• ჩვენ შესახებ
    1. ჩვენი გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კოვიდვაქცინების მოწინააღმდეგე ექიმი მოკლეს

დეზინფორმაცია: კოვიდვაქცინების მოწინააღმდეგე ექიმი მოკლეს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

24/01/2022
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იტალიელი „ექიმი, მკვლევარი გენეტიკის და ფარმაკოლოგიის სფეროში“ დომენიკო ბისკარდი „სიმართლის თქმას“ შეეწირა და „გასაჩუმებლად“ მოკლეს (იხილეთ სრულად სურათზე).

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ შეთქმულების თეორიებით გამორჩეული იტალიელი დომენიკო ბისკარდი ნამდვილად გარდაიცვალა. თუმცა, პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დომენიკო ბისკარდი ექიმი არ ყოფილა (ისევე როგორც სამეცნიერო მკვლევარი ან გენეტიკოსი). FNOMCeO-ში, იტალიაში არსებულ ექიმთა პორტალზე, დარეგისტრირებულთა ჩანაწერებში ის არ იძებნება. გარდა ამისა, ბისკარდი შეთქმულების თეორიებს მუდმივად ავრცელებდა და შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ რამე ახალი სენსაციის გაცხადებას აპირებდა, საფუძველს მოკლებულია. 

რაც შეეხება მისი გარდაცვალების მიზეზს, ის 53 წლის ასაკში, ბუნებრივი სიკვდილით,  საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ კონსპირაციები კასერტას რეგიონის (ბისკარდის გარდაცვალების რეგიონი) გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელმა, რობერტო მანელამ, გამორიცხა და განაცხადა, რომ შემთხვევის შესწავლის დროს არავითარი მსგავსი ეჭვი არ ყოფილა. 

ოფიციალური უწყებები ბისკარდის გარდაცვალების შესახებ მისი მოკვლის ვერსიას გამორიცხავენ, ხოლო ანტივაქსერებს მათი ვერსიის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულება არ გააჩნიათ. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია  ყალბ ამბავსა და შეთქმულების თეორიას წარმოადგენს, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ გააჩნია.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

იაკობ ლაჩაშვილი
იაკობ ლაჩაშვილი

ყველა სიახლე

  • აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი მოსწავლეებისთვის ვერც წელს გაიხსნა

    აჭარაში არსებული საჯარო სკოლების ნაწილი...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • ბოლო 20 წელიწადში ფასები თითქმის სამჯერ გაიზარდა და ქონების გადასახადი ისევ 40 000 ლარიდან იწყება

    ბოლო 20 წელიწადში ფასები თითქმის სამჯერ...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში საარჩევნო პროცესის მიმდინარეობა დადებითად შეაფასა ეუთო/ოდირმა

    არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების აბსოლუ...

    მცდარი
    განცხადება არაზუსტია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა