• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
სოციალურ ქსელში პოლიტოლოგ ალექსადრე ისკანდარიანის განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება

სოციალურ ქსელში პოლიტოლოგ ალექსადრე ისკანდარიანის განცხადება კონტექსტიდან ამოგლეჯილად ვრცელდება

ვერდიქტი: მანიპულირება

13/01/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში  ვიდეოინტერვიუს მონაკვეთი ვრცელდება, სადაც რესპონდენტი ჟურნალისტთან საუბარში აცხადებს: „თუ სერიოზულად ვისაუბრებთ და შევეხებით ამ ტიპის კულტურულ არტეფაქტებს, მათ შორის სამზარეულოსაც, დიახ, ბორში არის სომხური ეროვნული კერძი“.

გავრცელებული ვიდეო სომხეთის „კავკასიის ინსტიტუტის“ დირექტორთან, პოლიტოლოგ ალექსადრე ისკანდარიანთან ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენს. 

ვიდეო მანიპულაციური სათაურით „ბორში სომხური ნაციონალური კერძია“ გავრცელდა ჯგუფში „დედაქალაქი“ და ცალკეული ფეისბუქ მომხმარებლების პროფილებზე. 

რეალურად, „საინფორმაციო რადიო 106.5“ -ის ეთერში ინტერვიუ სომხებზე გავრცელებულ მითებს ეხება. ინტერვიუში ისკანდარიანი ნაციონალური კერძების თაობაზე გავრცელებულ მითებსაც ეხება. 

„ჩაიც ითვლება აზერბაიჯანის ნაციონალურ სასმელად, თუმცა ჩაი ჩინეთის ნაციონალური სასმელიცაა და ასევე ინგლისის, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ის არც იზრდება. რაშია პრობლემა?! სალათა „ოლივიე“ კი სომხური, აზერბაიჯანული, ქართულია და ასე შემდეგ. თუ სერიოზულად მივეკიდოთ ამ ტიპის არტეფაქტებს, დიახ, ბორშჩი სომხური ნაციონალური კერძია. ჩემი ნათქვამის კონტექსტიდან მოჭრა და გავრცელება შეუძლიათ. ეს არანაირად არ არის უკრაინის „პირველობის“ უფლების დარღვევა. ბორშჩის გაკეთება ნებისმიერ სომეხ ქალს შეუძლია, და განსხვავებულად. იგივე შეეხება „ოლივიეს“. კულტურა ამგვარად „მუშაობს“ მუღამიდან და სახელებიდან დაწყებული, რელიგიით დამთავრებული“. 

ამდენად, ვიდეოს სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ გადაცემის სტუმარი ბორშჩს სომხურ სამზარეულოს წარმოშობის კუთხით არ უკავშირებს. ისკანდარიანი კულტურულ არტეფაქტებზე და მათ შორის, კერძებზე, საუბრობს და როგორც ბორშჩის, ასევე გადაცემაში ნახსენებ სხვა მაგალითებით აჩვენებს, რომ  ერთ კულტურაში წარმოშობილი კერძი შესაძლოა, სხვა კულტურისა თუ ერის სამზარეულოს ნაწილადაც იქცეს. 

------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა