• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
დეზინფორმაცია: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებს „იმუნიტეტის ეროზია’’ უვითარდებათ

დეზინფორმაცია: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილებს „იმუნიტეტის ეროზია’’ უვითარდებათ

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

21/12/2021
ყალბი ამბავი
ყალბი ამბავი
Facebook Linkedin Twitter Print

ცნობილი ანტივაქსერი და ჰომეოპათი თინა თოფურია COVID-19-ის ვაქცინებთან დაკავშირებით მორიგ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს. 2021 წლის 14 დეკემბერს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ პირებს „იმუნიტეტის ეროზია“ უვითარდებათ. ასეთი ადამიანები ინფექციების მიმართ დროდადრო უფრო მოწყვლადები ხდებიან. რაც შეეხება აუცრელებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, უფრო ძლიერი და მდგრადი ბუნებრივი იმუნიტეტი უვითარდებათ. აღნიშნული მტკიცებების წყაროდ სამედიცინო ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებია მითითებული.

 

თინა თოფურიას პოსტში მოყვანილი მტკიცებები ყალბია. აღნიშნული ინფორმაცია პირველად უცხოურ წყაროებში გავრცელდა. სინამდვილეში, ჟურნალ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით არ მტკიცდება, რომ ვაქცინაცია „იმუნიტეტის ეროზიას“ იწვევს. შედეგების ამგვარი ინტერპრეტაცია ვებსაიტზე - America's Frontline Doctors - გამოქვეყნდა, სადაც კორონავირუსის შესახებ მცდარი ინფორმაცია აქამდეც გავრცელებულა (ბმული 1, ბმული 2).

„ლანცეტის“ თანახმად, კვლევამ (კვლევა სხვა მეცნიერების მიერ არ განხილულა) მხოლოდ ის აჩვენა, რომ ვაქცინების შედეგად გამომუშავებული დაცვა დროთა განმავლობაში მცირდება. მასში არსადაა აღნიშნული, რომ ვაქცინაცია „იმუნიტეტის ეროზიას“ იწვევს. კვლევის ერთ-ერთი ავტორი, პიტერ ნორდსტორმი, America's Frontline Doctors-ზე გამოქვეყნებულ სტატიას დეზინფორმაციას უწოდებს: „ყალბია მტკიცება, რომ ვაქცინაცია იმუნურ ეროზიას ან შეძენილ იმუნოდეფიციტს იწვევს. თუკი მსგავსი რამ საერთოდ არსებობს, ჩვენი კვლევა ან ჩემთვის ცნობილი მონაცემები, ამას არ ადასტურებს“.

ამავე შინაარსის კომენტარი გააკეთა მიკრობიოლოგიისა და იმუნოლოგიის ასისტენტ-პროფესორმა, პაბლო პენელოსა-მაკმასტერმა: „Covid-19-ის ვაქცინები არ იწვევს იმუნური სისტემის დაქვეითებას. ეს ისეთივე დეზინფორმაციაა, როგორც იმის მტკიცება, რომ დედამიწა ბრტყელია. აღნიშნული ვაქცინები მსოფლიოს მასშტაბით უკვე მილიონობით ადამიანმა მიიღო. მონაცემები კი აჩვენებს, რომ ვაქცინები უსაფრთხო და ეფექტურია, იმ ადამიანებშიც კი, რომელთაც თანმხლები დაავადებები და სუსტი იმუნური სისტემა გააჩნიათ“.

რაც შეეხება მტკიცებას, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გამომუშავებული იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინით, მცდარია. CDC-ის კვლევამ აჩვენა, რომ ჰოსპიტალიზაციისას ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი არავაქცინირებულ და ადრე ინფიცირებულ პაციენტებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე სრულად ვაქცინირებულ პაციენტებში. აღნიშნული დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში.

კიდევ ერთი დეზინფორმაცია, რასაც თინა თოფურია ავრცელებს, ვაქცინირებულ პირებში მიოკარდიტის განვითარებას ეხება. პოსტის თანახმად, ადამიანებს აცრის შემდგომ ხშირად  მიოკარდიტები ემართებათ. სინამდვილეში, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, 1 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე 1-2 მიოკარდიტის შემთხვევაა დაფიქსირებული. ამასთანავე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ი-რნმ ვაქცინებსა და გულის დაავადებების ძალიან იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირია დადგენილი. ვრცლად იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიებში (ბმული 1, ბმული 2).

-----------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:
ჟურნალისტები
პოლ დანქენი
იმუნიტეტის ეროზია
ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმის მიერ დაიწყო - ცხინვალის დაბომბვით

    სააკაშვილის რეჟიმმა თვითონ მოაწერა ხელი...

    მანიპულირება
    განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
  • [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლობაში, ღია კარის სხდომის მოწვევა ვერ მოხერხდა

    [ბათუმის საკრებულოში] ოთხი წლის განმავლო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
  • ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა არცერთი ავარია, რომელიც მსხვერპლით დამთავრდა. შარშან ფინეთში ავტოავარიის დროს დაიღუპა 171 ადამიანი, საქართველოში 444

    ჰელსინკიში მთელი წლის განმავლობაში არ მო...

    სიმართლე
    განცხადება არის ზუსტი და მნიშვნელოვანი არაფერი აკლია
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა