და დამტკიცდა, თუმცა კვლევის არცერთი საფეხური, რომლითაც ვაქცინების ეფექტურობა და უსაფრთხოება დგინდება, გამოტოვებული არ ყოფილა. პანდემიის პირობებში, COVID-19 ვაქცინის შექმნის პროცესის დაჩქარების მიზნით, მეცნიერები და მწარმოებლები რამდენიმე სხვადასხვა ფაზას პარალელურ რეჟიმში წარმართავდნენ. ვაქცინის შემუშავების პროცესის დაჩქარებას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზებამ შეუწყო ხელი (დამატებით იხ. „ფაქტ-მეტრის“ სტატია).

-------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილიარდია და მზარდი ტენდენციით გამოირჩევა

    სომხეთთან სავაჭრო ბრუნვა თითქმის 1 მილია...

    მეტწილად სიმართლე
    განცხადება ზუსტია, მაგრამ საჭიროებს დამატებით ინფორმაციას ან/და განმარტებას
  • ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ეკონომიკური ვარდნა, ეკონომიკური რეცესია

    ევროკავშირის წევრი ქვეყნების ძალიან დიდ...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზონაში მოქცეული წაბლანის სკოლის მშენებლობას, მაგრამ არ აშენებს

    მთავრობა მოსახლეობას დაჰპირდა სტიქიის ზო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა