• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობას აღარ აღრიცხავენ

დეზინფორმაცია: აშშ-ში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობას აღარ აღრიცხავენ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

27/01/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

16 იანვარს, Facebook - ჯგუფში „კორონა მაფია“ მომხმარებელმა „Karen Jitsuryoku“ ვიდეო შემდეგი  აღწერით გამოაქვეყნა: „პანდემია გათიშეს აშშ-ში. მორჩა! ვიშლებით!”. აღნიშნულ რუსულენოვან ვიდეოში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში  Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობის აღრიცხვა შეწყდა. ვიდეოში მთხრობელი შეერთებული შტატების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (HHS - US. Department of Health & Human Services) მიერ 6 იანვარს გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ამონარიდს იყენებს, რის საფუძველზეც ამტკიცებს, რომ ამიერიდან ჰოსპიტლებს კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ ფედერალური მთავრობისთვის ინფორმაციის მიწოდება აღარ ევალებათ. ამის საფუძველზე კი ავტორი ასკვნის, რომ აშშ-ში პანდემია დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტის გამოქვეყნებიდან მალევე მსგავსი პოსტები ტვიტერზეც გამოჩნდა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობის ყოველდღიური აღწერა მიზანმიმართულად შეწყვიტა, რათა  რეალური სტატისტიკა დაემალა. 

აშშ-ს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე 6 იანვარს  52-გვერდიანი დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომელიც ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა ტიპის დაწესებულებებისთვის (ლაბორატორიები, კლინიკები, სხვ) ანგარიშების და მონაცემების შეგროვების შესახებ გზამკვლევს (COVID-19 Guidance for Hospital Reporting and FAQs For Hospitals, Hospital Laboratory, and Acute Care Facility Data) მიმოიხილავს. გზამკვლევში დეტალურად არის აღწერილი იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც საავადმყოფოებმა Covid-19-თან დაკავშირებული მონაცემების აღწერისას უნდა გაითვალისწინონ.  

დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები, ნათქვამია, რომ ჰოსპიტლებს ამიერიდან ფედერალური მთავრობისთვის კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა შესახებ მონაცემების ყოველდღიურად მიწოდების ვალდებულება არ ექნებათ. სინამდვილეში, კლინიკები მონაცემთა შეგროვებას ჩვეულ რეჟიმში (ყოველდღიურად) გააგრძელებენ, თუმცა მათ HHS-ს აღარ მიაწვდიან.

„The Atlantic’s COVID Tracking Project“-ის თანადამფუძნებელმა ერინ კისეინმა გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ რეალურად, სტატისტიკა, რომელსაც გამოცემების უმრავლესობა ეყრდნობა და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, ძირითადად  დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ან ადგილობრივი მთავრობის მიერ მოწოდებულ მონაცემებს ეყრდნობა   და არა HHS-ს. ფაქტი, რომ საავადმყოფოები ყოველდღიური აღწერის მონაცემებს HHS-ს არ გადასცემენ,  არ ნიშნავს, რომ ინფორმაცია ადგილობრივ მთავრობასა და CDC-ს არ მიეწოდება. „ჩვენ კვლავ ვითვლით გარდაცვლილებს“,- აცხადებს ერინ კისეინი.  ამავე საკითხს ტვიტერზე  ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ჯასტინ ფელდმენი გამოეხმაურა: „შესაძლოა ამ ცვლილებას უარყოფითი მხარეები ჰქონდეს, არ ვარ დარწმუნებული. თუმცა, ის გავლენას არ მოახდენს Covid-19-ით გარდაცვლილთა რეალური რაოდენობის აღწერასა და სტატისტიკაზე, რომელიც უმეტესობას გვინახავს“. 

ცნობისთვის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 26 იანვრის მონაცემებზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში  კორონავირუსის 1, 172, 810 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით 2750 ადამიანი გარდაიცვალა. 

---------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2025-2026 სასწავლო წელს, ჯერ მხოლოდ პირველი სართულის რკინა-ბეტონის კონსტრუქციაა ამოყვანილი, მოსწავლეების ტრანსპორტირებაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯა

    თბილისის მე-11 სკოლის მშენებლობა უნდა და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომელიც დროში ისედაც გაჭიანურებული იყო, საერთოდ შეჩერდა, რადგან მიმწოდებელს ხელშეკრულება შეუწყდა

    გრიგოლეთი ქობულეთის გზის მშენებლობა, რომ...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • 6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების ზრდის ტემპი 23%-დან 6%-მდე შემცირდა

    6 თვეში ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა