• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სულაჟერი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია და არა კოვიდსაწინააღმდეგო წამალი

სულაჟერი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია და არა კოვიდსაწინააღმდეგო წამალი

23-24 იანვარს ონლაინ მედია სააგენტოებისა და სოციალური ქსელის საშუალებით კორონავირუსის სამკურნალო ე.წ. წამალზე ვირუსულად გავრცელდა ინფორმაცია

27/01/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

23-24 იანვარს ონლაინ მედია სააგენტოებისა და სოციალური ქსელის საშუალებით კორონავირუსის  ე.წ. სამკურნალო წამალზე ინფორმცია ვირუსულად გავრცელდა. მასალებში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ქართველმა ექიმმა ალექსანდრე თავართქილაძემ შექმნა წამალი - „სულაჟერი“, რომელმაც საოცარი შედეგი აჩვენა. მასალებში მოცემულია წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, ზაზა ლურსმანაშვილის Facebook-პოსტი (იხ. პოსტი).

მასალა გაავრცელეს ონლაინ მედია სააგენტოებმა: spnews.io, tia.ge, digest.pia.ge, sarkenews.ge, gurianews.com, guriismoambe.com, sport24.ge, spit.spnews.io, exclusivenews.ge

რეალურად, ონლაინ მედია სააგენტოებმა ზაზა ლურსმანაშვილის Facebook-პოსტი არასწორი ინტერპრეტაციით გააშუქეს. ზემოთ მოცემული სტატიების ძირითად ნაწილში ლურსმანაშვილის პოსტი სრული სახითაა წარმოდგენილი, თუმცა სტატიების სათაური და შესავალი ნაწილი, სადაც საუბარია „სულაჟერზე“, როგორც ქართველი ექიმის მიერ გამოგონილ კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალზე, ყალბ ინფორმაციას შეიცავს. „სულაჟერი“ არ არის კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი. შ.პ.ს „სულაჟერის“ ვებგვერდზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, „სულაჟერი“ წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ კვებით დანამატს და მისი გამოყენება რეკომენდებულია:

⦁ ანტიპროლიფერაციული და პროაპოპტოზური საშუალების სახით

⦁ ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან კომპლექსური გამოყენებისათვის მათი ტოქსიკური

გვერდითი მოვლენების შესამცირებლად

⦁ ინფექციური დაავადებების დროს სტანდარტული თერაპიის პარალელურად და შემდგომ

რეკონვალესცენციის პერიოდში

⦁ ღვიძლის ფუნქციების გასაუმჯობესებლად მისი დაზიანების შემთხვევაში (ვირუსული,

მედიკამენტოზური, ალკოჰოლური)

⦁ სისხლის არტერიული წნევის რეგულაციისათვის

⦁ ნახშირწყლოვანი ცვლისა და სისხლის ლიპიდური სპექტრის გასაუმჯობესებლად

⦁ ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად

⦁ იმუნორეზისტენტობის ასამაღლებლად ფილტვების ქრონიკულად მიმდინარე სპეციფიკური

ინფექციების (მაგ; ტუბერკულოზური ინფექცია, ქრონიკული ბაქტერიული და ვირუსული

ინფექციები) დროს.

ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „სულაჟერი“ შეიცავს Polygonum Cuspidatum-ის ფესვების მშრალ ექსტრაქტს 300 მგ, რომელიც თავის მხრივ შედგება ტრანსრესვერატროლის, ფიტოალექსინებისა და სხვა ფენოლური ანტიოქსიდანტების კონცენტრატებისგან.

„ფაქტ-მეტრი“ ინფორმაციის დასაზუსტებლად ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. სამინისტროს განმარტებით, „სულაჟერი“ არ არის საკვლევი მედიკამენტი. ის არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ანუ სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებისა და მიკროელემენტების გამოყენება პაციენტებში შესაძლებელია მკურნალი ექიმის გადაწყვეტილებით.“

COVID-19-ის კლინიკური მართვის გაიდლაინის ერთ-ერთმა ავტორმა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმმა აკაკი აბუთიძემ „ფაქტ-მეტრთან“ საუბარში განაცხადა: „სულაჟერი“ არ არის მედიკამენტი, ეს არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა პათოლოგიის დროს და ახლა კოვიდის დროსაც. მისი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება არ არის დამტკიცებული. საჭიროა კლინიკური კვლევის ჩატარება. ამიტომაც რეკომენდაციის გაცემა, როგორც კოვიდის სამკურნალო საშუალება, არ შეიძლება.“

ამრიგად, ონლაინ მედია სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია კორონავირუსის სამკურნალო ე.წ. წამლის გამოგონების შესახებ მანიპულაციურია და სიმართლეს არ შეესაბამება.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა