• ჩვენ შესახებ
    1. გუნდი
    2. მეთოდოლოგია
    3. პერსონალური მონაცემების დაცვა
  • სარედაქციო კოდექსი
  • შესწორება/საჩივრები
  • პროექტის მხარდამჭერები
  • კონტაქტი
English Azərbaycan հայերեն Русский

Factcheck.ge

გადაამოწმე შენი ფაქტი
  • არჩევნები 2024 - კრიზისი
  • პერსონები
  • ვერდიქტები
    • სიმართლე
    • მეტწილად სიმართლე
    • ნახევრად სიმართლე
    • მეტწილად მცდარი
    • მცდარი
    • ტყუილი
    • მანიპულირება
    • ყალბი ამბავი
    • ვერდიქტის გარეშე
    • პოზიცია შეცვალა
    • პოზიცია არ შეუცვლია
    • პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
    • სატირა
    • გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • რეგიონები
  • ყალბი ამბები
    • კლიმატის ცვლილება
    • როგორ არ მოვტყუვდეთ?
  • თემები
    • ეკონომიკა
    • სამართალი
    • პოლიტიკა
    • განათლება
    • ჯანდაცვა
  • სხვა
    • უკრაინა
    • დაპირებები
    • არჩევნები 2021
    • არჩევნები 2017
    • არჩევნები 2016
    • არჩევნები 2014
    • არჩევნები 2013
    • COVID-19
    • კოვიდვაქცინა
    • ფაქტ-მეტრი TV
რუსეთის პატრიარქის ინტერვიუს ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ მანიპულაციურად ავრცელებენ

რუსეთის პატრიარქის ინტერვიუს ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ მანიპულაციურად ავრცელებენ

ვერდიქტი: მანიპულირება

15/12/2021
მანიპულირება
განცხადებაში გაჟღერებული ფაქტები/რიცხვები მეტ-ნაკლებად სწორია, თუმცა სრული კონტექსტი განზრახ არის დამახინჯებული
Facebook Linkedin Twitter Print

Facebook-მომხმარებელმა სახელად ვა მეხი გამოაქვეყნა მანიპულაციური Facebook-პოსტი, რომელშიც  რუსეთის პატრიარქის ინტერვიუს ვიდეო ნაწყვეტია მოცემულია. მთლიან ვიდეოს გასდევს წარწერა: проговорился (ალაპარაკდა). საშობაო ეთერში რუსეთის პატრიარქი კირილე არაერთ საკითხს განიხილავს. თუმცა სოციალურ ქსელში განთავსებული ვიდეო უკონტექსტოდაა ამოჭრილი. აღნიშნულ მონაკვეთში რუსეთის პატრიარქი ციფრული ტექნოლოგიების მიმართ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულებაზე საუბრობს.   

Facebook-პოსტის ავტორი სოციალურ ქსელში ანტივაქსერული პოსტებით გამოირჩევა. მას შემდეგ, რაც საქართველოში 17 ნოემბერს მწვანე პასპორტების შემოღება დაანონსდა, ამავე Facebook-გვერდზე მწვანე პასპორტის წინააღმდეგ მოწოდებების აფიშირება დაიწყო. ვა მეხის მიერ გამოქვეყნებული 7 დეკემბრის პუბლიკაციას თანდართული აღწერა შემდეგია: “ვაჰაჰაჰაჰაჰააა რუსეთის პატრიარქი ალაპარაკდა, დაგასწროთ საპატრიარქოვ!!! თქვენ კი იყავით ღარიბაშვილ-ივანიშვილს და ტიკარაძეს უყურეთ თვალს როდის ჩაგიკრავთ…”. ვიდეოზე დართული აღწერა შეცდომაში შემყვანია და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს რუსეთის პატრიარქი ვაქცინებზე და ციფრულ პასპორტებზე საუბრობს. პოსტის კომენტარებშიც  Facebook-მომხმარებელთა აშკარა დაბნეულობა შეინიშნება, მისი შინაარსის გაურკვევლობის გამო. 

სინამდვილეში, რუსეთის პატრიარქის საშობაო ინტერვიუ  იმ სახით არის ამოჭრილი, რომ ვიდეოში ჟურნალისტის შეკითხვა არ ჩანს, რომელზეც რესპონდენტი პასუხობს. ის, რომ პატრიარქი მწვანე პასპორტის საკითხს არ განიხილავს, დასტურდება მთლიან ინტერვიუში მოცემული ჟურნალისტის შეკითხვიდან. ჟურნალისტი კითხვას პატრიარქს ციფრულ ტექნოლოგიებზე და დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით უსვამს.  

აღნიშნულ ინტერვიუში ერთხელაც არ არის ნახსენები ვაქცინაცია.  ვიდეო  2021 წლის 7 იანვრამდეა ჩაწერილი და ამავე წლის 7 იანვარს არის გამოქვეყნებული. ამ დროისთვის „მწვანე პასპორტების“ იდეა, არა თუ საქართველოში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებშიც არ იდგა დღის წესრიგში. ციფრულ მწვანე პასპორტებზე  ოფიციალური „იურიდიული წინადადება“ ევროპის კომისიამ, მხოლოდ 17 მარტს, ევროკავშირის ქვეყნებისა და მთავრობის ხელმძღვანელთა სამიტის წინ წარადგინა. პატრიარქი კირილე ვაქცინაციას საჯაროდ ემხრობა. ის სასულიერო პირებს სანქციებით დაემუქრა, რომლებიც მრევლს ურჩევენ, რომ არ აიცრან.

________________________________________________________________

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

ფაქტ-მეტრი
ფაქტ-მეტრი

ყველა სიახლე

  • დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების მიმოხილვა - 2024 წელი

    დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
  • …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი იმაზე, რომ სადმე, თუნდაც ერთ იზოლირებულ შემთხვევაში, ხმის ფარულობის დარღვევას ჰქონდა ადგილი

    …ეუთო/ოდირის დასკვნაში არ არის საუბარი ი...

    ტყუილი
    განცხადება არაზუსტია და მასში მოცემული მტკიცება აბსურდულია
  • შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024 წელს მიგრაციული სალდოს დადებითი ბალანსი დაფიქსირდა

    შსს სასაზღვრო პოლიციის მონაცემებით, 2024...

    გაზეთი ფაქტ-მეტრი
    გაზეთი ფაქტ-მეტრი
IFCN -ის ვერიფიკაცია
EFCSN
საჯარო ინფორმაციის ბაზა
Factcheck.ge
ევროპა GMF ნიდერლანდები USAID საქართველო

ტელეფონი: +(995 32) 2 22 29 13

ელ. ფოსტა: [email protected]

Factcheck.ge
Factcheck.ge

ამ ვებგვერდზე გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის Factcheck.ge-ს და არ წარმოადგენს პროექტის მხარდამჭერი ორგანიზაციების მოსაზრებებსა და შეხედულებებს.

Factcheck.ge

© 2025 | პერსონალური მონაცემების დაცვა