• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: ყაზახეთში კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას სამხედროები დაუპირისპირეს

დეზინფორმაცია: ყაზახეთში კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციას სამხედროები დაუპირისპირეს

ვერდიქტი: მანიპულირება

13/01/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-გვერდმა „ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები“ 4 იანვარს ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სამხედროების, მოქალაქეებისა და სამხედრო ტექნიკის დაპირისპირება ჩანს. პოსტის აღწერის მიხედვით, ნათელი ხდება, რომ Facebook-გვერდი ვიდეოში აღწერილ მოვლენებს კოვიდშეზღუდვებისა და ვაქცინაციის წინააღმდეგ გამართულ პროტესტს უკავშირებს - „   ყაზახეთის მთავრობამ სამხედროები გამოიყვანა მას შემდეგ, რაც მოქალაქეები აჯანყდნენ კოვიდ შეზღუდვების და ვაქცინის მანდატების გამო...“. რეალურად, პოსტში მოცემული ინფორმაცია არასწორია და ვიდეოში ყაზახეთში სოციალური და პოლიტიკური უკმაყოფილებით დაწყებული სამოქალაქო დემონსტრაციაა აღწერილი, რომლის  საბაბიც გაზის ფასების მომატება გახდა.

ყაზახეთში 2022 წლის იანვრის დასაწყისიდან მწვავე საპროტესტო ტალღა დაიწყო, თუმცა მისი მიზეზი კოვიდშეზღუდვებისა და ვაქცინის წინააღმდეგობა არ ყოფილა. 2 იანვარს საწვავის ფასის ორჯერ ზრდის გამო მაგინსტაუს ოლქში დაწყებულმა სამშვიდობო პროტესტმა მალევე მთელი ქვეყანა მოიცვა და ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ ჟომარტ ტოკაევისა და მისი წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან გამოსვლებში გადაიზარდა. 

პროტესტი ალმათაში. წყარო Al Jazeera

მზარდი ფასების, ეკონომიკური პერსპექტივების შემცირების, ფესვგადგმული კორუფციისა და ავტოკრატული მმართველობისგან გამოწვეულმა უკმაყოფილებამ მასშტაბური წინააღმდეგობის ფორმა მიიღო, რომლის დროსაც ათასობით დემონსტრანტი შეიჭრა სამთავრობო შენობებში, ტელევიზიებში, აეროპორტებსა და ბიზნესოფისებში. ალმათიში გამოსვლებს სამართალდამცავებთან შეტაკებებიც მოჰყვა. 5 იანვარს დილით, დემონსტრანტებმა პოლიციაზე იერიში მიიტანეს და ადმინისტრაციის შენობების დაკავება დაიწყეს დიდ ქალაქებში.

 

ყაზახეთის უმსხვილეს ქალაქში - ალმათიში მომიტინგეებმა ქალაქის ადმინისტრაციის შენობა და პრეზიდენტის რეზიდენცია დაიკავეს. ორივე შენობას წაუკიდეს ცეცხლი. პოლიცია მათ შეჩერებას ცრემლსადენი ყუმბარებით ცდილობდა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო და აქციის მონაწილეებმა შენობა შტურმით აიღეს.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე საათში, ყაზახეთის პრეზიდენტმა მთავრობა გადააყენა, ფასების სახელმწიფო რეგულაცია დააწესა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმაილოვი დანიშნა. ტოკაევმა მაგნისტაუს ოლქსა და ალმათიში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათიც გამოაცხადა, თუმცა ამას პროტესტი არ შეუჩერებია. ყაზახეთის მთავრობამ 10 ათასზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრა და არაოფიციალური ცნობებით, შეტაკებებისას 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. 5 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა დახმარებისთვის „კოლექტიური ხელშეკრულების ორგანიზაციას“ (CSTO) მიმართა და დემონსტრანტებს „საერთაშორისო ტერორისტების ჯგუფი“ უწოდა, რომლებიც, მისი თქმით, საზღვარგარეთ იყვნენ გაწვრთნილნი და „ძირს უთხრიდნენ სახელმწიფოს მთლიანობას.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში, საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა

    2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში...

    მეტწილად მცდარი
    განცხადებაში არის სიმართლის ელემენტები, მაგრამ იგნორირებულია მნიშვნელოვანი ფაქტები, რასაც შეეძლო სხვა შთაბეჭდილების მოხდენა
  • 2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-დან 2217 ლარამდე გაიზარდა

    2022-2024 წლებში საშუალო ხელფასი 1300-და...

    ნახევრად სიმართლე
    განცხადება არის ნაწილობრივ ზუსტი, მაგრამ გამოტოვებულია დეტალები ან ზოგიერთი საკითხი კონტექსტს გარეშეა
  • 2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბიუჯეტიდან გურიაში ოთხი საჯარო სკოლის მშენებლობისთვის, ორი წელია გასული და ამათ თითი თითზე არ დაუდევთ

    2023 წელს 11 მლნ ლარი არის გამოყოფილი ბი...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა