• ჩვენ შესახებ
  • გუნდი
  • მეთოდოლოგია
  • პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
მანიპულაცია: 12 წლის ბიჭი აცრის შემდეგ შეუძლოდ გახდა

მანიპულაცია: 12 წლის ბიჭი აცრის შემდეგ შეუძლოდ გახდა

ვერდიქტი: მანიპულაცია

10/01/2022
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 12 წლის ბიჭი შეუძლოდ გახდა. მასალის აღწერაში მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემული არაა - უცნობია, თუ სად და როდისაა ვიდეო გადაღებული, ან საერთოდ, აღნიშნულ შემთხვევას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან კავშირი ჰქონდა, თუ - არა. 

იხ. Facebook-პოსტი

 

აღსანიშნავია, რომ მოცემული ვიდეო მანიპულაციურად არაერთ ქვეყანაში გავრცელდა. ინდონეზიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის - Kompas-ის მიერ, საკითხის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვიდეო მალაიზიაში, მალაქაშია გადაღებული და ის ნამდვილად COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის შემდეგ 12 წლის ბიჭის გულის წასვლას ასახავს. თუმცა, მალაქას სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტის განმარტებით, მომხდარის მიზეზი არა უშუალოდ ვაქცინის გვერდითი ეფექტები, არამედ აცრის წინ ბიჭის ნერვიულობა, უძილობა და უჭმელობა გახდა. 

გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 12 წლის ბიჭი ამცრელ პუნქტში ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. ვაქცინაციის პროცესის დროს, ის ნერვიულობდა, თუმცა აცრის შემდგომ სამონიტორინგო პერიოდში მას გვერდითი ეფექტები არ აღენიშნებოდა. მოგვიანებით, ავტოსადგომის მიმართულებით გადაადგილებისას, ის უცებ შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ოჯახის წევრებმა 12 წლის ბიჭი მაშინვე უკან, სამედიცინო პუნქტში მიიყვანეს, სადაც პაციენტი მორიგე ექიმმა გასინჯა. ბიჭის ორგანიზმის მდგომარეობის ძირითადი მაჩვენებლები - არტერიული წნევა, პულსი და სისხლში ჟანგბადის შემცველობა, ნორმის ფარგლებში აღმოჩნდა. სამედიცინო გუნდის მიერ პაციენტის 30-წუთიანი დაკვირვების შემდეგ 12 წლის ბიჭს სახლში წასვლის ნებაც დართეს.  

ინდონეზიური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციის, Kompas-ის ცნობით, ბიჭის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, მოგვიანებით ოჯახს კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ. ოჯახის თქმით, ის კვლავაც ისეთივე ჯანმრთელი და აქტიური იყო, როგორც ინციდენტამდე.  ასევე გაირკვა, რომ აცრის წინა ღამით 12 წლის ბიჭმა გვიან დაიძინა, ხოლო დილით, ძალიან ცოტა საკვები მიიღო. მალაქას სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის განცხადებით: „თინეიჯერს ჯანმრთელობის პრობლემები არ გააჩნია, არასდროს მომხდარა მისი ჰოსპიტალიზება და ის არც ალერგიული ყოფილა...ინციდენტი ნერვიულობის, უძილობისა და ვაქცინაციის წინ არასაკმარისი დოზით საუზმის მიღების გამო მოხდა“.

ამდენად, Facebook-პოსტი, რომელშიც აღნიშნული გარემოებები მოთხრობილი არაა, ქმნის მცდარ წარმოდგენას, რომ 12 წლის ბიჭს აცრის შემდგომი გვერდითი ეფექტი განუვითარდა და მომხდარის გამომწვევი მიზეზი ვაქცინაა, რაც, როგორც აღმოჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. 

----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

თეგები:
პოლ დანქენი
ჟურნალისტები
გვერდითი მოვლენა
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო - ცხინვალის დაბომბვით

    სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
  • [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლობაში, ღია კარის სხდომის მოწვევა ვერ მოხერხდა

    [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი ავარია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა. შარშან ფინეთში ავტოავარიის დროს დაიღუპა 171 ადამიანი, საქართველოში 444

    ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა